კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« III ეზრა »
III ეზრა 1
III ეზრა 2
III ეზრა 3
III ეზრა 4
III ეზრა 5
III ეზრა 6
III ეზრა 7
III ეზრა 8
III ეზრა 9

« III ეზრა 8 [BIB - xx] »
8:1 და რაჟამს იყო, დაესრულა ესე ყოველნი შარავანდედნი. შეიბნა არტაშეს მეფემან სპარსთა ზედა, რომლისაცა მივიდა ეზრა, ძე აზარიასი, რომელი იეზრასაგან, რომელი ქელეკენესაგან, რომელი სალემისაგან,
8:2 რომელი სადუკისაგან, რომელი აქიტობისაგან, რომელი იამართესაგან, რომელი იოზეკისაგან, რომელი მარეროთისაგან, რომელი ზარეასაგან, რომელი სეუესაგან, რომელი ბოკკესაგან, რომელი იებუესაგან, რომელი ფენიესაგან, რომელი ელიეზარისაგან, რომელი აარონისაგან, პირველისა მის მღდელისა
8:3 ესე ეზრა, რომელი განვიდა ბაბილონით, რომელი-იგი იყო მწერალ მარჯვე სჯულსა მას მოსესასა მოცემულისა მის ღმრთისა მიერ ისრაჱლისა.
8:4 და მისცა მას მეფემან დიდებაჲ და პოვა მადლი მის წინაშე და განადიდა იგი დიდითა პატივითა.
8:5 და გამოვიდეს მის თანა ძეთა მათ ისრაჱლისათა და მღდელთა მათგანი, და ლევიტელთა და მსახურთა, მეფსალმუნეთა და მეკარეთა მათგანი და მონათა მღდელთაგანი იერუსალჱმად.
8:6 წელსა მეშჳდესა შარავანდედებასა არტაშე მეფისასა, თთუესა მეხუთესა, რომელი-იგი იყო წელი მეშჳდე მეფისა მის, და გამოვიდეს ბაბილონით თთჳსთავსა მას მეხუთესა პირველისა მის თთჳსასა,
8:7 შევიდეს იერუსალჱმდ, ვითარცა-იგი განუმარჯვა მათ უფალმან გზა,
8:8 რამეთუ სავსე იყო ეზრა ყოვლითა სიბრძნითა და არარა დაკლებულ იყო მისგან ყოველთაგან მცნებათა უფლისათა, მსგავსად შჯულისა ასწავებდა ისრაჱლსა განკითხვათა და სიმართლეთა.
8:9 მოიწია წიგნი ბრძანებისა მეფისა არტაშესი ეზრა მღდლისა, რომელი უთხრობდა სჯულსა უფლისასა, და მიწერა ესრესახედ:
8:10 მეფე არტაშეს ეზრა მღდელსა და მთხრობელსა სჯულისა უფლისასა გიკითხავ:
8:11 ყოვლითავე კაცთმპყრობისა ნიჭითა აღმიწონიეს მე და უბრძანებ ყოველთა ნათესავთა ურიათასა, რომელთა ენებოს აღსლვად იერუსალჱმდ და მღდელთმოძღუართა და ლევიტელთა, კადნიერებითმცა მივლენან შენ თანა იერუსალჱმდ.
8:12 და ვითარ სურის წადიერებით მისლვად ურიასტანად და იერუსალჱმდ, უბრძანეთ მე და შჳდთა თანამზრახველთა ჩემთა,
8:13 რომელ მივიდენ მსგავსად შჯულისა და აღასრულონ ყოველივე საცონი, ვითარცა გაქუსთ სჯული უფლისა
8:14 და შესწირონ შესაწირავი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ვითარცა აღუთქუთ მე და მოყუარეთა ჩემთა იერუსალჱმსა, და ყოველივე ოქრო და ვეცხლი, რაოდენიცა იპოოს ქუეყანასა მას ბაბილოვანთასა, უფლისა ღმრთისა შეწირენ მსხუერპლი იერუსალჱმს.
8:15 და მიიღედ საწევნელი ქუეყანისა მისგან ბაბილონელთასა, მღდელთა მათ უფლისა ღმრთისა მოართვედ იერუსალჱმად: ოქრო და ვეცხლი, ზვარაკები და ვერძები, კრავები და სხუა იგი ყოველი საკუერთხი მსხუერპლთა
8:16 შეწირედ საკურთხეველსა უფალსა ღმერთსა იერუსალჱმდ.
8:17 ყოველივე, რაცა გენებოს ძმებითურთ შენით, იგი ყავ ოქროსა და ვეცხლისა ხარკთათჳს, ნებისაებრ უფლისა ღმრთისა შენისა აღასრულე,
8:18 სამღდელო იგი ჭურჭელი და სამსახურებელი უფლისა მიიღე იერუსალჱმდ.
8:19 და იყავნ, ვითარცა საჴმარ იყოს ტაძრისა მის უფლისა ღმრთისასა, და დადევ ყოველი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა იერუსალჱმს.
8:20 და სხუა იგი ნამეტნავი ნეშტი, რომელი-იგი იყოს საჴმარისაგან ტაძრისასა, დადევ იგი სახლსა საფასისა მეფეთასა.
8:21 და მე, არტაშეს მეფემან, უბრძანე მეფასეთა, რომელნი არიან ასურასტანს და ქანანელთა კერძო, რაოდენცა უნდა მოღებად ეზრა მღდელსა და მთხრობელსა სჯულსა უფლისა ღმრთისა მაღლისასა, დაუბრკოლებელადმცა მოეცემის ვეცხლი ასი ტალანტი, მისვე სახისაებრ ოქროცა,
8:22 იფქლი ასი საწყაული, ეგოდენცა ღჳნო და ზეთი.
8:23 და ყოველივე მსგავსად სჯულისა მის მიიღედ და მიუსრულედ უფალსა ღმერთსა მაღალსა, რათა არა იყოს შერისხვა ღმრთისა ზედა შარავანდედობასა ჩემსა და ძისა ჩემისასა.
8:24 და მიბრძანებიეს თქუენ მღდელთათჳს, და ლევიტელთა, მეფსალმუნეთა მათ მსახურთა, და მეკარეთა, და მონათა მღდელთასა, და მსახურთა სახლისა უფლისათა.
8:25 ნუცა ხარკი, ნუცა სხუა ყოვლითურთ ჴელ-ეწიფებინ მათგან მოღებად.
8:26 და შენ, ეზრა, სიბრძნისა შენისაებრ, რომელ მოცემულ არს შენდა ღმრთისაგან, დაადგინენ შენდა ზედამდგომელნი და მსაჯულნი, რომელნი სჯიდენ ასურასტანით კერძო და ფინიკიათ, და რომელთა ესწაოს სჯული უფლისა ღმრთისა შენისა.
8:27 და რომელთა არა ესწაოს, ასწავე და ყოველნივე, რომელნი გარდაჴდენ სჯულსა უფლისა ღმრთისა შენისასა და სჯულსა ჩუენ მეფეთასა, მიმიცემიეს შენდა ჴელმწიფება პატიჟისა ყოფად და გუემად და, თუ სიკუდილისა თანამდებ იყუნენ, მოკლვად, გინა თუ საპატიჟებელ იყუნენ, პატიჟ-ყოფად და ზღუევა-მოჴდად
8:28 და თქუა ეზრა მწერალმან სჯულისა უფლისამან: კურთხეულ არს უფალი ღმერთი მამათა ჩუენთა, რომელმან მოსცა ესე ყოველი გულსა მეფისასა, დიდებულ-ყოფად ტაძრისა ამის უფლისა, რომელ არს იერუსალჱმს.
8:29 და მე დიდებულ და პატიოსან-მყო წინაშე შარავანდედისა მის წინაშე ყოველთა თანამზრახველთა თანა მისთა და მოყუარეთა და ყოველთა დიდ-დიდთა მისთა.
8:30 მხიარულ ვიქმენ მეფედ შეწევნითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა და შეკრიბნა ყოველნი იგი კაცნი ისრაჱლისანი, რომელნი-იგი აღსრულ იყვნეს მის თანა იერუსალჱმდ.
8:31 და ესენი არიან მთავარნი ნახპეტთა მათებრ მამათა თჳსთასა და გან- წილვისა მისებრ მამათა და ნათესავთასა, რომელნი გამოვიდეს ეზრას თანა ბაბილონით შარავანდედებასა არტაშეს მეფისასა,
8:32 ძეთა მათგან ფინეზისთა - გერსონ, ძეთა მათგან ითამარისთა - გამაელ, ძეთა მათგან დავითისთა - ფარეზ.
8:33 ძეთა მათგან ფურუსისთა - ზაქარია, და რომელნი მის თანა წერილ იყუნეს, კაცნი ასერგასის.
8:34 ძეთა მათგან ფაათ-მომბისთა - ელია, ონია, ზარია და მის თანა ორასი კაცი.
8:35 ძეთა მათგან ზათოესთა: იექონია იეთერიასი და მის თანა კაცნი სამასნი.
8:36 ძეთა მათგან ადინუბესთა -იონათან და მის თანა კაცნი სამასერგასისნი; ძეთა მათგან ელამისთა - გოთოლისა და მის თანა კაცნი სამეოცდაათ.
8:37 ძეთა მათგან საფატიასთა: ზაქარია მიქელაიანი და მის თანა კაცნი სამეოცდაათ.
8:38 ძეთა მათგან ოაბისთა - აბადისერ ეზელიანი და მის თანა კაცნი ორასდათორმეტ.
8:39 ძეთა მათგან ბანესთა - ასალიმუთ ასაფეანი და მის თანა კაცნი ასსა- მეოც.
8:40 ძეთა მათგან ბერისთა: ზაქარია, ბიერია და მის თანა კაცნი ოცდარვა.
8:41 ძეთა მათგან ასტთისთა: იოანე კატანისი და მის თანა კაცნი ას და ათი.
8:42 ძეთა მათგან ადომიკამისთა და ესფატისთა. და ესე სახელები მათი არს: ელიფატ გულუველ, და სამეას, და მათ თანა კაცნი სამეოცდაათ ძეთა მათგან ბენეასთა - უთიას ტაკურიანი და მის თანა კაცნი სამეოცდაათ.
8:43 და შეკრიბნა იგინი კიდესა მას მდინარისასა, რომელსა სახელ-ედების თერა. და დაიდვეს მუნ სავანე სამ დღე ოდენ და ყვეს ახილვა ყოველთა.
8:44 ძეთა მათგანი მღდელთა ძეთა მათ ლევიტელთა არა ვინ იპოვა მათ თანა.
8:45 მივივლინე ელიაზარისსა და მოვიდეს ჩემდა: სამეა, და ორიბუნ, და ნათან, ენნატონ, ზაქარია და მოსოლობონ. ესე არიან მთავარნი და წინამძღუარნი შჯულისანი.
8:46 და ვარქუ მათ, რათამცა მივიდეს ლოდეონ მთავრისა მეფასეთასა.
8:47 და ვამცენ მათ, რათა ჰრქუან ლოდეონს და ძმათა მისთა, რომელნი-იგი ერთვე არიან ადგილსა მას მეფარეშისასა, რათამცა მოავლინნეს ჩუენდა მღდელთა მათგანნი სახლისა უფლისა.
8:48 და მოიყვანნეს ჩუენდა კაცნი, რომელნი იყუნეს ძლიერ და მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა და მეცნიერ შჯულისა უფლისასა ძისა მოუოლისა, რომელი-იგი ლევისგან და ისრაჱლისგან - ასერევინ, და ძენი მისნი და ძმანი ათრვამეტ,
8:49 და ასებიან და აუნონდა, ოსეტან და ძმა ძეთა მათგან ქანუნისთა და ძენი მისნი ოც კაც.
8:50 და მონათა მათგან მღდელთასა, რომელნი მოსცნა დავით მთავარმან საქმედ სამსახურებელად ლევიტელთასა, რომელთა დაიწერნეს სახელნი სახელოვანთა მათ ორასდაოც.
8:51 და ვქადაგეთ მუნ მარხვა და ვილოცევდით წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა და ვეძიებდით ადვილსა განმარჯვებასა ჩუენდა და შვილთა ჩუენთათჳს და ყოვლისავეთჳს, რა-იგი იყო ჩუენ თანა,
8:52 რამეთუ მძიმე-გჳჩნდა თხოვა მეფისა მისგან მკჳრცხლებისა და მჴედრებისა, რათამცა გზად-მყვეს ჩუენ შემწეობისათჳს მათგან, რომელნი-იგი წინააღგჳდგეს,
8:53 რამეთუ ვარქუთ ჩუენ მეფესა ესრეთ, ვითარმედ: ძლიერებაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისა არს ჩუენ თანა და ყოველთა თანა, რომელნი ეძიებენ მას.
8:54 და მის ყოვლისათჳს ვქადაგებდით მარხვასა და ვილოცევდით, რათამცა უფალმან დაგჳცვა ჩუენ და წარგჳმართა ჩუენ გზათა მშჳდობისათა.
8:55 და გამოვირჩიენ მთავარნი ნათესავთა მათგან და მღდელთანი, კაცნი ათორმეტნი, და ესებიან და ესემინ და მათ თანა ძმათაგანნი მათთა ათ კაც.
8:56 და აღვწონეთ და მივეცით მათ ოქრო და ვეცხლი და სამსახურებელი სამღდელო და ჭურჭელი სახლისა უფლისა, რომელი-იგი მოგვანიჭა ჩუენ მეფემან და თანამზრახველთა მისთა და მთავართა და ყოველმან ისრაჱლმან.
8:57 აღვწონე და მივეც ვეცხლი იგი ექუსასერგასისი ტალანტი, და სამსახურებელი ვეცხლისა ასი ტალანტი, და ასი ტალანტი ოქროსა,
8:58 და სხუა ჭურჭელი ოქროსა ოც და სპილენძისა წმიდაჲ რჩეული ოქროსფერი თორმეტ.
8:59 და ვარქუ მათ: თქუენ განწმედილ ხართ უფლისა მიერ და ყოველი სამსახურებელი წმიდაჲ უფლისა არს ოქროსანი და ვეცხლისანი, ილოცეთ უფლისა მიმართ და უფალმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან დაგჳცვნეს და მოგვაწივნეს ჩუენ მშჳდობით ადგილსა ამას სიწმიდისა თჳსისასა.
8:60 მღჳძარედ დეგით და ეკრძალენით, ვიდრემდის მიიყვანნეთ და მიაწივნეთ იგინი მთავართა მიმართ მღდელთა და ლევიტელთასა, მთავართა და მღდელთმოძღუართა ისრაჱლისათა, რომელნი არიან იერუსალჱმს.
8:61 და რომელ მოიღეს მცველთა ტაძრისა უფლისათა და მღდელთმოძღუართა მათ და ლევიტელთა ვეცხლი, ოქრო და ჭურჭელი სამსახურებელისაჲ, რომელ მოიღონ ტაძრად უფლისა, რომელი-იგი არს იერუსალჱმს.
8:62 და აღვდგეთ და წარვიდეთ თერა მდინარით, რომელსა დღესა ათორმეტი იყო თთჳსა მის პირველისა, მოდით და მივცენით იერუსალჱმდ დაცულნი ამაღლებულითა მით ძლიერითა მკლავითა ღმრთისათა, და გჳჴსნას ჩუენ ღმერთმან ჩუენმან ყოველთა მტერთაგან, მშჳდობით და ცოცხლებით მივიწივნეთ იერუსალჱმდ
8:63 და რაჟამს განვისუენეთ სამ დღე ოდენ იერუსალჱმს, დღესა მეოთხესა აღვწონეთ და მივეცით ვეცხლი და ოქრო სახლად უფლისა ღმრთისა ჩუენისა მღდელსა მას მარმუთი ურიათაგანსა, და რომელნი-იგი მის თანა იყუნეს.
8:64 ელიეზერ ფინეზეანი, და იოსებეთოს, და ესოვან, და მეთურსა საბეან და სხუანი ლევიტელნი, რომელთა მივეცით სასწორით და რიცხჳთ.
8:65 და იპოვა სასწორი რიცხჳსა მას დღესა შინა.
8:66 და რომელნი-იგი მოსრულ იყუნენ ჩემ თანა ტყუეობისა მისგან ბაბილოვნელთასა, შესწირეს მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა: ზვარაკი ათორმეტ, ყოვლისათჳს ისრაჱლისა, ვერძები ოთხმეოცდაათ,
8:67 და კრავები, სამეოცდააოორმეტ, ვაცები ამა ცხოვრებისათჳს ათორმეტ, ესე შესაწირავი შესწირეს წინაშე უფლისა ღმრთისა.
8:68 და მისცეს წიგნი ბრძანებისა მის მეფისა კარანთა მათ მეფისათა მფლობელთა და სოფლისმპყრობელთა ასურთასა და ფინიკისათა და დიდის პატივით იდიდა ნათესავი ჩუენი და ტაძარი უფლისა.
8:69 და ვითარცა აღესრულა ესე ყოველი, მოვიდეს ჩემ წინაშე ნახპეტნი და მთავარნი ძეთა ისრაჱლისათანი და თქვეს: ურიდ იქმნა ყოველი ნათესავი ძეთა ისრაჱლისა და მთავარნი მათნი, მღდელნი და ლევიტელნი.
8:70 აღერივნეს წარმართთა და უცხოთესლთა და სიბილწესა ყოველთა უცხოთესლთასა: ქანანელთა, და ქეტელთა, და ფერეზელთა, და იებოსელთასა, და მოაბელთა, და ამორეველთა, და ეგჳპტელთა, და იდუმელთა,
8:71 რამეთუ შეიბილწნეს ასულთა მათთა თანა იგი და ძენი მათნი და შეერია თესლი სიწმიდისა მათისა უცხოთესლთა და წარმართთა მის ქუეყანისათა და უსჯულო იქმნნეს მთავარნი და დიდ-დიდნი თჳთეულად თავით თჳსით, რამეთუ იგინი იქმნნეს წინამძღუარ ბოროტისა მის შერეულობისათჳს.
8:72 და იყო, რაჟამს მესმა სიტყუა ესე, დავიპე სამოსელი ჩემი, და ვგოდებდი და ვიფხურიდი თმათა თავისა ჩემისათა და წუერთა ჩემთა. და დავჯედი მგლოვარედ დიდად და მწუხარედ.
8:73 და მოკრბეს ჩუენდა ყოველნი, ვითარ ესმა გოდება ჩემი, რომელ იყო უფლისათჳს ღმრთისა ისრაჱლისა, და მიხილეს მე, რასა ვიქმოდე ზედა უსჯულოებათა მათთჳს, რამეთუ ვჯედ მწუხარედვე ვიდრე მწუხრადმდე და მოწევნამდე შესაწირავისა მის სამწუხროსა.
8:74 და აღვდეგ მე გლოვისა მისგან და ეგრევე დაპებულ იყო სამოსელი ჩემი, დაღონებულ ვიყავ გლოვითა და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა, ღაღად-ვყავ,
8:75 და ვთქუ: უფალო, გურცხუენის და ვძრწით წინაშე პირსა შენსა,
8:76 რამეთუ ცოდვანი ჩუენნი განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩუენისათა და უსჯულოებანი ჩუენნი ამაღლდეს უზეშთაეს ცათასა.
8:77 წელთა მათგან და ჟამთა მამათა ჩუენთასა და ვართ ჩუენ ცოდვათა შინა დიდთა მოდღენდელად დღედმდე
8:78 და ცოდვათა ჩუენთა და მამათა ჩუენთასა, და მივეცით ტყუეობასა ჩუენ და ძმანი ჩუენნი და მეფენი ჩუენნი და მღდელთმოძღუარნი ჩუენნი და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა შეგჳცუნეს ჩუენ მახჳლითა ჴრმლებისათა, წარგუტყუენეს ჩუენ, და აღჴოცნეს ადგილნი ჩუენნი, და ვიქმნენით ჩუენ სირცხჳლეულ ჟამთა მათ
8:79 და აწ, რაოდენ იქმენ წყალობა შენი, უფალო, დატევებად ძირი და ნათესავი ადგილსა მას სიწმიდისა შენისასა.
8:80 და გამოაბრწყინვე ნათელი ტაძარსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა, და მომეც ჩუენ საზრდელი ჟამსა მონებისა ჩუენისა
8:81 და ტყუეობასა მას შინა და არა დაგუთხიენ ჩუენ ჴელთაგან შენთა, არამედ გუექმენ უფალი შემწე, და გუეც ჩუენ პოვნად მადლი წინაშე მეფი- სა მის სპარსთასა, და პატიოსან-გუყვენ ჩუენ და გჳღვაწნე ჩუენ ყოვლითა განმზადებულებითა.
8:82 დიდებულ-ყო ტაძარი იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისა და აღმართა და აღაშენა უდაბნო იგი სიონი და დაგუამკჳდრნა ჩუენ ჰურიასტანსა შინა და იერუსალჱმს.
8:83 აწ რამე ვთქუა წინაშე შენსა, უფალო, ამის ყოვლისათჳს? რამეთუ გარდავჴედით სჯულსა და ბრძანებათა შენთა, უფალო, რომელი-იგი მოგუეც ჩუენ ჴელითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთათა.
8:84 და სთქუ ესრეთ: ქუეყანასა, რომელსა შეხჳდეთ დამკჳდრებად, მას ზედა არს ქუეყანა იგი შეგინებულ სიბილწითა მით ნათესავთა მათგან მის ქუეყანისათა და შეგინებითა მათითა აღივსნეს იგინი.
8:85 და აწ ნუ მოჰგური შენ ასულთა მათთაგან ცოლად ძესა შენსა და ასულთა შენთაგან ნუ მისცემ ცოლად ძეთა მათთა,
8:86 ნუცა ჰყოფ მშჳდობასა მათ თანა ყოველთა ჟამთა, და იყავ შენ განძლიერებულ ჭამად სიპოხესა მის ქუეყანისასა და დაიმკჳდრედ ძეთა შენთა ქუეყანა იგი უკუნისამდე ჟამთა.
8:87 და რა ესე წარგჳჴდა ჩუენ და უკეთურებისათჳს ცოდვათა ჩუენთათჳს,
8:88 არამედ შენ, უფალო, მრავალგზის მოგჳტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და მოგუეც ჩუენ ესევითარი ნათესავი და ძირი, და ჩუენ მერმე გარდავაქციეთ და გარდავჴედით შჯულსა შენსა და აღვერიენით ბილწებასა ნათესავი- სა მის ქუეყანისასა.
8:89 და არა განრისხენ ჩუენ ზედა წარსაწყმედელად ჩუენდა ვიდრე აქამომდე, უკუეთუ არა დაშთეს ძირი და თესლი და სახელი ჩუენი.
8:90 შენ მართალ ხარ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, ჭეშმარიტ და არა მოასრულე ნათესავი ჩუენი, შენ მართალ, არამედ დავშთით ძირი და თესლი მოდღემდე.
8:91 და აწ, აჰა, ესერა, ვართ დღეს წინაშე შენსა უსჯულოებათა შინა ჩუენთა და ვერ შემძლებელ ვართ დღეს წინაშე შენსა უსჯულოებათა შინა ჩუენთა, და ვერ შემძლებელ ვართ დადგომად წინაშე პირსა შენსა, რამეთუ განმრავლდეს უსჯულოებანი და უკეთურებანი ჩუენნი უმეტეს თმათა ჩუენთა
8:92 და რაჟამს ილოცვიდა ეზრა მით აღსარებითურთ და გოდებითა დიდითა, და დავრდომილი იდვა პირსა ზედა ქუეყანისასა წინაშე ტაძარსა მას უფლისასა, შეკრბეს მისსა ყოველნივე, რომელნი იყუნეს იერუსალჱმს, ერი მრავალი, მამანი და დედანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, რამეთუ გოდება დიდი იყო სიმრავლისა ერისა
8:93 და განაწესა იაქონია და იელუ, ძეთაგან ისრაჱლისათა. და თქუა ეზრა: ვცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა და ვისხნეთ ჩუენ ცოლნი უცხოთესლთაგან ამის ქუეყანისათა.
8:94 და აწ არიან დღეს უსჯულოებანი ჩუენ შორის, და აწ მოდით ყოველნივე და დავდვათ ფიცი წინაშე უფლისა და განვიყენნეთ ჩუენ ცოლნი ჩუენნი, რომელ ვისხენით უცხოთესლთაგან შვილითურთ მათით,
8:95 ვითარცა ბრძანებს სჯულსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა: აღდეგ მეყსეულად და აღასრულე,
8:96 რამეთუ შენდა მიმართ არიან ყოველნი საქმენი ჩუენნი და ჩუენ შენ თანა ვართ, რაცა ჰბრძანო, ვყოთ.
8:97 და აღდგა ეზრა და აფუცნა მთავარნი ტომთა მღდელთანი და ლევიტელთანი და ყოველი ისრაჱლი, მსგავსად ამის სახისა ფუცეს.

© 2010, გია შერვაშიძე