9:1 |
ოცდამეოთხესა მის თთჳსასა შეკრბეს ძენი ისრაჱლისანი და იწყეს მარხვად და შთაიცვეს ძაძა და გარდაისხეს ნაცარი თავსა თჳსსა. |
9:2 |
და განეშორნეს ძენი ისრაჱლისანი ყოველთა ძეთა მათგან უცხოთესლათასა და ლხინება-ყვეს ცოდვათა მათთათჳს. |
9:3 |
დადგეს ზედა წესთა თჳსთა და იკითხვიდა ეზრა წიგნთა სჯულისა უფლისა ღმრთისათა და თაყუანი-სცა ყოველმან ერმან უფალსა ღმერთსა თჳსსა. |
9:4 |
დადგეს ადგილსა მაღალსა ლევიტელნი იგი და ისუ ისუდეკიანი და ძენი იგი კადიმელისნი: საქანია, ძე სარაბიასი, ძენი ანანიასნი და ღაღადყვეს ჴმითა დიდითა უფლისა მიმართ ღმერთისა თჳსსა. |
9:5 |
და ჰრქუეს ლევიტელთა მათ და ისუ და კადიმელ: ძმანო, აღდეგით და აქეთ უფალი ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე იყავნ ქებულ დიდებაჲ უფლისა და აღმაღლდინ ქებაჲ მისი და დიდებაჲ (და იწყო ეზრა კურთხევად უფლისა ღმერთისა და თქუა): |
9:6 |
შენ ხარ თავადი იგივე უფალი ღმერთი მხოლო, შენ შექმენ ცა და ცანი ცათანი და ყოველივე წესი მათი, ქუეყანასა, და რა არს ყოველი მას ზედა, ზღუაჲ და ყოველივე რა არს მას შინა. და შენ აცხოვნებ ყოველსა და შენ თაყუანის-გცემენ ერნი ზეცათანი, შენ გაქებენ ცანი ცათანი |
9:7 |
რამეთუ შენ მხოლო ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, შენ გამოირჩიე აბრამ და გამოიყვანე იგი ქუეყანისა მისგან ქალდეველთასა, და უწოდე მას სახელი აბრაჰამ. |
9:8 |
და ჰპოე გული მისი რწმნნებულ შენ წინაშე და დასდევ მის თანა აღთქმა მიცემად მისა ქუეყანა იგი ქანანელთა, და ქეტელთა, და ფერეზელთა, და იაბუსელთა, და გერგესელთა, და ეველთა, და ამორეველთა, და ნათესავისა მის, რომელთა მიეც უკუე და დაამტკიცენ სიტყუანი შენნი, რამეთუ მართალ ხარ შე |
9:9 |
და იხილე ჭირი იგი მამათა მათ ჩუენთა ეგჳპტეს შინა და შეგესმა ღაღადებასა მათსა ზედა ზღუასა მას მეწამულსა. |
9:10 |
და ჰყავ მათ თანა სასწაული ეგჳპტეს ფარაოს ზედა ყოველთა მონათა მისთა და ყოველსა ერსა მის ქუეყანისასა და გულისხმა-ყავ; ვითარმედ განლაღნა იგი ერსა შენსა ზედა და განადიდეს სახელი შენი მოდღენდელად დღემდე |
9:11 |
და ზღუაჲ იგი მეწამული განაპე წინაშე მათსა და განვლეს შორის ზღუასა, ვითარცა ჴმელსა და მტერნი და მდევარნი მათნი დაანთქენ უფსკრულთა შინა, ვითარცა ლოდი წყალთა შინა მრავალთა. |
9:12 |
და სუეტითა ღრუბლისათა უძღოდა მათ დღისი და ღამე სუეტითა ცეცხლისათა, რამეთუ განათლებდა გზათა მათთა, რომელსაც ვიდოდეს. |
9:13 |
და მთასა მას სინასა გარდამოჴედ და ეტყოდე მათ ზეცით და მოსცენ მათ განკითხვანი სიმართლისა შენისანი და შჯული ჭეშმარიტი და ბრძანებანი და მცნებანი კეთილნი. |
9:14 |
და შაბათნი შენნი წმიდანი ამცნობენ მათ, და მცნებანი და ბრძანებანი და სჯული მოეც მათ ჴელითა მოსესითა, მონისა შენისათა. |
9:15 |
და პური ზეცით გარდამო მოეც მათ საზრდელად და წყალი გარდამოუდინე კლდისა მისგან და ასუ მათ და არქუ მათ შესლვად და დამკჳდრებად ქუეყანასა მას, რომლისათჳს აღიღე ჴელი შენი მიცემად. |
9:16 |
და თჳთ მამანი ჩნენნი უსჯულო იქმნნეს და განლაღნეს და განიფიცხნეს ქედნი მათნი და არა მიხედეს შჯულსა შენსა და მირიდეს თუალნი შჯულსა შენსა |
9:17 |
და არა მოიჴსენეს საკჳრველებანი შენნი, რომელ ჰყვენ შენ მათ თანა, არამედ განიფიცხნეს ქედნი მათნი და ზურგნი მათნი გარეშეგაქციეს და ინებეს მოქცევად და მონებად მუნვე ეგჳპტესა შინა, არამედ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, სახიერ ხარ და სულგრძელ და დიდად მოწყალე. ქველისმოქმედ და არა სრულიად განიშორენ იგინი |
9:18 |
და მერმე იქმნეს თავისა მათისა ჴბო იგი გამობერვით და თქუეს: ესე არიან ღმერთნი, რომელთა გამოგჳყვანნეს ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით. და ყვეს დიდ-დიდი რისხვა. |
9:19 |
შენ მრავლითა წყალობითა და მოწყალებითა შენითა არა დაუტევენ, არცა განაბნიენ იგინი უდაბნოსა მას შინა და სუეტი იგი ღრუბლისა არა განაშორე მათგან, რომელი-იგი უძღოდა მათ დღისი და სუეტი იგი ცეცხლისა, რომელ განანათლებდა მათ ღამე გზითა მათითა, რომელთა ვიდოდეს. |
9:20 |
და სული შენი სახიერი, წმიდაჲ მიეც მათ, რათამცა გულისხმა-ყვეს სჯული შენი და მანანა იგი არა განაშორე პირისაგან მათისა და ასუ მათ წყალი წყურიელისა კლდისაგან. |
9:21 |
და ორმეოც წელ ავლინენ იგინი უდაბნოსა მას ზედა. სამოსელი მათი არა დაძველდა და ჴმალი მათი არა განკფდა. |
9:22 |
და დასცენ წინაშე მათსა მეფენი და ერნი და განიყუნეს ქუეყანა იგი მათი სამკჳდრებელად - ქუეყანა იგი სეონ მეფისა ესებონელთასა და ქუეყანა ოგ მეფისა ბასანისა. |
9:23 |
ძენი მათნი გახამრავლენ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და მოიყვანენ იგინი ქუეყანასა მას, რომელი-იგი აღუთქუ მამათა მათთა და დაიმკჳდრეს ესე. |
9:24 |
და შემუსრენ მათ წინაშე მკჳდრნი იგი ქუეყანისა მის ქანანელთასა და მიეც იგინი ჴელთა მათთა და მეფენი მათნი და ერნი მის ქნეყანისანი და ყვეს მათ, რა-იგი უნდა მსგავსად ნებისა მათისა და კადნიერებისა თჳსისა. |
9:25 |
და აღიხუნეს ქალაქნი მათნი მაღალნი და პოხილნი. და დაიმკჳდრნეს სახლნი სავსენი ყოვლითა კეთილითა, ჯურღმულები აღმოკუეთილები და ვენაჴები განგებულები და ზეთისხილოვანები და ყოველი ხე ნაყოფიერი კეთილი საჭმელად და განსაძღებელად მათად ჭამეს, და განძღეს და განსუქნეს და ფუფუნებულ იქმნეს საშვებელთა შინა მათთა დიდ-დიდთა, რომელ შენ მიეც მათ |
9:26 |
და განეშორნეს და განგეყუნეს შენგან და უკუნდგეს სჯულისა შენისაგან და წინასწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს, რომელნი უქადაგებდეს მათ მოქცევად შენდა მიმართ, და ყვეს გულისწყრომა დიდი შენ წინაშე. |
9:27 |
და მისცენ იგინი ჴელთა მაჭირვებელთა მათთასა და აჭირვებდეს მათ დიდ-დიდად და მაშინ ღაღად-ყვეს შენდა მიმართ ჟამსა მას ჭირისა მათისასა და შენ ზეცით გესმა მათი და მრავლითა მოწყალებითა და წყალობითა შენითა იჴსნენ იგინი და გამოიყვანენ იგინი ჴელთაგან მდევართა მათთასა |
9:28 |
და რაჟამს განისუენეს, მერმე ყვესვე შენ წინაშე უკეთურება, მისცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთასა, და ძჳრსა შეაჩუენებდეს მათ და მერმეცა ღაღადებდეს და შენ ზეცით გესმა მათი და იჴსნენ იგინი მრავლითა წყალობითა შენითა. |
9:29 |
და მერმე დასდევ წამება მათ თანა, რათამცა მოიქცეს სჯულსა შენსა, ხოლო იგინი უგულისხმონი იქმნნეს და განლაღნეს და არა ისმინეს სჯულისა შენისა, არამედ ბრძანებათა შენთა და მცნებათა შენთა შესცოდეს, რომელ-იგი შენ ჰყავ და ამცენ და უბრძანენ სიტყუანი და მცნებანი შენნი მათ, რამეთუ, რომელმან ყუნეს სიტყუანი ბრძანებათა შენთანი კაცმან, ცხონდეს მითვე, ხოლო მათ ზურგი მათი შეგაქციეს და იქმნნეს ქედ-ფიცხელ და არა ისმინნეს სიტყუანი შენნი |
9:30 |
შენ სულგრძელ იქმენ მათ ზედა, მიავლინენ საწამებელად წინაწარმეტყუელნი შენნი სულითა წმიდითა, და ესრეცა არა ვინ ისმინეს და მისცენ იგინი ერსა მას უცხოსა ქუეყანასა, რომელსა დაგლახაკნეს იგინი ფრიად. |
9:31 |
და შენ მრავლითა მოწყალებითა და წყალობითა შენითა არა დასთხიენ იგინი სრულიად და არა განიშორენ და არცა განიყენენ იგინი შენგან, და შენ ძლიერ ხარ, მოწყალე, სულგრძელ და მრავალმოწყალე. |
9:32 |
და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, ძლიერო და დიდო ყოვლისა მპყრობელო და საშინელო, მართალ ხარ და ჭეშმარიტ, დაიმარხე აღთქმა შენი და წყალობა შენი, და მიხედე სიგლახაკესა ჭირსა ჩემსა, და მეფეთა ჩუენთასა, და მთავართა ჩუენთასა, და მღდელთა ჩუენთა და წინაწარმეტყუელთა ჩუენთასა, და ყოველთა და მამათა ჩუენთასა და ერისა შენისასა, რომელ დაგლახაკნა და გუმძლავრობდეს ჩუენ ზედა მეფეთა მათგან ასურასტანისათა ვიდრე მოდღენდელად დღემდე |
9:33 |
და შენ მართალ ხარ ყოვლისათჳს, რა-ესე მოავლინე ჩუენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს, რამეთუ ჭეშმარიტად ჰყავ. |
9:34 |
რამეთუ შეგცოდეთ ჩუენ და მეფეთა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა, და მღდელთა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა და არა ვყავთ მცნება შენი, რომელ გვამცენ ჩუენ, და არცა მივხედეთ სჯულსა შენსა და წამება შენი, რომელ დასდევ ჩუენ თანა. |
9:35 |
და სახიერება შენი და კეთილნი იგი შენნი მრავალნი, რომელ მოგუცენ ჩუენ, და ქუეყანა ესე ფართო და ვრცელი და პოხილი, რომელ მომეც ჩუენ, ვერ ვაგეთ ჩუენ შენდა მონებად მას ზედა, არამედ გარემოვაქციეთ გული ჩუენი სჯულისაგან შენისა, და მიგუცენ ჩუენ ტყუეობასა ცოდვათა ჩუენთათჳს |
9:36 |
და, აჰა, ესერა, ვართ დღეს მონებასა შინა და ქუეყანა ესე, რომელ მიეც მამათა ჩუენთა ჭამად სიპოხე და საშვებელი მისი თავისუფლებით. |
9:37 |
აწ დღეს უცხონი მეფენი უფლებენ ჩუენ ზედა და შესჭამენ ამას ცოდვათა ჩუენთათჳს და შევრდომილ ვართ მონებასა დიდსა და გვიმსახურებენ ჩუენ და პირუტყუთა ჩუენთა, და უხარკობთ მათ მონებით, ვითარცა მათ ჰნებავნ, და ვართ ჩუენ იწროებასა შინა და ჭირსა შინა დიდსა დღეს ცოდვათა ჩუენთათჳს |
9:38 |
და აწ ამას ყოველსა ზედა ჩუენ დავსდებთ აღთქმასა და სარწმუნოებასა, და გურწამს სჯული შენი და ვყოთ იგი, და რა-იგი წერილ არს მათ შინა, და ესე სიტყუა წიგნითა დავამტკიცოთ და დავბეჭდოთ ჩუენ და მთავართა ჩუენთა, და ლევიტელთა ჩუენთა და მღდელთა ჩუენთა. |