კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« II ეზრა »
II ეზრა 1
II ეზრა 2
II ეზრა 3
II ეზრა 4
II ეზრა 5
II ეზრა 6
II ეზრა 7
II ეზრა 8
II ეზრა 9
II ეზრა 10
II ეზრა 11
II ეზრა 12
II ეზრა 13

« II ეზრა 8 [BIB - xx] »
8:1 და შეკრბა ყოველი იგი ერი. ვითარცა ერთი კაცი, ურაკპარაკსა მას წინაშე ბჭესა მას წყალთასა და ჰრქუეს ეზრას, მწერალსა მას სჯულისასა, რათამცა მოიღო სჯული იგი მოსესი, რომელ-იგი ბრძანა უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან.
8:2 და მოიღო ეზრა მღდელმან სჯული იგი წინაშე კრებულისა მის, სადა-იგი შეკრებილ იყუნეს მამანი და დედანი და ყოველივე, რომელი უნდა სმენისა თთჳსთავსა მას მეშჳდისა მის თთჳსასა.
8:3 იწყო და უკითხვიდა მათ ცისკრითგან, რაჟამს აღმობრწყინდის მზე ვიდრე ექუს ჟამამდე, წინაშე მამათა და დედათა, და გულისხმა-ყოფდეს ყოველნი და ყური მიუპყრეს ყოველმან ერმან სმენად წიგნსა მას სჯულისა.
8:4 და დგა ეზრა მღდელი და მწერალი ზედა ბომონსა ძელისასა, და დგეს მის თანა მატათიას და სამეას, ანანიას და ურიას, ქელკია და მაასია მარჯუენით მისა და მარცხენით მისა - ფადია და მისაელ, მელქია და ასამ, და საბანა, ზაქარია და მოსულამ.
8:5 და რაჟამს განყუნა ეზრა წიგნნი იგი წინაშე ყოვლისა კრებულისა მის, რამეთუ იყო იგი ზედამდგომელ ყოვლისა მის ერისა. და იყო, ვითარცა განყუნა წიგნნი იგი, და დადგა ერი იგი მის წინაშე,
8:6 და აკურთხა ეზრა უფალი ღმერთი დიდი და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ! და აღიპყრნეს ჴელნი მათნი ზეცად და დამხედ თაყუანი-სცეს უფალსა ღმერთსა პირსა თჳსსა ზედა ქუეყანასა.
8:7 და ისუ და ბანეას და სარაბა, იამინ, აკუფ, სეფრაიმ, ოდა, მაასა, ელიტა, აზარია, იოსაფეთ, ანან, ფალაია და ლევიტელნი დაადუმებდენ კრებულთა სმენად შჯულისათჳს. და ერი იგი დგა თჳსად.
8:8 და წიგნი შჯულისა ღმერთისა განმარტებით და საჩინოდ აღმოიკითხეს, რათა გულისხმა-ყონ სიტყუაჲ იგი და სცნან
8:9 და თქუა ნეემი, რომელ არს ათერსათა, და ეზრა მღდელმან და მწერალმან სჯულისამან და ლევიტელნი იგი, რომელნი გულისხმა-უყოფდეს ერსა მას.
8:10 და თქუეს ყოველმან ერმან: დღე ესე დღე წმიდა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ნუ იგლოვთ, ნუცა სტირით, რამეთუ ტიროდა ერი იგი, რაჟამს ესმოდა სიტყუა იგი სჯულისა უფლისა და ჰრქუეს მათ: წარვედით და ჭამეთ და სუთ სიპოხე თქუენი და სიტკბოება თქუენ თანა და მიუძღუანეთ ნაწილნი მათ, რომელთაცა არა აქუნდეს, რამეთუ დღე ესე წმიდა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა, აწ განძლიერდით და ნუ შეაწუხებთ მათ
8:11 და ლევიტელნი იგი დაადუმებდეს ერსა მას და ეტყოდეს დუმენით და ნუ შესწუხდებით, რამეთუ დღე ესე წმიდა არს.
8:12 და წარვიდა ერი იგი ჭამად და სუმად და მიუძღუანეს, რომელთა-იგი არა აქუნდა ნაწილი მათი და ყვეს სიხარული დიდი, რამეთუ გულისხმა-ყვეს სიტყუანი იგი სჯულისანი, რომელ აღმოუკითხა მათ.
8:13 და დღესა მას მეორესა, შეკრბეს მფლობელნი იგი და მამათმთავარნი ყოვლისა მის ერისა, მღდელნი იგი ლევიტელნი, ეზრა მწერალისა სჯულისასა, რაჲთა მეცნიერ იქმნან და ისწაონ მისგან ყოველი იგი სიტყუა სჯულისა.
8:14 და პოვეს დაწერილი იგი სჯულსა მას შინა, რამეთუ იყო ბრძანებულ უფლისა ღმრთისა მიერ მოსესა, ვითარ წეს არს დამკჳდრებად ძეთა მათ ისრაჱლისათა დღესასწაულსა მას ტალავრობისასა მეშჳდისა მის თთჳსასა.
8:15 ვითარსახედცა მოასწავებდეს ნესტჳთა მით ყოველთა მათ ქალაქთა და იერუსალჱმსა შინა. და ჰრქუა ეზრა: აღვედით მთად და მოიღეთ ფურცელი ზეთისხისა და ფურცელი ხისა ძელქვისა და ფურცელი მურტისა საკუმეველთა და ფურცელი ფინიკისა და ფურცელი ბროწეულისა, და იქმნეთ თქუენ ტალავრები მსგავსად წერილისა მაგის
8:16 და განვიდა ერი იგი და მოიღეს და იქმნა კაცად-კაცადმან ეზოსა შინა თჳსსა და ეზოსა სახლისა ღმრთისა თჳსისასა და ურაკპარაკთა ქალაქისათა ვიდრე ბჭემდე ეფრემისა.
8:17 და იქმნეს ტალავრები ყოველმან ერმან კრებულისამან, რომელნი მიქცეულ იყუნეს ტყუეობისაგან მათისა და დასხდეს ტალავართა მათ შინა ყოველნი იგი, რამეთუ არა სადა ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ვიდრე დღედმდე ისო ძისა ნავესთა, და იყო სიხარული დიდი ფრიად.
8:18 და იკითხავნ იგი წიგნებსა სჯულისა ღმრთისასა დღითი დღედ, დღით პირველითგან ვიდრე დღემდე მეშჳდისა მის, და ყვეს დღესასწაული შჳდ დღე, და დღესა მერვესა დაასრულეს მსგავსად სჯულისა.

© 2010, გია შერვაშიძე