კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« III ეზრა »
III ეზრა 1
III ეზრა 2
III ეზრა 3
III ეზრა 4
III ეზრა 5
III ეზრა 6
III ეზრა 7
III ეზრა 8
III ეზრა 9

« III ეზრა 9 [BIB - xx] »
9:1 და აღდგა ეზრა ეზოსა მისგან ტაძრისა უფლისა და მივიდა სახლსა იოანესასა და ელისაბენისასა.
9:2 და მუნ დაადგრა და პური არა ჭამა და წყალი არა სვა და გოდებდა ზედა უსჯულოებათა დიდ-დიდთა ცოდვათა სიმრავლისასა.
9:3 და ქადაგი ჴმობდა ყოველსა ურიასტანსა და იერუსალჱმსა, ყოველნი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან, და მოვიდეს და მოკრბეს იერუსალჱმს.
9:4 შემდგომად ორისა და სამისა დისა, რომელნი-იგი ვერ მიეწიფნეს მუნ განსჯილნი წინამძღუართა მათგან და მოხუცებულთა, და იავარ-ყვეს მონაგები მათი, და იგინი უცხო ქმნილნი გარეგანჴდეს სიმრავლესა ერისა მის წარტყუენულისასა.
9:5 და შეკრბეს ყოველნი, რომელნი იყუნეს ნათესავისა მისგან იუდასნი და ბენიამენისნი ვიდრე მესამედ დღედმდე იერუსალჱმდ თთუესა მას მეცხრესა ოცსა მის თთჳსასა.
9:6 და დასხდეს მის თანა ყოველი იგი სიმრავლე სივრცესა მის ეზოსა სახლისა უფლისასა და განბრწყინვებულნი ძრწოდეს სიფიცხისა მისგან ზამთრისასა.
9:7 და აღდგა ეზრა და თქუა: თქუენ ხართ, რომელთა სცოდეთ და ისხენით ცოლნი ასურთაგან უცხოთესლთასა და შესძინეთ უსჯულოებასა და ცოდვასა ზედა ისრაჱლსა.
9:8 და აწ მიეცით აღსარება და დიდებაჲ უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა.
9:9 და ყავთ ნება მისი და განეყენენით ყოველთა წარმართთა ქუეყანისათა და ცოლთა მათგან უცხოთესლთასა, რომელნი-იგი ისხენით.
9:10 და ერთბამად ყოველი იგი სიმრავლე ღაღადებდა დიდითა ჴმითა და იტყოდა: ეგრეთვე ვყოთ, ვითარცა-ესე სთქუ,
9:11 რამეთუ ჟამი ესე ზამთარი არს, და ჩუენ მრავალ ვართ ფრიად და ვერ შეუძლოთ ესრეთ დათმენად ზამთრისა ამის იწროებასა, და საქმე ესე არა თუ ერთი დღე არს, ანუ ორი, რამეთუ ფრიად შევსცოდეთ ჩუენ საქმითა ამით.
9:12 აწ დადგედ მთავარნი და წინამძღუარნი ზედა სიმრავლესა ყოველსავე, რომლისა იყოს სახლსა თჳსსა დედაკაცი უცხოთესლი.
9:13 მივიდენ და მოჰჴადონ მას თჳთეულად ადგილსა, და დადგედ მოხუცებულნი იგი და მსაჯულნი და ლხინება-ყვედ და დააცხრვედ ჩუენგან რისხვა უფლისა დიდ-დიდთა უკეთურებათათჳს, რომელნი ჩუენ ვქმნენით.
9:14 და იონათან აზალეანმან და ეზეკია თოკუანმან თავს-იდვეს ყოფად ამისა მოსოლამიოს, და ლევია და საბატეოს, რომელნი-იგი ერთ-სიტყუა იყუნეს მათ თანა.
9:15 და ყვეს ყოვლისა მისებრ, ვითარცა-იგი უბრძანეს, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან.
9:16 და გამოირჩია ეზრა კაცნი მღდელნი და მფლობელნი და მამათმთავარნი მსგავსად სახელისა მათისა და დასხდეს თთჳსთავსა მას თთჳსასა მეათესსა, რათა აღასრულონ საქმე იგი.
9:17 და მოკრიბონ და მოიყვანნეს მამანი და დედანი, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგან ვიდრე წელთა მათ თთუეთა პირველამდე.
9:18 და იპოვეს მღდელთაგანნი, რომელნი შეკრებულ იყუნეს, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგანი და იყუნეს შერეულ უღმრთოთა,
9:19 ძეთა მათგან იესუვისთა: იოსედეკანი და ძმა მისი მათელა და ელეაზარ და იორიბოსი და იოვადან.
9:20 და იწყეს განშორებად ცოლთა თჳსთა უცხოთესლთა და შეწირეს თჳთეულად ვერძები მოსატევებელად ცოდვათათჳს.
9:21 და ძეთა მათგან ემორისთა: ანანია, და ბადდიოს, და მანნეს, და სამმეს, და იერიელ და აზარიას.
9:22 და ძეთა მათგან ფასურისთა: ელიანას, და მასსიას, ისმაელ, და ნათანაელ, და სოკეთლედოს, და სალთოს.
9:23 და ძეთა მათგან ლევიტელთა: იაზაპტოს, და სემის, და კონოს, და ესე იგი არს სალვიტას, და ფათეოს, რომელი-იგიცა იყო იუდა და იონას.
9:24 მეფსალმუნეთა მათ მსახურთაგანი: ელიასიბოს და ბაქოროს.
9:25 მეკარეთა მათგანნი: სალმოს და ტოლბინეს.
9:26 და ისრაჱლისაგანნი: ძეთა მათგან ფეროსისთა: იერამოს, და იედდიოს, და მელქიას, და მალეს, და ელიაზაროს, და საბოს, და ბანეს.
9:27 და ძეთა მათგან ელიაკიმისთა: მატთანიას, ზაქარიას, იეზროლიელს, იოადიოს, და იერიმოთს, და აედიოს.
9:28 და ძეთა მათგან ზათუმისთა: ელიადას, ელისიმოს, იოთონიას, არიმოთს, და საბათოს, და ზარდეას.
9:29 და ძეთა მათგან ბებეასთა: და იოანნეს, და ანანიას, და იოზბოს და ევმოთს.
9:30 და ძეთა მათგან მანისთა: ლამოს, ასმამუმოს, იეგეოს, იასუბოს, იასაელოს და იერემოთს.
9:31 და ძეთა მათგან ადდისთა: ნათოს, და მოოსიას, ლაკვინოს, ნაიდას, მატათიას, სესთელს, ბალუნოს და მანასეს.
9:32 და ძეთა მათგან ანნასთა: ელონას, და ასეას, და მელქიას, და საბეოს, სიმონოს და ქოსამეოს.
9:33 და ძეთა მათგან ასიმატისთა: ანნესოს, მატათიას, ბანეოს ელიფატანს, მანასეს, და სემეის.
9:34 და ძეთა მათგან ბაანისთა: ერემიას, მომფდის, ისმაეროს, და იოველს და მამბლეს, პერდას, ანოს, რაბასიოს, ანასიბოს, მამნიტანემოს, ელიასის, ბანუს, ელიალი, სომეია, სელემიას, ნათანიას, და ძეთა მათგან ეზორასთა: აემ, ეზრიელ, აზელ, სამატონ, ზამბრის, იოსებ.
9:35 და ძეთა მათგან ნაუმაასთა: ზაზეკიას, ზაბადის, ედესიუელ, ბენესეას.
9:36 ესე ყოველნი იყუნეს, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგანი და განიშორეს ცოლები იგი თჳსი და შვილნი თჳსნი.
9:37 და დაიმკჳდრეს მღდელთა მათ და ლევიტელთა და იერუსალჱმით იერუსალჱმსა დაბნებსა მას თთჳსთავსა მას თთუესა მეშჳდესა და ძეთა მათ ისრაჱლისათა დაიმკჳდრეს სამკჳდრებელსა თჳსსა.
9:38 შეკრბა ყოველი იგი სიმრავლე ერთბამად ფართოსა ადგილსა მზისა აღმოსავლით კერძო წინაშე ბჭისა მის ტაძრისასა.
9:39 და ჰრქუეს ეზრას მღდელმოძღუარსა და მთხრობელსა სჯულისასა რათა მიიღოს სჯული იგი მოსესი მოცემული უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.
9:40 და შუა წარმოიღო ეზრა სჯული იგი წინაშე ყოველთა მათ მამათა და დედათა და წინაშე ყოველთა მღდელთასა. და ისმინეს სჯული მოსესი, რომელი-იგი იყო უფლისა მიერ თთჳსთავისა მის თთვისა მეშჳდესასა.
9:41 და იკითხვიდა წიგნსა მას ბჭესა ტაძრისასა ფართოსა მას ცისკრითგან ვიდრე ექუს ჟამამდე წინაშე ყოველთა მამათა და დედათა, ისმენდეს და გულისხმა-ჰყოფდეს ყოველი იგი სიმრავლე სჯულისა მის უფლისა ღმრთისასა.
9:42 და დადგა ეზრა მღდელი და მთხრობელი სჯულისა უფლისა ზედა ძელისა ბემონსა, რომელი-იგი განემზადა.
9:43 დადგეს მახლობელად მისა მარჯუენით კერძო: მატათია, სამუს, ანანია, აზარია, ჰურიას, ეზეკიაოს, ბალასამოს.
9:44 და მარცხენით კერძო: ფალთოზ, მისაელ, მელქიას, ლოვთას, ობუს, ნაბადის, ზაქარიას.
9:45 და მოიღეს ჴელითა ეზრასითა წიგნი იგი სჯულისა, რამეთუ ჯდა იგი დიდითა დიდებითა წინაშე ყოველთასა და ყოველი იგი სიმრავლე სხდა წინაშე მისსა.
9:46 რაჟამს განყუნნა წიგნნი იგი სჯულისანი, ზეადგა ყოველი იგი სიმრავლე და აკურთხა ეზრა უფალი ღმერთი მაღალი, ღმერთი საბაოთ ყოვლისა მპყრობელი.
9:47 და ერთბამად ყოველმან სიმრავლემან თქუა: ამენ. და აღიპყრნეს ჴელნი თჳსნი ზე და დავარდეს ქუეყანასა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანისცემდეს უფალსა ღმერთსა.
9:48 და ისუ, და ანნოს, და ასარაბიას, იადინოს, იაკობოს, საბატეოს, დოვდიას, მაანნეას, კალვიტას, აზარიას, იაზობდოს, ანანიას, ფილათას,
9:49 ესე იყუნეს ლევიტელნი იგი, რომელნი ასწავებდეს ერსა მას სჯულსა უფლისასა და გულისხმა-ყვეს და აუარებდეს სჯულთა უფლისა ღმრთისათა.
9:50 და ჰრქუა ატტარატეს ეზრა მღდელსა და მთხრობელსა სჯულისა უფლისასა და ლევიტელთა, რომელნი ასწავებდეს სიმართლესა მას.
9:51 და ჰრქუა მათ წინაშე ყოველთა: დღე ესე დღე არს სიწმიდისა უფლისა და ყოველნი დაჴსნილ არიან სმენით მით სჯულისა მის უფლისათა.
9:52 და წარვედით და ჭამეთ სიპოხე და სუთ სიტკბოება და მიუძღუანეთ მათ წიგნი, რომელთა არა აქუნდეს,
9:53 რამეთუ წმიდა არს დღე ესე უფლისა და ნუ შეაწუხებთ მათ, რამეთუ უფალი ღმერთი არს, რომელმან დიდებულ-გუყვნა ჩუენ.
9:54 და ლევიტელთა მათ ყოველთა უბრძანეს სიმრავლესა მას და ჰრქვეს: დღე ესე წმიდა არს და ნუ შეაწუხებთ მათ.
9:55 და ჰრქუა სიმრავლესა მას, რომელსა აქუნდეს, ჭამენ და სუნ და მხიარულ იყავნ და ეცნ მას, რომელსა-იგი არა აქუნდეს. და იყუნენ ყოველნი მხიარულ მას დღესა შინა, რამეთუ აღივსენით და გულისხმა-ყვენით სიტყუანი სჯულისა უფლისანი, რომელსა თქუენ შეჰკრებთ და ჩუენ გასწავებთ თქუენ

© 2010, გია შერვაშიძე