კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ოსე »
ოსე 1
ოსე 2
ოსე 3
ოსე 4
ოსე 5
ოსე 6
ოსე 7
ოსე 8
ოსე 9
ოსე 10
ოსე 11
ოსე 12
ოსე 13
ოსე 14

« ოსე 1 [BIB - xx] »
1:1 სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იყო ოსეს მიმართ, ძისა აბერისა, დღეთა ოზიასთა, და იოათამისთა, და აქაზისთა, და ეზეკიასთა, მეფისა იუდაჲსთა, და დღეთა იორობოამისთა, მეფისა ისრაილისათა:
1:2 დასაბამი სიტყუათა უფლისათა ოსეს მიმართ: და ჰრქუა უფალმან ოსეს: წარვედ და მოიყვანე თავისა შენისა დედაკაცი სიძვისაჲ და შვილნი მისნი სიძვისანი, რამეთუ სიძვით ისიძვიდეს ქუეყანასა უკანათგან უფლისა.
1:3 და წარვიდა და მოიყვანა გომერ, ასული დებელაიმისი, და მიუდგა და უშვა მას ძე.
1:4 და ჰრქუა ღმერთმან: უწოდე იეზრაელ ამისთჳს, რამეთუ მცირედღა და შური ვიძიო მე სახლისა მისთჳს იეზრაელისა და სახლსა ზედა იუდაჲსსა და დავაცხრვო მეფობა ისრაილისაჲ.
1:5 და იყოს მათ დღეთა შინა, შევმუსრო მშჳლდები იეზრაელისაჲ, ღელესა მას იეზრაელისასა
1:6 და მიუდგა და უშვა მას ასული და ჰრქუა მას უფალმან: უწოდე სახელი მისი არაშეწყალებულ, რამეთუ არღარა შევსძინო მერმე შეწყალებად სახლი ისრაილისაჲ, არამედ წინააღმდგომით წინაღუუდგე მათ.
1:7 ხოლო ძენი იუდაჲსნი შევიწყნარნე და ვიჴსნნე იგინი უფლისა მიერ ღმრთისა მათისა, და არა ვიჴსნნე იგინი მშჳლდითა, არცა მახჳლითა, არცა ბრძოლითა, არცა ცხენებითა, არცა მჴედრობითა
1:8 და სძესა განეყენა არაშეწყალებული იგი, და მერმე მიუდგა და შვა ძე
1:9 და უწოდა სახელი მისი - არა ერი ჩემი, და არა ვარ ღმერთი თქუენი, რამეთუ არა ხართ თქუენ ერი ჩემი
1:10 და იყოსღა თუ რიცხჳ ძეთა ისრაილისათაჲ, ვითარცა ქჳშაჲ, რომელი არა აღიწყოს და არცა აღირაცხოს, ნეშტი ოდენ ცხონდეს. და იყოს ადგილსა მას, სადა-იგი ეწოდოს მათ ძე ღმრტისა ცხოველისა.
1:11 და შეკრბენ ძენი იუდაჲსნი და ძენი ისრაილისანი ერთად, და დაიდგინონ თავისა მათისა მთავარი ერთი, და აღმოვიდენ ქუეყანისა მისგან, რამეთუ დიდ არს დღე იგი იეზრაელისა.

© 2010, გია შერვაშიძე