7:1 |
მაშინ სისინი მთავარმან და დიდმან, რომელი-იგი იყო ასურეთით კერძო და ფინიკიათ, და სათრაბუზან და სხუანი მოყუასნი მათნი, რომელ აყენებდეს საქმესა მის ტაძრისასა, რაჟამს მოიღეს ბრძანება დარეჰ მეფისაგან, |
7:2 |
იწყეს ზედადგომად და ზრუნვიდეს საქმისა მისთჳს და ექმნეს საქმისა მოდგამთა მოხუცებულთა მათ ჰურიათასა და მღდელთმოძღუართა. |
7:3 |
და განემარჯვებოდა საქმე იგი ტაძრისა მის, და რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია. |
7:4 |
და აღასრულეს ტაძარი იგი ბრძანებისა მისებრ უფლისა მიერ ღმრთისა ისრაჱლისასა და ბრძანებისაებრ და ნიჭისა კჳროსისა და დარეჰისა და არტაშერსისა, მეფისა სპარსთასა, წელსა მას მეექუსესა დარეჰ მეფისასა. |
7:5 |
აღესრულა ტაძარი იგი წმიდაჲ მირაკნისასა, მეოცესა თთჳსა ადარისასა, მეექუსესა წელსა შარავანდედობასა დარეჰისასა. |
7:6 |
და ყვეს ძეთა მათ ისრაჱლისათა და მღდელთა და ლევიტელთა ყოველთა მათ გამოსრულთა ტყუეობისაგან, ვითარცა განწესებულ და ბრძანებულ იყო წიგნთა სჯულისა მოსესთა. |
7:7 |
და შეწირეს სატფური იგი სახლისა უფლისა: ზუარაკები ას, და ვაცები ორას, და კრავები ოთხას |
7:8 |
და წელიწდეულნი ცოდვათათჳს ყოვლისა ისრაჱლისათა თორმეტ, რიცხჳსა მისებრ ტომთა და მთავართა მათ ისრაჱლისათა. |
7:9 |
და განეწყუნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი ნათესავთა მათებრ და ეცვა მათ ბრჭალამდისი იგი წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ბრძანებულთაებრ წიგნთა მოსესთა და მეკარენი იგი თჳთვეულად კართა. |
7:10 |
და ყვეს ძეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან, ზატიკი იგი უფლისა მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, რამეთუ განწმიდეს მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი ყოვლითურთ ერთბამად. |
7:11 |
და ყოველნი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან. და ვითარცა განწმიდნეს ლევიტელნი იგი, |
7:12 |
ყვეს ზატიკი იგი უფლისა ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი-იგი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან ძმათა თჳსთა, და თჳთ მღდელთა მათ. |
7:13 |
და ჭამეს ძეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან მათისა ყოველნივე, რომელნი განეშორნეს ბილწებისა მისგან წარმართთასა, და რომელთა გამოიძიეს უფალი ღმერთი. |
7:14 |
და ყვეს ზატიკი იგი ბალარჯობისა შჳდ დღე და იხარებდეს წინაშე უფლისა. |
7:15 |
რამეთუ გარემიაქცია უფალმან ზრახვა მეფისა მის ასურთასა მათა მომართ და განაძლიერნა ჴელნი მათნი საქმესა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა. |