კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« II ეზრა »
II ეზრა 1
II ეზრა 2
II ეზრა 3
II ეზრა 4
II ეზრა 5
II ეზრა 6
II ეზრა 7
II ეზრა 8
II ეზრა 9
II ეზრა 10
II ეზრა 11
II ეზრა 12
II ეზრა 13

« II ეზრა 4 [BIB - xx] »
4:1 და იყო, ვითარცა ესმა სანაბატალს, ვითარმედ ჩუენ ვაშენებთ ზღუდეთა მათ, აღვმართებთ გოდლებთა მისთა, ბოროტ-უჩნდა მას და შეძრწუნდა მის წინაშე, და განრისხებულ იყო ძლიერად. ეკიცხევდა ჰურიასტანსა.
4:2 და თქვა წინაშე ძმათა მათ თჳსთა: ესე არს ძლიერებაჲ იგი თქუენიო, ჵ სამორიელნო, ვითარ ჰურიანი იგი აშენებენ და განაძლიერებენ ქალაქთა მათთა?
4:3 და ტობის ამანიტელი მოსრულ იყო ხილვად მათდა და ეტყოდა: ნუთუ შე-ვითარ-უძლონ აღშენებად, ანუ შეწირვად საკვერთხთა, ანუ ჭამად შესაწირავთა მათგან და ადგილსა მას მათსა? და არა მიერ გამოჴდენა მელნი, დაარღვინენ ქვანი ზღუდეთა მისთანი? ვთქვათ ჩუენ:
4:4 ისმინე ჩუენი, უფალო, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ვიქმნენით ჩუენ საკიცხელ და შეურაცხ მტერთაგან, და მიაგე ყუედრება მათი თავთა მათთა და მისცენ იგინი საკიცხელად წინაშე წარმტყუენველთა მათთა.
4:5 და ნუ დაეფარნენ უსჯულოებანი მათნი, და ნუცა ცოდვანი მათნი პირისაგან შენისა აღიჴოცნენ, რამეთუ შეურაცხ-ყოფენ მაშენებელთა.
4:6 შემდგომად ამისა აღვაშენეთ ზღუდენი იგი, გარემოვავლენით კერძო ზღუდისა მის.
4:7 რაჟამს ესმა სანაბალატს და ტობიას და არაბიელთა, ამონელთა, ვითარმედ მარჯვე იქმნა შენება ზღუდეთა იერუსალემისათა, და ვიწყეთ თჳთვეულად ადგილთა საქმისა მის გამოჩინებად, ბოროტ-უჩნდა წინაშე მათსა
4:8 და შეკრბეს ყოველნი ერთბამად მოსლვად და ბრძოლად იერუსალემსა
4:9 და ვილოცევდით უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, დავადგინეთ მჴუმილავნი ჩუენ ზედა დღისი და ღამე პირისაგან მტერთასა.
4:10 და თქუეს კაცთა ურიასტანისათა: ვერ შეუძლოთ ესრეთ ბრძოლად და შენებად, არამედ რომელთამე ყონ ბრძოლა შეჭურვილთა და რომელთამე ყონ შენებაჲ.
4:11 და თქვეს რომელნი-იგი მაჭირვებდეს ჩუენ: არა ვაცნობოთ და არცა ვაუწყოთ მათ, ვიდრე თჳთეულად ადგილთაგან თჳსთა აღდგენ და მოვიდენ შორის მათსა, და მოვსწყვიდნეთ იგინი და დავაყდუნოთ საქმე მათი.
4:12 და იყო, რაჟამს მოვიდეს ჰურიანი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ადგილად, და მეტყოდეს ჩუენ: ნუუკუე გამოჴდენ ყოველთა ადგილთაგან ჩუენ ზედა.
4:13 და დავადგინნეთ ქვეაღრე ადგილთა მათ უკანა ზღუდესა მას სართულსა ქვეშე და დავადგინნე კაცნი ჭურვილნი და ლახროსანნი და მშჳლდოსანნი.
4:14 და მე აღვდეგი და ვეტყოდე კაცთა მათ, რომელნი განმზადებულნი და განკრძალულნი დგეს, ერისთავთა მათთა და მათცა, რომელნი-იგი ადგილ-ადგილ ჴუმილვიდენ; ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, მოიჴსენეთ ღმერთი ჩუენი დიდი და საშინელი, და ჰბრძვეთ ძმათა თქუენთათჳს და ძეთა თქვენთათჳს, ცოლთა თქვენთათჳს და ასულთა თქუენთათჳს და სახლთა თქვენთათჳს
4:15 და იყო, რაჟამს ესმა მტერთა მათ ჩუენთა, ვითარმედ გულისჴმა-ვყავით და განკრძალულნი განვემზადენით ბრძოლად, განაქარვა ღმერთმან ზრახვა მათი და ჩუენ ყოველნი მოვიქეცით შენებად ზღუდისა მის, კაცად-კაცადი საქმედ თჳსად.
4:16 და იყო, მიერ დღითგან ზოგნი განწესებულ იყვნეს საქმესა, ზოგნი ჭურვილნი იყუნეს წინაშე პირსა მტერთასა, და ლახვარი, ფარი და მშჳლდ-ჴელთა შინა მათთა. და დგიან განმზადებული კაცი თჳთოეულად ზოგად ძმისა თჳსისა.
4:17 რომელი-იგი აშენებნ ზღუდესა მას, და არნ ჟამი, შეეწევინ ძმასა თჳსსა და აქუნ ერთითა ჴელითა საჭურველი თჳსი, და ერთითა ჴელითა მისცემდა ძმასა თჳსსა ქვასა ანუ თიჴასა.
4:18 რომელი-იგი აშენებდეს, აქვნდა კაცად-კაცადსა ჴმალი თჳსი წელთა თჳსთა და საბარკული ბარკალსა თჳსსა და ეგრეთვე აღაშენებდეს ზღუდეთა იერუსალემისათა, რომელნი-იგი ჰბერვიდეს ნესტუსა რქისასა, დგეს მახლობელად მათსა.
4:19 და ვარქუ კაცთა მათ, რომელნი იყვნეს ჭურვილად და განმზადებულ და მთავართა მათთა: საქმე ესე დიდ არს და ფართო და ჩუენ განვბნეულ ვართ შენებასა ამის ზღუდისასა და შორს ვართ კაცად-კაცადი ძმისაგან თჳსისა.
4:20 აწ დავადგინნეთ ადგილ-ადგილად კაცნი, რომელნიღა ჰბერვიდენ ნესტუებსა, რაჟამს გესმეს ჴმა ნესტჳსა მის რქისა, და მუნ მოკრბენ ყოველნი, და ღმერთი ჩუენი ჰბრძოდის ყოველთა მტერთა ჩუენთა ჩუენ წილ მარადის.
4:21 და ზოგნი იგი იქმოდეს და ზოგთა მათ აქუნდა ჭური თჳსი განმზადებული გამობრწყინვებითგან ცისკრით ვიდრე აღმოსლვადმდე ვარსკულავთა.
4:22 და ვარქუ კაცთა მათ ერისათა: მოვედით და დავიმკჳდროთ შორის ქალაქსა იერუსალემსა, ღამე მჴუმილნი დავადგინნეთ გარემო ჩუენსა, და დღისი ვიქმოდით.
4:23 და ვდეგთ მე და კაცნი იგი, რომელნი გარემო ჩემსა მცვიდეს მე, და არავინ ჩუენგანი განიცარცვის, და არცა საჭურველი განჰყუნის.

© 2010, გია შერვაშიძე