7:1 |
და იყო. რაჟამს აღაშენა ზღუდე იგი, აღვმართენ ბჭენი მისნი, და დადგეს მეკარენი და შემასხმელნი ფსალმუნთანი და ლევიტელნი იგი. |
7:2 |
და ვამცენ ანანიას და ძმათა ჩემთა - ანანია მთავარი ზედა იერუსალჱმისა, რამეთუ იგი იყო კაცი ჭეშმარიტი, მოშიში ღმრთისაგან მრავალთა უფროს. |
7:3 |
და ვარქუ მას: ნუ განაღებ ადრე ბჭეთა იერუსალჱმისათა ვიდრე აღმოსლვადმდე მზისა და ვიდრე ყოველთა ეღჳძისღა, დაჴშნედ ბჭენი იგი კლიტითა, დაკრძალნედ იგინი და დადგედ მჴუმილავნი ბჭეთა თანა მკჳდრთა იერუსალჱმისათა, კაცი საჴუმილავსა თჳსსა, კაცი თჳთეულად სახლსა თჳსსა |
7:4 |
რამეთუ ქალაქი ესე დიდ არს და ფართო, და ერი მცირედ არს მას შინა, და არა ყოველი ტაძარი აღშენებულ არს. |
7:5 |
და შთააგდო ღმერთმან გულსა ჩემსა, და შევკრიბენ პატიოსანნი იგი და მთავარნი და ერი იგი ყოველნი შესაკრებელსა ერთსა და ვპოვე წიგნი ერთი ნათესავთა რიცხჳ, რომელნი გამოსრულ იყვნეს პირველ ტყუეობისაგან, და იყო მას შინა წერილი ესრეთ: |
7:6 |
ესე არიან შვილნი, რომელნი გამოვიდეს ტყუეობისაგან, რომელნი სხემ-ყუნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონელმან, და მოიქცეს იერუსალჱმდ და ურიასტანად კაცი ქალაქად თჳსად, |
7:7 |
რომელნი მოვიდეს ზორაბაბელის თანა და იისუს და ნეემიას თანა, აზარიანისა და ელმეა, ნაემანი, მარდოქე, ბაჰალასან, მარასფარათ, ეზრა, ბაუიგეა, ნაუმ, ბაანა, მაფარ - კაცნი ერისა ისრაჱლისანი. |
7:8 |
ძენი ფოროსისნი: ორათას ასსამეოცდაათორმეტ. |
7:9 |
ძენი საფატისნი, სამასსამეოცდაათორმეტ. |
7:10 |
ძენი ერასისნი: ექუსასერგასისდაორი. |
7:11 |
ძენი ფათამოაბისნი, ძეთა მათ იუსასთა და იოაბისთა: ორ ათას ორასდაათურამეტ. |
7:12 |
ძენი ელამისნი: ათას ორასერგასისდაოთხი. |
7:13 |
ძენი ზათურისნი: რვაასორმეოცდახუთი. |
7:14 |
ძენი ზაქაისნი: შვიდასსამეოც. |
7:15 |
ძენი ბანუვასნი: ექუსასორმეოცდარვა. |
7:16 |
ძენი ბიბეისნი: ექუსასორმეოცდარვა. |
7:17 |
ძენი აზისნი: ორ ათას სამასოცდაორი. |
7:18 |
ძენი ადონიკამისნი: ექუსასერგასისდაშვიდი. |
7:19 |
ძენი ბაზუვეისნი: ორ ათას სამეოცდაშვიდ. |
7:20 |
ძენი ადინასნი: ექუსასერგასისდაოთხ. |
7:21 |
ძენი ატტერისნი, ძენი ეზეკიასნი: ოთმეოცდაათურამეტ. |
7:22 |
ძენი ასუმისნი: სამასოცდარვა. |
7:23 |
ძენი ბეასისნი: სამასოცდაოთხნი |
7:24 |
ძენი არიბისნი: ასათორმეტ. |
7:25 |
ძენი გაბაონისნი: ოთხმეოცდაათხუთმეტი. |
7:27 |
ძენი ბეთლემისნი: ასოცდასამი. ძენი ლეფუტანისნი: ერგასისდაექუსი. |
7:28 |
ძენი ანათოთისნი: ასოცდარვა კაცი, ბეთაზმასნი: ორმოცდაორი. |
7:29 |
კაცნი კარიათირიმისნი, ქაფირა და ბეროთ: რვაასორმეოცდასამი. |
7:30 |
კაცნი არამისნი და გაბაისნი: ექუსასოცდაერთი. |
7:31 |
კაცნი მააქემარისნი: ასოცდაორი. |
7:32 |
კაცნი ბეთელისნი და არაისნი ასოცდასამი. |
7:33 |
კაცნი ნაბლაჲსნი: ასერგასისდაორი. კაცნი მაკებოისნი: ასერგასისდაექუსი. |
7:34 |
კაცნი ელამისნი: ათას ორასერგასისდაოთხ. |
7:35 |
ძენი ერამისნი: სამასდაოც |
7:36 |
ძენი იერიქოვისნი: სამასორმეოცდახუთი. |
7:37 |
ძენი ლოდისნი ადიდ და ანონ: შჳდასოცდასამი. |
7:38 |
ძენი ანონისნი: სამ ათას ასოცდაათი. |
7:39 |
და მღდელნი იგი ძენი ოვიდასნი და სახლისა მის ისოსი: ცხრაასსამეოცდაათცამეტ. |
7:40 |
ძენი ემეირისნი: ათასის ერგასისდაორი. |
7:41 |
ძენი ფასეურისნი: ათასორასორმეოცდაშჳდი. |
7:42 |
ძენი ერამისნი: ათას და ათჩჳდმეტ. და ლევიტელნი იგი: |
7:43 |
ძენი ისუჲსნი, კადიმელ, ძეთა მათგან. |
7:44 |
უდადისთა: სამეოცდათორმეტი და შემასხმელნი იგი ფსალმუნთანი. |
7:45 |
ძენი ასაფისი: ასორმოცდარვა. |
7:46 |
და მეკარენი იგი ძენი ელომაასნი, ძენი ატტერისნი, ძენი ტემეონისნი, ძენი ავუბისნი, ძენი ატიტასნი, ძენი საბეისნი: ასოცდაათრვამეტნი. |
7:47 |
და ნათანიმაელნი იგი: ძენი სილაასნი და ძენი ასაფისნი, ძენი ტაბაოთისნი. |
7:48 |
ძენი სარიასნი, ძენი სიაასნი, ძენი ფასნისნი, ძენი ლაბანისნი, ძენი ადაბასნი, ძენი აკუდისნი, ძენი ოტასნი, ძენი ვეტარისნი, ძენი აგაბისნი, ძენი სელემისნი. |
7:49 |
ძენი ანანისნი, ძენი გადელისნი, ძენი გაარისნი |
7:50 |
ძენი რეასნი, ძენი ჰარსონისნი, ძენი ნეკოდაისნი. |
7:51 |
ძენი გეეზაბისნი. ძენი ოზიასნი, ძენი ფისუისნი. |
7:52 |
ძენი ბესეისნი, ძენი მეიონომისნი, ძენი ნეფოაჲსნი. |
7:53 |
ძენი ბაბუვისნი, ძენი აქეფასნი, ძენი არურისნი |
7:54 |
ძენი ასალოთისნი, ძენი მედადისნი, ძენი ადასანისნი. |
7:55 |
ძენი ბარკუსესნი, ძენი სისარისნი, ძენი თემანისნი. |
7:56 |
ძენი ნესიასნი, ძენი სარიფოსნი. |
7:57 |
ძენი მონათა მათ სოლომონისანი: ძენი სუტისნი, ძენი საფარათისნი, ძენი ფერედასნი. |
7:58 |
ძენი იეალესნი, ძენი დორკონისნი, ძენი გადელლისნი. |
7:59 |
ძენი საფატიასნი, ძენი ეტემიისნი, ძენი ფაქარატისნი, ძენი საბაიმისნი, ძენი ლეიმისნი. |
7:60 |
ყოველნი ნათანიმელნი და ძენი მონათა მათ სოლომონისანი: სამასოთხმეოცდაათორმეტ. |
7:61 |
და ესენი იყუნეს, რომელნი გამოვიდეს თელმელექით: თელასარა, ქერობე, ეროკ, ემერ და ვერ უძლეს თხრობად სახლი მამათა თჳსთა, ვერცაღა ნათესავისა თჳსისათჳს, ისრაჱლისაგანნი იყუნეს. |
7:62 |
ძენი დალაიასნი, ძენი ბუვასნი, ძენი ტობიასნი, ძენი ნეკუდასნი ექუსასორმეოცდაორი. |
7:63 |
და მღდელთა მათგანნი: ძენი ებეასნი. ძენი აკუმისნი, ძენი ელისასნი, რამეთუ მოიყვანა ცოლი ასულთა მათგან ბერზელის გალადიტელისათა და სახელ-ედვა სახელისაებრ მისისა. |
7:64 |
ამათ მოიძიეს აღწერად ნათესავთა რიცხჳსა მათისა და არა იპოვა, განიყენნეს მღდელთა მათგან. |
7:65 |
და ჰრქუა მათ ათერსასთა: ნუ ჭამედ იგინი სიწმიდისა მისგან წმიდათასა, ვიდრემდის აღდგეს მღდელი და განანათლნეს იგინი განცხადებულად. |
7:66 |
და იყო ყოველი იგი ერი კრებულისა მის ოთხი ბევრი ორ ათას და სამეოც. |
7:67 |
გარნა მონანი და მჴეველნი მათნი, რომელნი იყუნეს შჳდ ათას სამასოცდაშჳდმეტი, რომელნი იყუნეს შემსხმელნი ფსალმუნთანი, მამანი და დედანი ორასორმეოცდახუთი. |
7:68 |
და ცხენები -- შჳდასოცდაათექუსმეტ და ჯორები მათი - ორასორმეოცდახუთი. |
7:69 |
აქლემები მათი - ოთხასოცდაათხუთმეტი და ვირები მათი - ექუსი ათას შჳდასოც. |
7:70 |
და მფლობელთა მათ მამათმთავართაებრ მათ მისცეს საქმესა მას და ათერსათა მისცა ფასი ოქროსა ათასოდენ, პინაკები - ერგასის და კვართი სამღდელო - ოცდაათ. |
7:71 |
მფლობელთა მათ მამათმთავართა მისცეს ფასი საქმარად ოქრო ორი ბევრი, ვეცხლი ბევრი, ქანქარი - ორ ათას ორასი. |
7:72 |
და სახლმან მან ერმან მისცეს ორი ბევრი დრაჰკანი, და ჭურჭელი ვეცხლისა. ორ ათას ოდენ და კვართები სამღდელო სამეოცდაშჳდი. |
7:73 |
და სხდეს მღდელნი იგი ლევიტელნი და მეკარენი და შემასხმელნი ფსალმუნთანი და ერისაგანნი იგი და ნათანელნი იგი და ყოველი ისრაჱლი ქალაქებსა თჳსსა. |