1:1 |
წიგნნი სიტყუათა ტობისნი, ძისა ტობელისნი, ძისა ანნიასნი, ძისა ანაველისნი, ძისა გაბაელისნი, ნათესავისაგან ასერისი, ტომისაგან ნეფთალემისი, |
1:2 |
რომელი წარიტყუენა დღეთა სალმანასარ მეფისა ასურასტანისათა თეზბეთ, რომელ არს მარჯუენით კერძოსა ნეფთალიმისი, გალილეას ზემო კერძო ასეირსა. |
1:3 |
ტობი გზათა ჭეშმარიტებისათა, ვიდოდა და სიმართლისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, და მოწყალებანი და ქველის-საქმენი მრავალნი ქმნა ძმათა მიმართ მისთა და ნათესავთა მისთა, რომელნი თანა იყვნეს სოფლად, ასურასტანელთა ნინევედ. |
1:4 |
ოდეს იყო უჭაბუკეს ყოველთა ყრმათა შორის ნათესავთა ტომისაგან ნეფთალიმისა, არა იქცეოდა ვითარცა ჭაბუკნი, არამედ ვითარცა მოხუცებული. |
1:5 |
რამეთუ ყოველნი ტომნი, რომელნი თანა განდგეს და სახლი ნეფთალიმისი, მამისა მისისანი, უზორვიდეს ჴბოსა ბაალისასა ოქროსასა, რომელი ქმნა იორობოამ, მეფემან ისრაჱლისამან, და მაღალთა ზედა ყოველთა მთათა ზედა, |
1:6 |
და ხოლო ტობი მარტო მივიდის მრავალგზის იერუსალჱმდ დღესასწაულთა, ვითარცა წერილ არს ყოვლისათჳს ისრაჱლისა ბრძანებითა საუკუნეთა, პირველთა ნაყოფთასა და ათეულთა ნაყოფისათა, და პირველ ნარისუავი ცხოვართა მიიღის და მისცის იგი მღდელთა, ძეთა აჰრონისთა, საკურთხეველსა და ყოველთა ნაყოფთა ათეულსა მისცემდის ძეთა ლევისთა, რომელნი ჰმსახურებდეს იერუსალჱმს, |
1:7 |
და მეორე ათეული დაჰყიდის და მივიდის, შეამსახურის იერუსალჱმს თჳთეულსა წელიწადსა. |
1:8 |
ხოლო მესამე ათეული მისცის, ვიეთა-იგი ჯერ-არნ, ვითარცა-იგი ჯერარს, ვითარცა-იგი ამცნო მას დებორა, მამისდედამან მისმან, რამეთუ ობოლი დაშთა მამისაგან თჳსისა. |
1:9 |
და ოდეს იქმნა მამაკაც, მოიყვანა ანნა ცოლად ნათესავისაგან მამისა მისისა და ესვა მისგან ტობია. |
1:10 |
და სიყრმითვე ასწავლიდა შაშთა ღმრთისათა და ყოველთა ცოდვათა განშორებასა. |
1:11 |
და რაჟამს წარიტყუენნეს ნინევად, ყოველნი ძმანი და ნათესავისაგანნი ჭამდეს პურსა წარმართთასა. |
1:12 |
ხოლო მან დაიცვა სული თჳსი ჭამისაგან, რამეთუ მოეჴსენა მას ღმერთი ყოვლითა გულითა. |
1:13 |
და მისცა მას მაღალმან მადლი და ხატოვნება წინაშე სალმანასარ მეფისა და იყო მისა ვაჭარი. |
1:14 |
და მიეცა მას ჴელმწიფება, სადაცა ენება წარსლვა, და თავისუფლება, რაჲთა ენება ქმნად. |
1:15 |
და მივიდის ყოველთა ტყვეთა თანა და ნუგეშინის-ცემდის. |
1:16 |
როგუელისა ქალაქთა ხუარკეთისათა პატივ-სცეს და მოსცეს ათი ტალანტი ვეცხლი. |
1:17 |
და მუნ კრებულთა შორის გაბაელ იხილა დავრდომილი და ვედრი დადვა ვეცხლისა მის თანა და მოუღო ჴელით-წერილი. |
1:18 |
და ოდეს მოკუდა სალმანასარ, მეფობდა სენაქერიმ, ძე მისი, მის წილ და გზანი მისნი შფოთ იყვნეს და ვერღარა იკადრებდა მისლვად ხუჟიკეთა. |
1:19 |
და დღეთა სალმანასარისთა მოწყალებასა მრავალსა ჰყოფდა ძმათა ჩუენთათჳს. |
1:20 |
პურსა მისსა ცემდის მშიერთა და სამოსელსა შიშველთა, უკუეთუ სადა ვინ იხილის ნათესავისა ჩუენისაგანი მომკუდარი და განგდებული უკანა კერძო ზღუდესა ნინევისასა, დაჰფლევდის მათ, და რაოდენთა მოსწყუედდა სენიქერიმ მეფე. |
1:21 |
მო-რა-ვიდა სენაქერიმ სივლტოლით ჰურიასტანით, დაჰფლევდის მათ პარვით, რამეთუ მრავალნი მოსრნა გულისწყრომით და ეძიებდა მეფე გვამებსა მათსა და არა იპოვა. |
1:22 |
მი-ვინმე-ვიდა ნინეველი და უთხრა მისათჳს მეფესა, ვითარმედ იგი დაჰფლევდა მკუდრებსა მას და დაემალა, რამეთუ აგრძნა, ვითარმედ ეძიებს მას მოკლვად, შეეშინა და ივლტოდა და აღჭრეს ყოველი ნაყოფი მისი. |
1:23 |
და არა რა დაშთა მის თანა თჳნიერ ხოლო ანნასა, ცოლისა მისისასა, და ტობიასა, ძისა მისისასა. |
1:24 |
და არღარა წარსულ იყვნეს ერგასისნი დღენი და მოკლეს იგი ორთა ძეთა მისთა და წარივლტოდეს იგინი და წარვიდეს მთათა არარატით კერძო და მეფობდა ასარდან, ძე მისი, მის წილ. და დაადგინა მან აქაიაქაროს, ძე ანაელისი, ძმისწული თჳსი, ყოველთა ზედა რჩეულთა სამეუფოსა მისისათა და ყოველთა ზედა განსაგებელთა მისთა და ევედრა აქიაქაროს მისთჳს მეფესა. |
1:25 |
და მოვიდა ნინევად, რამეთუ იქიაქაროს იყო ღჳნისმნე და ბეჭედსა ზედა გამგებელ და სიტყჳსმყოფელ, სამწიგნობრესა მწერალ; და დაადგინა იგი საკერდონსორ შემდგომად თჳსა, ხოლო იყო იგი ძმისწული მისი. და ოდეს მოვიდა სახიდ მისად და მისცეს მას ანნა, ცოლი მისი, და ტობია, ძე მისი. |