2:1 |
მეფობასა კჳროსისასა სპარსთა ზედა წელსა მას პირველსა აღესრულა სიტყუა უფლისა, რომელსა იტყოდა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისათა. |
2:2 |
და განაღჳძა უფალმან სული კჳროსისი, სპარსთა მეფისა, და უბრძნა კჳროსის და ყოველთა, რომელნი იყუნეს მეფობასა მისსა, მიწერა და თქუა: |
2:3 |
ესრე იტყჳს კჳროს, მეფე სპარსთა, გამომიცხადა მე მეფემან ყოველთა ცისკიდეთამან, უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან, უფალმან ჭეშმარიტმან. |
2:4 |
გამომიცხადა სასწაულად აღშენება ტაძრისა იერუსალჱმისა და ჰურიასტანისასა. |
2:5 |
აწ ვინცა იყოს, რომელსა თანა იყოს ნათესავთაგანი ჰურიათა, და უფალი ღმერთი იყოს მის თანა, და აღვიდენ იერუსალჱმდ ჰურიათა მათ თანა, და აღაშენეს ტაძარი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ესე არს უფალი, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს. |
2:6 |
და ყოველნივე, რომელნი-იგი თჳთეულად თჳსთა ადგილთა დამკჳდრებულ იყუნენ, შეეწინედ მათ ოქროთა და ვეცხლითა. |
2:7 |
ცხენებითა და საცხოვრითა და ყოვლითა განმზადებულებითა თჳსითა შეწირვად ტაძარსა უფლისა ღმრთისა იერუსალჱმს. |
2:8 |
და დაადგინეს მთავარნი იგი ნათესავთა და მამათა მთავართაებრ ნათესავისაებრ იუდასისა, ტომისაგან ბენიამენისი, მღდელთა და ლევიტელთა და ყოველთა, რომელთა განაღჳძა უფალმან სული მათი მისლვად აღშენებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალჱმს, რომელნი გარემოს იყუნენ. |
2:9 |
შეეწივნენ ყოველნი ოქროთა და ვვრცხლითა, ცხენებითა, საცხოვარითა და აღუთქუეს უფალსა, რაოდენი-რა შთაურდეს გონებასა. |
2:10 |
და მეფემან კჳროს მოღებად-სცა სამსახურებელი იგი წმიდა უფლისა, რომელი-იგი წარეღო ნაბოქოდონოსორს იერუსალჱმით და დაედვა სახლსა მას კერპთა თჳსთასა. |
2:11 |
მოღებად-სცა კჳროს, მეფემან სპარსთამან, და უბრძანა მიცემად სამსახურებელი იგი მითრდატს, მეფასეთა მთავარსა თჳსსა. |
2:12 |
და მიუთვალა მითრდატ და მისცა სამნასარს, მთავარსა იუდასასა. |
2:13 |
და ესე იყო რიცხჳ სამსახურებელისა მის ჭურჭელისა უფლისა: სამსახურებელი ოქროსა ათას და სამსახურებელი ვეცხლისა ათას, გუარდაკები ვეცხლისა ოცდაცხრა და საფასები ოქროსა ოცდაათ და ვეცხლისა ორ ათას ოთხასდაოცი, სხუა ჭურჭელი ათას. |
2:14 |
ხოლო ყოველი იგი ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, რომელი მოიღეს ხუთ-ათას ოთხასსამეოცდაცხრა. |
2:15 |
და მისცეს ესე ყოველი ჴელთა სამნასარისთა და გამოიღეს ყოვლით ნატყუენავითურთ ბაბილოვნით და აიღეს იერუსალჱმდ. |
2:16 |
ჟამთა მეფობისა არტაშესთა, სპარსთა მეფისა, მიწერეს მისა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ იყუნეს ურიასტანსა და იერუსალჱმს, ბალასამე, და მითრდატ, და ბელლაეს, და არითმოს, და ბელტეთემეოს და სამაელიეს მწერალი, და სხუანიცა მრავალნი მთავარნი მათ თანა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ზღჳსკიდესა მას, ქანანელნი და ტჳრელნი, ამანელნი და მოაბელნი, სამარიტელნი და სხუანი მრავალნი ადგილისმპყრობელნი, მიწერეს წიგნი სახე ესრეთ |
2:17 |
მეფესა არტაშესის, უფალსა ჩუენსა, მონანი შენნი: არაითმე და ბეთსელემ, რომელნი თაყუანის-გცემდეს შენ, და სამელიე მწერალი, და ყოველნივე თანამზრახველნი ჩუენნი გიკითხავთ, და მსაჯულნი ასურთანი და ქანანელთანი. |
2:18 |
აწმცა უწყებულ ხარ უფალი ჩუენი და მეფე ჰურიათა მათთჳს, რომელნი გამოვიდოდეს ჩემდა, მისრულ არიან იერუსალჱმდ, ქალაქსა განდგომილთასა და განმამწარებელთასა და აშენებენ მას და უბნებსა მისსა და ზღუდეთა მისთა ეგულების გამაგრება, ტაძრისა მის ნებავს აღშენება. |
2:19 |
აწ უკეთუ ქალაქი ესე აღაშენონ და ზღუდენი ამათნი აღესრულნენ, ხარკსა არა ვინ უხარკებდენ, არამედ მეფეთაცა მჴდომად აღუდგენ, |
2:20 |
რამეთუ იქადიან და ესვენ ტაძარსა მას თჳსსა. აწ კეთილ-მიჩნდა ჩუენდა, ვითარცა იზრუნა ამის საქმისათჳს |
2:21 |
უფალმან ჩუენმან მეფემან. და გამოიძიე და იხილე, რომელი-იგი დაწერეს მამათა შენთა პირველთა. |
2:22 |
და ჰპოო წერილი საჴსენებელთა და სცნა, ვითარმედ ქალაქი ესე განდგომილთა არს და მეფენი ამისნი. |
2:23 |
და ჰურიანი განდგომილ არიან და ცილფიც მკჳდრნი იგი მისნი უკუნისამდე, რომლისათჳსცა ქალაქი ესე აოჴრდა და უდაბნო იქმნა. |
2:24 |
აწ გაუწყებთ უფალსა ჩუენსა, შარავანდედსა, უკუეთუ ქალაქი ესე აიშენოს და ზღუდენი ამისნი აღემართნენ, ყოველი ჴელმწიფება და გზა ასურასტანით კერძო და ქანანით არ იყოს. |
2:25 |
მას ჟამსა მიწერა არტაშეს მეფემან ჰრათიმისა, და ბელტედიმესა, და სამაელისა, მწერლისა, სხუათაცა ყოველთა, რომელნი მკჳდრ არიან სამარიათ კერძო და ასურასტანით და ქანანით, რომელთა მიწერეს. |
2:26 |
აღმოვიკითხეთ წიგნი იგი თქუენი, რომელი მოსწერეთ ჩემდა და ვბრძანე ხილვად მატიანთა საჴსენებელთასა. და იპოვა ქალაქი ეგე დასაბამითგან უკუნისამდე მჴდომ ყოველთა მეფეთა. |
2:27 |
და ქუეყანა ულმო და ზესთამბრძოლ ყოველთა კერძო, რომელნი დამკჳდრებულან მას ზედა და მეფენი ძლიერნი და ფიცხელნი, რომელნი არიან იერუსალჱმსა, და უფლებდეს და ხარკსა მოაჴდიდეს ასურეთით და ქანანით კერძოთა. |
2:28 |
აწ, ეგერა, გიბრძანებიეს კაცთა მაგათ, რათა არა აღაშენებდეს ქალაქსა მაგას და თქუენ გულს-იდგინეთ, |
2:29 |
რათა არა უფროს აღემატოს უკეთურება მაგათი, აღუდგენ და შრომა შეამთხჳონ მეფობასა ამას ჩუენსა. |
2:30 |
და მას ჟამსა აღმოიკითხონ წიგნი იგი მეფისა არტაშესისი და რათიმე და სამაელ მწერალმან და სხუათა მრავალთა მათ თანა, და მსწრაფლ აღვიდენ იერუსალჱმდ. |
2:31 |
და არა აუფლეს ჰურიათა მათ შენებად და დააყენეს შენება ტაძრისა უფლისა იერუსალჱმს, ვიდრე მეორედ წლადმდე შარავანდედობისა დარეჰ სპარსთა მეფისა. |