კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« III ეზრა »
III ეზრა 1
III ეზრა 2
III ეზრა 3
III ეზრა 4
III ეზრა 5
III ეზრა 6
III ეზრა 7
III ეზრა 8
III ეზრა 9

« III ეზრა 4 [BIB - xx] »
4:1 და იწყო სიტყუად მეორემან, თქუა ძლიერებისათჳს მეფისასა:
4:2 ჵ კაცნო, ანუ არა განძლიერებულ არიან კაცნი და უპყრიეს მათ ზღუა და ჴმელი და ყოველივე, რომელ არს მას შინა?
4:3 ხოლო მეფენი ძლიერებით უფლებენ ყოველსა ქუეყანასა ზედა, და თქვის და ბრძანის, და ადრე ყვიან (და თუ უბრძანის ბრძოლად მოყუასსა მოყუსისა თჳსისა, ვერ გარდაჴდის ბრძანებასა).
4:4 და თუ წარავლინის ღუაწლსა მტერთა მიმართ, და წარვიდიან და ადრე ქმნიან მანქანანი მათნი, ზღუდენი და გოდოლნი დაამჴუნიან.
4:5 და მოკლნიან და მოკუდებიან, და ბრძანებასა მეფისასა ვერ გარდაჴდიან, და თუ ერევიედ, ყოველივე კეთილი მოართჳან მეფესა.
4:6 და არა ხოლო ერისაგანნი მოღუაწენი, არამედ მუშაკნიცა, რომელნი ქუეყანასა იქმედ, რაჟამს დასთესიან და მკიან, ნაყოფი იგი თჳსი მოართვიან მეფესა და მერმე ხარკისმომჴდელთა ჰმძლავრიან სოფელსა და მოჴადიან ხარკი სამეფო.
4:7 და მეფენი ხოლო განძლიერებულნი უფლებენ მას ზედა და თუ უბრძანის მოკლვა, მოკლიან და თუ ცხორებად, აცხოვნიან,
4:8 და თუ აშენებად, ააშენიან,
4:9 და თუ დარღუევად, დაარღჳვიან და თუ დანერგვად დანერგიან.
4:10 და ყოველი სოფელი მეფისა ძლიერებისა ბრძანებასა ისმენნ და თუ მეფესა რაცა უნებნ, ქმნის და განსუენებულად ზინ სავენაჴესა, და ჭამნ და სუამნ და ეძინის.
4:11 და სხუანი ყოველნი გარემოს ჴუმილვედ მის და ბრძანებასა მისსა ელიედ და არა უფლიედ ნებასა მისლვად და საქმედ, და ვერცა იკადრიან და გარდაჴდიან ბრძანებასა მეფისასა.
4:12 აწ, ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არს მეფე, რომლისა სიტყუა ბრძანებისა თჳსისა ესრეთ განძლიერებული უფლებს ყოველთა ზედა? ესე ვითარცა თქვა და დადუმნა.
4:13 და მესამემან თქუა ძლიერებისათჳს დედათასა და ჭეშმარიტებისათჳს, ესე არს ზორობაბელი, იწყო სიტყუად და თქვა:
4:14 ჵ კაცნო, უკუეთუ დიდ არს მეფე, ანუ სხუანი მრავალნი კაცნი და ანუ ძლიერ არს ღჳნო, ვინ არს, რომელსა უძლევიეს, დაუპყრიეს და უფლებს ყოველთა ზედა?
4:15 და არა უკუე დედათა, რამეთუ დედანი არიან, რომელთაგან იშუნეს მეფენი და ყოველნი კაცნი, რომელნი უფლებენ ზღუასა ზედა და ჴმელსა.
4:16 მათგანნი იშუნეს და განზარდნეს დედათა მუშაკნი, რომელთა დასხეს ვენაჴნი, ვინა იყოფის ღჳნო.
4:17 იგინი არიან, რომელთა უქმნიან სამოსელი მამათა და მათ გამო შეიმკობიან და იდიდებიან კაცნი და ვერა ეგების თჳნიერ მათისა ყოფა კაცთა.
4:18 და თუ შეიკრიბიან ოქრო და ვეცხლი და ყოველი სიმრავლე, და იხილიან დედაკაცი ქმნულკეთილი,
4:19 მიიქციან მისა, და აღუტკბედ პირი და შეხედვედ მას და ყოვლითა ნიჭითა მათითა ჰყუარობედ მას უფროს ოქროსა და უფროს ვეცხლისა და ყოვლისა საშუებელისა.
4:20 და დაუტევის მამა და დედა თჳსი, რომელთა შუნეს და განზარდნეს იგინი, და სოფელი თჳსი და მისდევნ კვალსა ცოლისა თჳსისასა.
4:21 და ესრეთ შეეყჳს მას და ერთ სულ იქმნის მის თანა და არა მოიჴსენის მამა თჳსი და არცა დედა თჳსი და არცა სოფელი თჳსი.
4:22 და ამისგან წეს არს თქუენდა ცნობად, ვითარმედ უფლებენ თქუენ ზედა ცოლნი თქუენნი, რამეთუ ყთველსავე რასა იქმთ და შურებით, მიიღით და მისცით ცოლთა თქუენთა.
4:23 და შეიბის კაცმან მახჳლი თჳსი და წარვიდის იგი შორსა გზასა, თუ შე-რა-იძინის, ანუ მოიავაზაკის, ანუ ზღუასა შინა გინა მდინარეთა ვალს.
4:24 გინა მჴეცთა შეემთხჳის, გინა თუ ბნელსა შინა ვალნ, რაჟამს იპარის და მოიტაცის, და ყოველსა ჭირსა განვლის, მოვიდის, მიართვის ყოველი იგი ნაშრომი ცოლსა თჳსსა,
4:25 რამეთუ უფროს უყვარს კაცსა ცოლი თჳსი, ვიდრე მამა-დედა თჳსი.
4:26 და მრავალნი შესულბეს გონებითა თჳსითა და ცოლთა თჳსთათჳს შევარდეს მონებასა.
4:27 და მრავალნი მიეცნეს წარსაწყმედელად, მოსწყჳდეს და შესცდეს და შევარდეს დიდსა ცოდვასა დედათაგან.
4:28 და აწცა არა გრწამს ჩემი, არცაღა დიდსა მაგას შარავანდოსანსა თავსა თჳსსა უფლიეს და ყოველსა კაცსა არა უფლიეს მიახლებად მაგისა.
4:29 და ვხედევდ მე ასულსა ხარჭისა მის მეფისასა, რამეთუ ჯდა მარჯუენით მეფისა.
4:30 და აჰჴადა შარავანდი თავსა მაგისსა და დაიდგა თავსა თჳსსა, და სცა ყურიმალსა მეფისასა.
4:31 და ამისთჳს გული არა განუწყრა მეფესა, არამედ პირი აიმტკმო და შეხედვიდა მას, და თუ იცინინ, იგიცა მის თანა იცინინ და, თუ მწუხარე არნ, მეფე ექენებინ ვიდრემდის განმხიარულდა იგი.
4:32 აწ, ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არიან დედანი, რომელნი ამას ყოველსა იქმან?
4:33 და მას ჟამსა მეფე იგი და დიდ-დიდნი, რომელნი მის თანა იყუნეს, იწყეს ხედვად კაცმან მოყუსისა მიმართ თჳსისა. და იწყო სიტყუად ზორობაბელ ჭეშმარიტისათჳს და თქუა:
4:34 ჵ კაცნო, არამე ძლიერ არიან დედანი? დიდ არს ქუეყანა, მაღალ არიან ცანი, მალედ რბის მზისთვალი, რამეთუ აქუს მას სრბა კამარისმსგავსსა მას კარავსა ცისასა და მერმე მეყსეულად განფრინდის, და მიიწიის ადგილსა თჳსსა ერთსა დღესა.
4:35 ანუ არამე დიდ არს იგი, რომელმან ესე ყოველი შექმნა? ნანდვილვე ჭეშმარიტებაჲ დიდ არს და ძლიერ უფროს ყოველსა.
4:36 და ყოველი ქუეყანა შეევედრების ჭეშმარიტებასა, და ცანი აკურთხევენ ჭეშმარიტებასა, და ყოველნი საქმენი იძრვიან და ძრწიან მის წინაშე და არა არს ჭეშმარიტებასა თანა სიცრუე არცა ერთ.
4:37 უწესო არს ღჳნო, უწესო არს მეფე, უწესო არიან დედანი, უწესო არიან ყოველნი ძენი კაცთანი, უწესო არიან ყოველნი საქმენი მათნი, და არა არს მათ თანა ჭეშმარიტება და უწესოებით წარწყმდიან.
4:38 ხოლო ჭეშმარიტება დგას და ჰგიეს და ძლიერ არს უკუნისამდე და ცხოველ არს და უპყრიეს ჴელმწიფობა მისი უკუნითი უკუნისამდე.
4:39 და არა არს მის თანა თუალთ-ხუმა და არა სადა იცვალების, არამედ იქმს სიმართლესა, განშორებულ არს მისგან უსჯულოება და უკეთურება და ყოველნი საქმენი ჭეშმარიტებისანი სათნო არიან ყოვლითავე.
4:40 და არა იპოების სასჯელისა მისისა სიცრუე, რამეთუ ჭეშმარიტება არს ძლიერებაჲ მეფეთა და ჴელმწიფება და სიმდიდრე და არს კურთხეულ უფალი ღმერთი ჭეშმარიტებისა.
4:41 ესე თქუა და დადუმნა სიტყჳსაგან და ყოველმან კრებულმან მას ჟამსა ჴელითა დიდითა ღაღად-ყვეს და თქვეს: დიდ არს ჭეშმარიტება, მძლე არს და ძლიერ.
4:42 მას ჟამსა მეფემან ჰრქვა: ითხოვე, რაცა გნებავს და მიგცე შენ უფროს დაწერილისა მაგის, რამეთუ იპოვე ბრძენი უფროს ყოვლისა და შემდგომსა საყდარსა ჩემსა დასჯდე, ნათესავად ჩემდა სახელ-გედვას.
4:43 მაშინ ჰრქუა ზურობაბელ მეფესა: მოიჴსენე აღთქმა იგი, რომელ აღუთქუ აღშენებისათჳს იერუსალჱმისა დღესა მას, რომელსა მოიღე შარავანდობა ეგე შენი და სთქუ,
4:44 ვითარმედ: ყოველი ჭურჭელი და სამსახურებელი იერუსალჱმისა მუნვე მივაქციო, რომელი-იგი განაშორა და გამოარჩია კჳროს, რაჟამს დასცა ბაბილოვანი და აღუთქვა მან სამსახურებელი იგი უფლისა კუალად-გებად.
4:45 ეგრეცა შენ, მეფე, აღუთქუ აღშენებად ტაძრისა მის უფლისა, რომელი-იგი მოიცვეს ედომელთა, რაჟამს უდაბნო-ყვეს ჰურიასტანი ქალდეველთა.
4:46 და აწ გევედრები შენ, უფალო ჩემო მეფე, და ვითხოვ შენგან, რათა ესე დიდი ნიჭი მომმადლო მე და ამისთჳს გევედრები შენ, აღასრულე აღთქმა ეგე, რომელ აღუთქუ მეფესა მას ცისასა და ყავ ეგრესახედ, ვითარცა აღმოჴდა პირისა შენისაგან.
4:47 მას ჟამსა აღდგა დარეჰ მეფე და ამბორს-უყო ზორაბაბელს და დაუწერა მას წიგნები ყოველთა მიმართ სოფლისმპყრობელთა და მფლობელთა და ერისთავთა და უფლებასა, რათა წარგზავნონ იგი, რომელნი მის თანა იყუნეს მისლვად და აღშენებად იერუსალჱმისა.
4:48 და ყოველთა მფლობელთა ასურასტანით კერძო და ფინიკიანთ, რომელნი არიან ლიბანით კერძო, მიწერა მათა წიგნი, რათა გარდმოიღონ ნაძჳსძელი ლიბანით იერუსალჱმდ და აღაშენონ ზორაბაბელითურთ ქალაქი იგი.
4:49 და მიწერა ყოველთა მიმართ ჰურიათა, რომელნი-იგი განსრულ იყუნეს მეუფებასა მისსა და განათავისუფლნა იგინი ხარკისაგან და ჰრქუა ყოველთა მათ ძლიერთა და უფლებასა და მფლობელთა და სოფლისმპყრობელთა: ნუმცა ვინ ხარკისათჳს მიადგების კართა მათთა.
4:50 და ყოველი ადგილი, რაოდენიცა უპყრიეს უხარკოდ, თავისუფალმცა არს და ყოველთა იდუმელთა უკუნსცედ სოფლები და ადგილები, რომელ ეპყრა ურიათა.
4:51 აღსაშენებელად ტაძრისა მისთჳს მისცედ სამეუფოთა წელიწადსა ოცი ტალანტი, ვიდრემდის აღაშენონ ტაძარი იგი.
4:52 და საკურთხევლისათჳს საკვერთხელთასა მისცენ ყოველთა დღეთა, ვითარცა წერილ არს შჯულსა შჳდეული და ათეული დაუბრკოლებელად შეწირვად და სხუაცა ათი ტალანტი წელიწადსა.
4:53 და ყოველნი, რომელნი აღვიდენ იერუსალჱმად, აღაშენონ ქალაქი იგი და არიანმცა თავისუფალ და უხარკო თჳთ და ნათესავნი მათნი და ყოველნი მღდელნი.
4:54 და უბრძანა დაწერად და მიცემად ყოველი საღვაწი და კვართები მღდელთა მათ, რომელნი აღასრულებდეს მსახურებასა მას უფლისასა.
4:55 და ლევიტელთა მათ დაუწერა როჭიკი მიმუნდღედმდე, ვიდრემდის აღასრულონ ტაძარი იგი უფლისა და იერუსალჱმი აღაშენონ.
4:56 ყოველთა, რომელნი სცვიდეს ქალაქსა მას, მიწერა მიცემად მათა სამკჳდრებელი ქუეყანისა მის და როჭიკი მათი.
4:57 და წარუძღუანა ყოველი იგი ჭურჭელი სამსახურებელი ტაძრისა მის, რომელი-იგი გამოიღო კჳროზ ბაბილოვნით და ყოველი, რაცა თქუა კჳროზ, დარეჰ იგი აღასრულა და მიუძღვანა ყოველი იგი სამსახურებელი უფლისა.
4:58 და რაჟამს გარეგამოვიდა მეფისა მისგან ზურობაბელ, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად იერუსალჱმდ კერძო და აკურთხა უფალი მეუფე ცისა.
4:59 და თქვა: შენ მიერ არს სიბრძნე და შენ მიერ არს ძლიერებაჲ და შენდა შვენის დიდებაჲ და მე მონა შენი ვარ.
4:60 და გაკურთხებ შენ, რომელმან მე მომეც სიბრძნე და გმადლობ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
4:61 და მოიღო წიგნები იგი და წარვიდა და მოვიდა და შევიდა ბაბილოვნად და მიუთხრნა ყოველნი ძმათა თჳსთა.
4:62 და აკურთხევდეს ღმერთსა მამათა თჳსთასა, რამეთუ მომადლა მათ ფართოება და განტევება მათთჳს,
4:63 რათა მივიდენ და აღაშენონ იერუსალჱმი და ტაძარი იგი უფლისა, რომელსა ეწოდა სახელი მისი მის ზედა. და ყვეს სიხარული დიდი ყოვლით მენოაგითურთ შჳდ დღე.

© 2010, გია შერვაშიძე