6:1 |
და მეორესა წელსა დარეჰ მეფისასა წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია, და წინაწარმეტყუელებდეს ჰურიასტანს და იერუსალჱმს სახელითა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისათა. |
6:2 |
მას ჟამსა ზორობაბელ სალეთეალეანმან და ისუ იოსედეკეანმან იწყო შენებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალჱმს წინაწარმეტყუელითურთ უფლისათა, რომელნი-ეგე შემწე იყუნეს მათა. |
6:3 |
მას ჟამსა მოვიდეს მათა სისინე, მთავარი ასურასტანელთა და ფინიკელთა, და სართაბუზან და სხუანიცა მათ თანა მოყუასნი მათნი. |
6:4 |
და ჰრქუეს მათ: ვისითა ბრძანებითა აშენებთ ტაძარსა მაგას და ეზოთა მაგისთა? ანუ ვინმე არიან იგინი, რომელთა ჰნებავს აღშენება მაგისი და აღსრულება? |
6:5 |
იქმნა მადლი მოძღურებისა უფლისა მიერ მღდელთა მათ ზედა ჰურიასტანს. |
6:6 |
და არა დააყენნეს იგინი შენებისაგან ვიდრე მიწერადმდე დარეჰ მეფისა, და რათა მოიღონ ბრძანება მისგან - წიგნი, რომელი მიწერეს და მიუძღუანეს დარეჰ მეფესა: |
6:7 |
სისინი, მთავარი ასურასტნელთა და ფინიკელთა, და სათარბუზან და რომელნი არიან მათ თანა ასურასტანელთა და ფინიკელთა და მოსაქმენი და მთავარნი დარეჰ მეფესა გიკითხავთ. |
6:8 |
უწყებულმცა შენდა, უფალო ჩუენო მეფე, რამეთუ მივედით და მივიწივენთ ჩუენ ქუეყანასა მას ჰურიასტანისასა, და შევედით ქალაქსა იერუსალჱმსა და ვპოვენთ მუნ განსრულნი იგი ტყუეობისაგან მოძღუარნი მათნი ქალაქსა იერუსალჱმს და ვიხილეთ, რამეთუ აშენებდეს ტაძარსა უფლისასა დიდ-დიდსა |
6:9 |
და საკურთხეველთა ქვათა გამოთლილთა, და ძელთა უპყრობდეს ზღუდეთა. |
6:10 |
და იყო საქმე სწრაფითა წარმართებულ ჴელთა შინა დიდითა დიდებითა, ენება მეყუსეულად აღშენება მისი. |
6:11 |
მას ჟამსა ვკითხეთ ჩუენ მოხუცებულთა მათ და ვარქუთ: ვისითა ბრძანებითა აშენებთ სახლსა მაგასა, ანუ ვისითა სიტყჳთა დასდევით საფუძველი მაგისი? |
6:12 |
და ვკითხეთ მათ და აწ გაუწყოთ და გიჩუენოთ შენ კაცნი წინამძღუარნი მათნი და მიგწერნეთ სახელნი მათნი, რომელნი არიან მთავარნი საქმისა მათისანი. |
6:13 |
მათ მოგჳგეს და გურქვეს: ჩუენ ვართ მონანი უფლისა ღმრთისანი, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა. |
6:14 |
და იყო აღშენებულ ტაძარი ესე უპირატეს მრავლისა ჟამისა ჴელითა დიდისა მის და ძლიერისა მეფისა ისრაჱლისათა. |
6:15 |
ხოლო რაჟამს მამათა ჩუენთა განამწარეს და შესცოდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა, და მისცნა იგინი ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილოვანისათა, რომელ-იგი იყო მეფე ქალდეველთა. |
6:17 |
პირველსა წელსა მეფობასა კჳროსისასა დაწერა ბაბილონს მეფემან კჳროს ბრძანა აღშენება ტაძრისა ამის. |
6:18 |
და ყოველი ჭურჭელი და სამსახურებელი ტაძრისა ოქროსა და ვეცხლისა, რომელ წარიღო ნაბუქოდონოსორ მეფემან ტაძრისაგან უფლისა იერუსალჱმით და დადვა დასაცველად სახლსა კერპთა თჳსთა, და მერმე კჳროს გამოიღო სახლისა მისგან კერპთა და მისცა ზორაბაბელსა და სალმანასარსა |
6:19 |
და უბრძანა მათ, მოიღონ და დადვან ჭურჭელი და სამსახურებელნი ტაძრისა უფლისა იერუსალჱმს და ტაძარი იგი უფლისა, ბრძანა, აღაშენონ ადგილსა თჳსსა. |
6:20 |
მას ჟამსა სალმანასარ აღვიდა იერუსალჱმდ და დადვა საფუძველი ტაძრისა მის, ვიდრე აქამომდე ვაშენეთ და არღარა აღსრულებულ არს. |
6:21 |
და აწ, უფალო ჩუენო დარეჰ მეფე, ძიებად-ყავ და იხილე სახლსა მატიანეთასა, სადა ძეს წიგნები საჴსენებელთა დამარხულად მეფისა კჳროსისა. |
6:22 |
თუ იპოოს ბრძანებითა კჳროს მეფისათა და სიტყჳთა მისითა, აღაშენონ ტაძარი ესე უფლისა იერუსალჱმს, და ზედმიიწიე ბრძანებასა კჳროს მეფისასა და გვაუწყე ჩუენ ამის ყოვლისა საქმისათჳს. |
6:23 |
მას ჟამსა დარეჰ მეფემან უბრძანა ძიებად სახლსა მატიანთასა სამეუფოსათა, რომელი-იგი იდვა ბაბილონს და პოვა ბატანბარიტენისსა მართა სოფელსა, ადგილსა, სადა იდვა წიგნი საჴსენებელთაჲ, რომელსა წერილ იყო ესრეთ: |
6:24 |
წელსა მას პირველსა შარავანდედებასა კჳროსისასა მეფემან კჳროს ბრძანა აღშენებად სახლი იგი უფლისა იერუსალჱმს, შესწირვენ საკუერთხთა განცხადებულად ჴელითა ცეცხლისაჲთა. |
6:25 |
და უბრძანა ესე საზომისა სახე აღშენებად სიმაღლე მისი წყრთა ათი და სივრცე მისი სამეოც წყრთა, და ქვა და ძელი ყოველთავე ბრძანა მიცემად სამეუფოთა. |
6:26 |
და ჭურჭელი სამსახურებელი სახლისა უფლისა ოქროსა და ვეცხლისა, რომელი-იგი მოეღო ნაბუქოდონოსორს ბაბილონად, რომელი იყო ტაძრისაგან უფლისა იერუსალჱმს, უბრძანა კჳროს მიღებად სახიდ უფლისა, რათა დადვან მუნ, ვითარცა იყო პირველ. |
6:27 |
და შე-ღავე-სძინა ბრძანება დარეჰ მეფემან და ჰრქუა: სისინი მთავარი ყოველთა ასურთა და ფინიკელთა და სათრაბუზან და სხუანი მოდგმანი თქუენნი, რომელ განწესებულ არიან საქმესა ასურასტანელთასა და ფინიკელთასა, განეშორენით ადგილისა მაგისგან და ნუ მიეახლებით მონასა მაგას უფლისასა ზორაბაბელს, რომელი-იგი არს მთავარი ჰურიათა, და ნუცა მღდელთა, მოძღუართა ჰურიათასა, რომელნი აშენებენ სახლსა უფლისა ადგილსა თჳსსა |
6:28 |
მე ვბრძანე, რომელ ყოვლადვე სრულიად აღეშენოს ღა ვეყო შემწე ჰურიათა მაგათ, რომელნი აღვიდოდეს იერუსალიმდ, ვიდრემდის აღასრულონ ტაძარი ეგე უფლისა ღმრთისა თჳსისა. |
6:29 |
ხარკთაგან ასურეთით კერძოთა ფინიკელთა, მცნებით მიბრძანებიეს, რათა მისცენ კაცთა მაგათ შესაწირავისათჳს საკუერთხთა უფლისათა. და მოიბენინ ზორაბაბელ მთავარმან ზვარაკები და ვაცები და კრავები, |
6:30 |
მისვე სახისაებრ იფქლი და მარილი, ღჳნო და ზეთი, და იყავნ ეგე ყოველი განწესებულ წლითი წლად, რაოდენ ჟამცა მღდელთა იერუსალჱმს ბრძანონ სამსახურებელად უფლისა, დღითი დღე დაუბრკოლებელად. |
6:31 |
შე-რა-სწირონ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა მაღლისა მეფისათჳს და ძლიერებათა მისთათჳს და ლოცვა-ყონ ცხორებისათჳს მეფისა. |
6:32 |
და უბრძანა: უკუეთუ ვინმე უდებ-ყოს, ანუ გარდაჴდეს ბრძანებასა ჩემსა, რომელ-ესე მივსწერე, პატიჟზღუეულიმცა ზღავს ყოველსა თჳსით თავით და აღკიდებულიმცა იგუემების, და ყოველსამცა მონაგებსა მისსა სამეუფოდ მიიღებნ. |
6:33 |
სადაცა წოდებულ არს სახელი უფლისა, მუნ ბრძანებულ იყო ყოველივე საღვაწი სამეუფო ნათესავთა, და მან იკადრა ჴელის განდგმად. და დაყენებად და იზრახა ბოროტი ტაძრისა მისთჳს უფლისა იერუსალჱმს. |
6:34 |
მე, დარეჰ მეფემან, დიდითა კრძალულებითა ვბრძანე ყოფად და აღსრულებად ამისა ყოვლისა. |