3:1 |
და დარეჰ მეფემან ყო სიხარული დიდი და მოუწოდა ყოველთა მთავრებსა თჳსსა, შვილთა თჳსთა და ყოველთა დიდ-დიდთა მიდთასა და სპარსთასა, ქალდეველთასა. |
3:2 |
და ყოველსა უფლებსა და ერისთავთა და სოფლისმპყრობელთა მათ თანა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპედმდე. და იყუნეს მთავრები იგი ასოცდაშჳდ. |
3:3 |
ჭამეს და სვეს, და განძღეს და მხიარულ იქმნენ, რაჟამს ოხჭანი იყო, დარეჰ მეფე შევიდა სასუენებელად და აჴდა საგებელსა თჳსსა და დაიძინა. |
3:4 |
მას ჟამსა სამნი იგი სენაკაპანნი მისნი, ვიდრე მეფესა ეძინა და იგინი სასუენებელსა მას შინა ეკრძალებოდეს და ჴუმილვიდეს და სიტყუად იწყეს ურთიერთას და თქუეს: |
3:5 |
მოდით, თჳთეულად ვთქუათ სიტყუა ერთი, რომელმან უბრძანის და უძლიერეს თქუას მოყუასთა თჳსთა, უფროს მისცეს დარეჰ მეფემან ნიჭი დიდი და განადიდოს და სახელოვან-ყოს იგი უფროს ყოველთასა. |
3:6 |
და ძოწეული შთააცვას მას და ოქროსა სამსახურებელითა ჭამდეს და სმიდეს, და ზედა ოქროსაგებელთა დაწვეს და დაიძინოს. და აღსვან იგი საჴედარსა ოქროსაღვირედსა და ხორი ბეჰეზისა დაადგან შარავანდედი და შეაბან მანიაკი ოქროსა ყელსა მისსა. |
3:7 |
და მეორესა საყდარსა დარეჰისასა დაჯდეს სიბრძნისა მისისათჳს და ნათესავად დარეჰისად სახელ-ედვას. |
3:8 |
და მაშინ თჳთეულად დაწერნეს სიტყუანი თჳსნი, შეაბეჭდეს, და დადვეს სასთუნალით კერძო დარეჰ მეფისა, და თქუეს: |
3:9 |
რაჟამს აღდგეს, მიუპყრათ დაწერილი ესე, და იკითხოს მეფემან და მთავართა სპარსეთისათა, და რომლისა იპოოს სიტყუა უბრძნეს, მას მისცედ ძლევისა იგი პატივი. |
3:10 |
და დაწერა პირველმან და თქუა: ძლიერ არს და მძლე უფროს ყოვლისა ღჳნო. |
3:11 |
და დაწერა მეორემან და თქუა: მძლე არს და უძლიერეს უფროს ყოვლისა შარავანდოვანი. |
3:12 |
და მესამემან დაწერა და თქუა: მძლე არიან და უძლიერეს უფროს ყოვლისა დედანი და ყოველსა სძლის ჭეშმარიტებამან. |
3:13 |
და რაჟამს განიღჳძა მეფემან, მოიღეს წერილი იგი და მისცეს მეფესა და აღმოიკითხა. |
3:14 |
და წარავლინა და მოუწოდა ყოველთა მთავართა სპარსეთისათა და უფლებასა, სპასპეტებსა და სოფლისმპყრობელთა და მფლობელთა. |
3:15 |
და დაჯდა ადგილსა, სადაცა შეემთხჳნეს მას ყოველნი და აღმოიკითხეს წიგნი იგი ყოველთა წინაშე. |
3:16 |
და თქუა მეფემან: მოუწოდეთ აქა სენაკაპანთა და მათ განგჳმარტენ სიტყუანი თჳსნი და ვითარცა მოუწოდეს, შეიყვანეს წინაშე. |
3:17 |
და ეტყოდეს მათ: ყოველნივე გჳთხართ ჩუენ დაწერილნი. და იწყო სიტყუად პირველმან, რომელმან-იგი თქუნა ძლიერებისაგან ღჳნისასა. |
3:18 |
და თქუა ესრეთ: ჵ კაცო, ვითარ არა ძლიერ არს ღჳნო, რამეთუ ყოველთა კაცთა, რაოდენთა სვიან, შესულიბნის გონებანი. |
3:19 |
მეფეთა და გლახაკთა ერთ ყვის გონება, ეგრეცა უფლისა და მონისა, მდიდრისა და მკოდოვისა. |
3:20 |
და ყოველთა გონება დრიკის და გარდააქცივის სიხარულად, და არა მოიჴსენიან მწუხარება და სალმობა. |
3:21 |
რამეთუ ყოველთავე გონება აღავსის მხიარულებითა და სიმდიდრითა. |
3:22 |
და არა მოიჴსენნეს მეფენი და მთავარნი და ატყუებნ დიდ-დიდთა, და რაჟამს დაითურის, არა მოიჴსენის მეგობარნი და ძმანი და მტერნი და მრავალჯერ მახჳლიცა იჴადის. |
3:23 |
და რაჟამს განქარდის ღჳნო, არა აჴსოვნ, რა უქმნიენ. |
3:24 |
ჵ კაცნო, ვითარ არა ძლიერ არს ღჳნო, რომელმან ამას ყოველსა აიძულის საქმედ? და ესე ყოველი თქუა და დადუმნა. |