5:1 |
და შემდგომად ამის ყოვლისა გამოარჩინეს ნახაპეტნი და წინამძღვარნი სახლთა ნათესავთა აღსლვად იერუსალჱმდ ცოლებით და ძეებით და ასულებით, მონებით და ყოვლით ჭურჭლებითა და საგებლითურთ მათით. |
5:2 |
და დარეჰ მისცა მათ თანა ცხენები ათას, ვიდრემდე მივიდენ და მიიწივნენ იერუსალჱმდ მშჳდობით მენოაგითურთ, ბობღნითა და ნესტჳთა, |
5:3 |
პარითა და როკვითა, და ყოვლითა სიხარულითა განუტევნა იგინი იერუსალჱმდ. |
5:4 |
და ესე სახელები არს კაცთა მათ, რომელნი აღვიდეს იერუსალჱმდ მსგავსად სახელებისა მამათა თჳსთასა ნათესავისაებრ ტომთა თჳსთა. |
5:5 |
მღდელთა მათგანნი იყუნეს ძენი ფინეზისანი, ძისა ჰარონისნი: ისუ, იოსედეკეან და იოაკიმ, რომელ იყო ზორაბაბელ სალათიელენი, თესლისა მისგან დავითის, ტომისაგან ფარეზის, ნათესავისა მისგან იუდასი, |
5:6 |
რომელიცა იტყოდა წინაშე დარეჰ მეფისა სიტყუათა მათ სიბრძნისათა მეორესა წელსა სუფევისა მისისასა თთვესა მას ნისანსა თთვესა მას პირველსა. |
5:7 |
და იყუნეს ესე ყოველნი ურიანი, რომელ განეტევნეს ტყუეობისაგან და აღვიდეს იერუსალჱმად, რომელნი წარტყუენილ იყუნეს ნაბუქოდონოსორისგან, მეფისა ბაბილოენთასა, და აღვიდეს იერუსალჱმდ. |
5:8 |
და დაემკჳდრნეს ურიასტანსა თჳთეულად ქალაქსა თჳსსა და იყუნეს წინამძღუარნი მათნი ზორაბაბელ და ისუ, იოსედეკეანი. და იყუნეს ნათესავისა მისგან მღდელთასა: ნეემი, სარიელ, ერესე, ანანია, მურთქე, ბელესარ, ასფარას, ბოროველ, ჰორომ ბანა. |
5:9 |
და ესე არს რიცხჳ ნახაპეტთა და ნათესავთა მათ და მთავართა მათთა: ძენი ფარეზისნი ორ ათას ასსამეოცდათორმეტ, ძენი საფატისნი: ოთხასსამეოცდათორმეტნი. |
5:10 |
ძენი ასერისანი: შჳდასსამეოცდაექუსი, |
5:11 |
ძენი ლეფთალემისანი, მოაბელისანი და ძეთა იუსთა და ჰროაბისთა ორ ათას რვაასდაათორმეტ, |
5:12 |
ძენი ელამისნი: ორ ათას ორასერგასისდაოთხ, ძენი ზატუნისნი: ცხრაასორმეოცდახუთ, ძენი ქორბასნი: შჳდას ერგასის, ძენი ბენიასნი: ექუსასორმეოცდარვა, |
5:13 |
ძენი ბერიასნი: ექუსასოცდასამ, ძენი არგესნი: სამ ათას სამასოცდაორ, |
5:14 |
ძენი ადომიკიმისნი: ექუსასსამეოცდაათჩჳდმეტ, ძენი ბოსორესნი: ორ ათას ექუსასდაექუს, ძენი ადინასნი: ოთხასერგასისდაოთხ, |
5:15 |
ძენი აზერ ეზეკიასნი: ოთხმეოცდაათორმეტ, ძენი ელანისნი: სამეოცდაშჳდ, ძენი აზარიასნი: ოთხასოცდაათორმეტ, |
5:16 |
ძენი დედალისნი: ექუსასოცდაათორმეტ, ძენი ანანიასნი: ასდაოც, ძენი არომისნი: სამასოცდასამ, |
5:17 |
ძენი არსიფურისნი: ასდაათორმეტ, ძენი ბეტერიასნი: სამ ათას ოთხმეოცდაათხუთმეტ, ძენი ბეთლომასნი: ასოცდასამ, |
5:18 |
ძენი ნატობობისანი: ერგასისდახუთი, ნატთასგან: ასერგასისდარვა, ბეთსამონისგან: ორმეოცდაორ, |
5:19 |
ძენი კარიათორიმისნი: ოცდახუთ, ქაფირისგან და თერონისგან: შჳდასორმეოცდარვა, ქადიასგან და ამიდასგან: ოთხასოცდაორ, |
5:20 |
კეიმარისგან და კაბესისგან: ექუსასოცდაერთ, მიაკალონისგან: ასოცდაორ, |
5:21 |
ბეტოლამისაგან: ერგასისდაორ, ძენი ნიფისისნი: ასერგასისდაექუს, |
5:22 |
ძენი კაილამოლასნი და ორნიასნი: შჳდასოცდახუთ. |
5:23 |
ძენი ერექეასნი: სამასორმეოცდახუთ, ძენი სენასნი: სამ ათას სამას ოცდაათერთმეტ და ძენი მღდელთანი, |
5:24 |
ძენი ედტუასნი, ძისა იოსიასნი: ცხრაასოცდათორმეტ, ძენი ემმერასნი: ათასერგასისდაორ, |
5:25 |
ძენი ფასურისნი: ათასორასორმეოცდაშჳდ, ძენი ქარმისნი: ათასდაჩჳდმეტ, |
5:26 |
ხოლო ლევიტელთა ძენი ისუსნი ერთ და კუდუელისნი და ბანეასნი და სუდუასნი სამეოცდაათოთხმეტ. |
5:27 |
ძენი და ასულნი და ცოლნი და ყოველნი რიცხუნი მათნი - ორმოცი ათას ორასორმოცდაორ. |
5:28 |
და რომელნი იყუნეს ნათესავისა მისგან მღდელთასა, მგალობელნი ძენი ასაფისნი ასორმეოცდარვა. |
5:29 |
და მეკარენი იგი ძენი სალამესნი, ძენი ატერარასნი, ძენი ტოლმანისნი, ძენი დაკაუბეასნი, ძენი ატეტასნი, ძენი საბეასნი და ყოველნი ესე ასოცდაცხრამეტ. |
5:30 |
და მონანი იგი მღდელთანი: ძენი ასაფასნი, ძენი ტაბალასნი, ძენი კერრასნი, ძენი სივიასნი, ძენი ფალეასნი, ძენი ლაბილისნი, ძენი აგებასნი, ძენი აკუდისნი, ძენი უტოსნი, ძენი კედაბისნი, ძენი აგაბისნი, ძენი სობომისნი, ძენი ასტანისნი, ძენი კათუვათასნი, ძენი გედდუსნი |
5:31 |
ძენი აბუისნი, ძენი გესანისნი, ძენი მისანისნი, ძენი ასაბისნი, ძენი გაზერისნი, ძენი აოზიასნი, ძენი ფანესნი, ძენი ასსონისნი, ძენი ბარიასნი, ძენი ასანისნი, ძენი მაანისნი, ძენი ნაფისნი, ძენი აკუმისნი, ძენი აქაფისნი, ძენი ასურისნი, ძენი ფარაკისნი, ძენი ბასალთისნი |
5:32 |
ძენი დედანისნი, ძენი კუუთისნი, ძენი ქარესისნი, ძენი ბარქუსისნი, ძენი სისარასნი, ძენი თომასნი, ძენი ნასასნი, ძენი ქატეფისნი. |
5:33 |
ძენი მონათა მათ სოლომონისთა: ძენი საფიოპისნი, ძენი ფარედისნი, ძენი იელელისნი, ძენი ლოდონისნი, ძენი სალიასნი, ძენი საფუვანისნი, |
5:34 |
ძენი აგიასნი, ძენი ფაქერისნი, ძენი საბიასნი, ძენი სარუთისნი, ძენი მასესნი, ძენი გასესნი, ძენი არდუასნი, ძენი სუბასნი, ძენი აფოფერისნი, ძენი ბარუდისნი, ძენი ასაფატისნი, ძენი ალონისნი. |
5:35 |
ყოველნივე მონანი მღდელთანი და მონანი სოლომონისნი ოთხასსამეოცდაათორმეტ. |
5:36 |
ესენი იყუნეს, რომელნი გამოსრულ იყუნეს ბაბილონით და თელმალეთ და თელეასიას, მთავარნი მათნი და ქართალან და ალლარ. |
5:37 |
და სხუასა ვერავინ შეუძლო აღრაცხვად: ვერცა მამათა, ვერცა ნათესავთა, რომელნი იყუნეს ისრაჱლისაგან: ძენი გალანისნი, ძენი ტუაებენასნი, ძენი ნეკედონისნი, - ექუსასერგასისდაორ. |
5:38 |
მღდელთა მათგანნი, რომელნი ჰმსახურებდეს მღდელობასა, არა იპოვნეს ძენი ნობოდიასნი, ძენი აკობისნი, ძენი კოგუსასნი, რომელთა ისხნეს ცოლნი ასულთა მათგან ბელზელისთა. |
5:39 |
და სახელ-ედვა მათ სახელად და ეძიებდეს მათ და არა პოვნეს წიგნთა ნათესავთა რიცხუსა ადგილსა განაწილებულსა. და ვითარცა არა იპოვნეს იგინი, რიცხუსა ნათესავთასა, განაშორნეს იგინი და არა მიეახლნეს მღდელობასა. |
5:40 |
და ჰრქუეს მათ ნეემი და ატარი: ნუ მიეახლებით სიწმიდესა მას, ვიდრემდის აღდგეს მღდელთმოძღუარი, რომელსა შთაეცვას განცხადებულება და ჭეშმარიტება. |
5:41 |
და იყო ყოველი ისრაჱლი ათორმეტ წლისაგან მიმართ გარნა მონათა და მჴევალთა ოთხ ბევრ სამ ათას სამასსამეოც. |
5:42 |
მონანი და მჴევალნი მათნი - შჳდ ათას სამასოცდაათჩჳდმეტ. მგალობელნი და მსახურნი - ორასორმეოცდახუთ. |
5:43 |
აქლემები - ოთხასოცდაათხუთმეტ და ცხენები - შჳდ ათას ორმეოც და ჯორები - ორასი ათას ორმეოცდახუთ და ვირები - ხუთ ათას ხუთასოცდახუთ. |
5:44 |
და მამათმთავარნი მსგავსად მამათმთავართა მათთასა მოვიდეს და შევიდეს ადგილსა მას ტაძრისა ღმრთისასა, რომელი იყო იერუსალჱმს, და აღუთქუეს აღთქმა, რათა აღემართოს ტაძარი იგი ადგილსავე თჳსსა, და წესისაებრ თჳსისა |
5:45 |
დასდებდეს საფასესა ტაძრისა მისთჳს შესაწევნელად საქმარისა მისთჳს, ოქრო - ათას ქანქარ, ვეცხლი - ხუთ ათას ქანქარი, და კვართები სამღვდელო - ას. |
5:46 |
და დაემკჳდრნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი, და ერი იგი იერუსალჱმს და ადგილთა მისთა, და მგალობელნი იგი და მსახურნი, მეკარენი იგი და ყოველი ისრაჱლი დაბნებსა და აგარაკებსა თჳსსა. |
5:47 |
და აღდგეს მეშჳდესა მას თთჳსა და ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ადგილთაგან თჳსთა, და შეკრბეს ერთბამად ფართოსა ადგილსა, ბჭესა მას პირველსა, მზისა აღმოსავლით კერძო. |
5:48 |
და განეწყუნეს ისო სედეკიან და ძმანი მისნი და ყოველნი იგი სიმრავლე მღდელთა მათ და ზორაბაბელ სალათელეანი და ძმანი მისნი და განმზადეს საკურთხეველი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რათამცა |
5:49 |
შეწირეს მას ზედა საკურთხეველსა საკუერთხი, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას მოსესსა, კაცისა მის ღმრთისა. |
5:50 |
და შეკრბეს იგინი და განეშორნეს სხუათა მათ წარმართთაგან მის ქუეყანისათა და აღმართეს საკურთხეველი შესაწირავთა ადგილსა თჳსსა, დაღათუ იყუნეს მათა მტერ წარმართნი იგი, არამედ შემწევე ეყოფვოდეს მათ ყოველნი იგი ნათესავნი მის ქუეყანისანი, და მოართუმიდეს ძღუენსა შესაწირავსა საკურთხეველად უფლისა ჟამად და ჟამად, განთიად და მწუხრ |
5:51 |
და ყვეს დღესასწაული იგი ტალავრობისა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესასა, და შესწირვიდეს მსხუერპლსა მიერ დღე, ვითარცა ბრძანებულ იყო. |
5:52 |
და ამისა შემდგომად შესწირვიდეს საკვერთხთა მათ ჟამად და ჟამად, შაბათთა, და თთვისთავთა და ყოველთა მათ წმიდათა დღესასწაულთა განაწესებდეს და აღასრულებდეს. |
5:53 |
და რომელსა-იგი ერთვე აღუთქმიდეს აღთქუმასა ღმერთსა, თთჳსა თავისაგან მეშჳდესა თთჳსათა იწყეს შეწირვად საკუერთხთა უფლისა ღმრთისა და ტაძარი იგი უფლისა ღმრთისა არღა აღშენებულ იყო. |
5:54 |
და მისცეს სასყიდელი გალატოზთა და ხუროთა და საზრდელნი მათნი, |
5:55 |
და ეგრეთვე სიდონელთა და ტჳრელთა, რათა გარდამოიღონ მათ ძელი ნაძჳსა ლიბანით. და მოიღეს ნავითა ნავთა სადგურთა მათ იოპეტისათა, ვითარცა უბრძანა და განუწესა მათ წინაწარ კჳროს, მეფემან სპარსთამან, |
5:56 |
წელსა მას მეორესა აღსლვისა თჳსისა იერუსალჱმდ, თთვესა მას მეორესა, იწყეს შენებად ტაძრისა მის ზორობაბელ სალათიელისამან და ისუ იოსედეკეანმან და ძმათა მათთა, და მღდელთმოძღუართა მათ და ლევიტელთა, და ყოველნივე რომელნი გამოსულ იყუნეს ტყუეობისა მისგან იერუსალჱმდ |
5:57 |
და დადვეს საფუძველი სახლისა მის უფლისა ღმრთისათჳს თავსა მას მეორისა თჳსასა, მეორესა წელსა აღსლვისა მათისასა ჰურიასტანად და იერუსალჱმდ. |
5:58 |
და განაწესნეს ლევიტელნი იგი ოც წლითგანნი და მიმართნი საქმესა მას მსახურებისა უფლისასა და განიწესნეს ისუ და ძენი და ძმანი მისნი (და კადმიელ, ძმა მისი, და ძენი ლუმისნი: ბაბუნ, და ძენი იოვიდასნი და ელეადეანისნი) ძმათა თჳსთა თანა. და ყოველნი იგი ლევიტელნი ერთბამად იქმოდეს საქმესა მას სახლისა უფლისასა. (და გალატოზთა მათ მაშენებელთა აღაშენეს სახლი იგი უფლისა) |
5:59 |
და განეწესნეს მღდელთმოძღუარნი იგი, და ეცვა მათ ბჭალამდისინ იგი ნოვაგითა და ნესტჳთურთ და ლევიტელთა მათ, ძეთა ასაფისთა აქუნდეს წინწილანი. |
5:60 |
და შეასხმიდეს, უგალობდეს და აკურთხევდეს ღმერთსა, ვითარცა განაწესა შესხმა ნოაგთა დავით, მეფემან ისრაჱლისამან. |
5:61 |
და დიდითა ჴელითა აკურთხევდეს და ჰმადლობდეს უფალსა ღმერთსა. ქველისსაქმე ღმრთისა და დიდებულებაჲ უკუნისამდე არს ყოველსა ისრაჱლსა ზედა. |
5:62 |
დიდითა ჴმითა ყოველი იგი ერი დაბერვიდა ნესტუებსა თჳსსა და ოხრიდეს ჴმითა დიდითა და აკურთხევდეს უფალსა, რომელმან აღმართა ტაძარი იგი თჳსი წმიდაჲ. |
5:63 |
და მოვიდეს და შევიდეს მღდელთმოძღუარნი იგი და ლევიტელნი, რომელნი-იგი იყუნეს მთავარ და წინამძღუარნი მთავრობისა მისებრ მამათა თჳსთასა, რომელთა ეხილვა ტაძარი იგი უწინარეს ამისსა ბუნებისა, |
5:64 |
დიდითა ჴმითა და ტირილითა და მრავლითა ნესტუებითა და სიხარულითა დიდითა, |
5:65 |
რამეთუ არა ესმოდა სიმრავლესა მას ჴმაჲ იგი ნესტჳსა ჴმითა მით ტირილისა მისგან ერისასა, დაღაცათუ მრავალ იყუნეს, რომელნი ჰბერვიდეს ნესტუებსა მას. მიიწეოდა ჴმაჲ იგი შორიელთა ადგილთა. |
5:66 |
და ესმა ჴმაჲ იგი მტერთა მათ ნათესავისა მის იუდასთა და ბენიამენისთა და მოვიდეს ხილვად და გულისხმის-ყოფად, ვითარმედ რამე არს ჴმაჲ იგი ნესტჳსა მის. |
5:67 |
და გულისხმა-ყვეს, ვითარმედ გამოსრულნი იგი ბაბილონით ტყუეობისაგან აშენებენ ტაძარსა მას უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა. |
5:68 |
და მოუჴდეს ზორაბაბელს და ისუს იოსედეკეანსა და სხუათა მათ მთავართა, მამათა მთავართა და ჰრქუეს მათ: ვაშენებდეთ ჩუენცა თქუენ თანა ტაძარსა უფლისასა, |
5:69 |
ვითარცა თქუენ, ეგრეცა ჩუენ ვისმინოთ უფლისა ღმრთისა თქუენისა, რამეთუ ჩუენცა გუწადოდა გამოსლვა ეგე თქუენი მიერ დღითგან, ვინათგან წარგუტყუენვა სალმანასარ მეფემან ასურასტანისამან, და მოგვიყვანნა და დაგვამკჳდრნა ჩუენ აქა. |
5:70 |
და ჰრქუეს მათ ზორაბაბელ და ისუ იოსედეკეანმან, სხუათა მათ მამათმთავართა ისრაჱლისათა: არა წეს არს ჩუენდა და თქუენდა შენებად სახლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა. |
5:71 |
და ჩუენ ვაშენოთ ტაძარი უფლისა ღმრთისა, ვითარცა მიბრძანა კჳროს, მეფემან სპარსთამან. |
5:72 |
რამეთუ ესე ნათესავნი იყუნეს, რომელნი ზიარ იყუნენ მტერთა მათ იუდასთა, რომელნი იგი აყენებდეს შენებად. |
5:73 |
ჟამთა მათ კჳროს მეფისათა, რამეთუ უბრძანა მან შენება ტაძრისა მის ცხორებასა თჳსსა და შემდგომად სიკუდილისა მისისა. და აღაშენეს ათორმეტ წელ, ვიდრე მეორედ წლადმდე დარეჰისა. |