11:1 |
და სხდეს მთავარნი იგი ერისანი იერუსალჱმს და წილ-იგდეს, რაჲთა ერთსა ათისაგანსა ვის ხუდეს წილი, იგი დაჯდეს იერუსალჱმს ქალაქსა სიწმიდისასა და ცხრანი იგი მივიდენ თჳთეულად ქალაქსა თჳსსა. |
11:2 |
და აკურთხნეს ერმან ესე კაცნი, რომელნი-იგი განეყენნეს და დასხდეს იერუსალჱმს. |
11:3 |
და ესე არიან მთავარნი მის ქუეყანისანი, რომელნი დასხდეს იერუსალიმს, მღდელნი, და ლევიტელნი, და ნათანიმელნი და ძენი მონათა მათ სოლომონისანი. |
11:4 |
და რომელნი სხდეს იერუსალჱმს, იყუნეს ნათესავისა მისგან იუდასთანი და ბენიამენისნი, და ესენი არიან ძეთაგან იუდასთა: ათერ, ძე ზაქარიასი, ძე სამარიასი, ძე საფატიასი, ძე მაელელისი, და ძეთაგან ფარეზისთა |
11:5 |
და მალელისა, ძე ბარუქისი, და ძე ალაზასი, ძე ოზიასი, ძე ადაიასი, ძე იორიბისი, ძე ზიქარიასი, ძე ელონისი. |
11:6 |
და ყოველნი ძენი ფარეზისნი, რომელნი დასხდეს იერუსალჱმს - ოთხასსამეოცდარვა, კაცნი ძლიერნი. |
11:7 |
ესე არიან ძენი ბენიამენისნი: სილონ, ძე მესულამისი, ძე იუვადისი, ძე ფაადასი, ძე კოვლეასი, ძე მაარისი, ძე აბელისი, ძე იესაასი. |
11:8 |
და შემდგომად მისა გებეია სელეია - ცხრაასორმოცდარვა. |
11:9 |
და იოსეს, ძე ზექრისი, მეძიებელ და ზედამდგომელ იყო მათ ზედა, იუდა, ძე ასანიასი, რომელი-იგი იყო მეორისა მისგან ქალაქისა. |
11:10 |
და მღდელთა მათ: აგდიდ, ძე იოარიბისი, იაქინ, |
11:11 |
სარია, ძე მელქიასი, ძე მესულამისი, ძე სადუკისი, ძე მარაუთისი, ძე ეტობისი. და იყო სახლები მათი მახლობელად ტაძარსა მას უფლისასა. |
11:12 |
და ძმანი მისნი, რომელნი იქმოდეს საქმესა მსახურებისასა სახლსა მას უფლისასა, იყუნეს რვაასოცდაორი, და ადა, ძე ემორისი, ძისა ფალაასისა, ძისა ამესისა, ძე ზაქარიასი, ძე ფესეურისი, ძე მელქისი. |
11:13 |
და ძმანი მისნი მფლობელნი მამათმთავარნი მათ - ორასორმეოცდაორი და ამასია, ძე ეზრიელისი. |
11:14 |
და ძმანი მისნი ძლიერნი ყოვლითურთ ასოცდარვა. და მოღუაწენი და ზედამდგომელნი მათნი ზექრიელ, რომელი-იგი იყო დიდთა მათ მთავართაგანი. |
11:15 |
და ლევიტელთა მათგან: სამეა, ძე ასუბისი, ძე ეზრომისი, |
11:16 |
და საპატაბ, და იოსაბედ. ყოველნივე სამუშაკოდ იყუნენ სახლისა ღმრთისა გარემოთა, ლევიტელნი მთავართა მიერ |
11:17 |
და ნათანიმელნი იგი: ძენი მიქესნი და იოაბ, ძე სამუისი, - ორას სამეოცდაათოთხმეტ. |
11:18 |
ყოველნივე ლევიტელნი წმიდა ქალაქსა შინა ორასოთხმოცდაოთხნი. |
11:19 |
და მეკარენი იგი აკუბ, ლეტემინ და ძმანი მისნი - ორასსამოცდაათორმეტ. |
11:20 |
და ნეშტნი ისრაჱლისაგან მღდელნი და ლევიტელნი ყოველნივე ქალაქსა შინა იუდასა სამკჳდრებელსა თჳსთა. |
11:21 |
და ნათანელნი, რომელნი ოფელასა შინა და სანასა შინა და გასპასა შინა. |
11:22 |
და მოღუაწენი და ზედამდგომელნი იგი ლევიტელთანი იერუსალჱმს: აზა, ძე განისი, ძე ასაბიასი, ძე მატთანისი, ძე მიქეასი, ძეთა მათგან ასაფისთა, შემასხმელნი მახლობელად სახლსა უფლისა ჩუენისასა. |
11:23 |
რამეთუ ბრძანება მეფისა იყო მათ მიმართ ყოფად მუნ და დაუცხრომელად მსახურებად. |
11:24 |
და ფაათია, ძე მესია ზაბილისი ზარჱსგან, ძისა იუდასი, რომელსა ჴელისაგან მეფისასა აქუნდა ყოველივე განსაგებელი. |
11:25 |
და დამკჳდრებულ იყო აგარაკსა თჳსსა და ძეთა მათგან იუდასთა, რომელნი დასხდეს კარიათარბას, დიბოს, და კაბსაელს და აგარაკთა მისთა, |
11:26 |
და ისუს, და მოლოდას, და ბეთბალედ, |
11:27 |
და ასერსავალს, და ბერსაბეს, |
11:28 |
და სიკელექს და მოგონას, |
11:29 |
და რემონს და სარას და იერმოთს, |
11:30 |
ზანოას, ოდოლას, და დაბნებსა მათსა: ლაქისს და აგარაკთა მათთა, და ზეკას და დაემკჳდრნეს ბერსაბეს ვიდრე ღელემდე ენომისა. |
11:31 |
და ძენი ბენიამენისნი: გაბაით მაქმასს, და აინ მეთიელს, |
11:32 |
ანათოთს, ნაობს, ანანიას, |
11:33 |
ასორს, რამას, გეთაიმს, |
11:34 |
ადიდეს, სებოიმს, ნებალათს, ლოთას, |
11:35 |
ონოს და ღელე შუენიერთა, |
11:36 |
და ლევიტელნი მათგანნი ნაწილნი იუდასნი და ბენიამენისნი. |