კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ზაქარია »
ზაქარია 1
ზაქარია 2
ზაქარია 3
ზაქარია 4
ზაქარია 5
ზაქარია 6
ზაქარია 7
ზაქარია 8
ზაქარია 9
ზაქარია 10
ზაქარია 11
ზაქარია 12
ზაქარია 13
ზაქარია 14

« ზაქარია 10 [BIB - xx] »
10:1 ითხოეთ წჳმაჲ უფლისაგან ჟამიერად მსთუაჲ და მცხეუედი, უფალმან ქმნნა საოცარნი და წჳმაჲ საზამთროჲ მისცეს მათ, თითოეულსა მწუანვილსა ველისა შორის
10:2 მით, რამეთუ აღმომჴმობელთა თქუნეს შრომანი, და მისანთა ხილვანი მტყუარნი თქუნეს და მესიზმრენი ნუგეშინის-სცემდეს ცუდთა, ამისთჳს განჴმეს სამწყსო და იგუემნეს, რამეთუ არა იყო კურნებაჲ.
10:3 განძჳნდა გულისწყრომაჲ ჩემი მწყემსთა ზედა და კრავთა ზედა მივიხილო, და ზედ მიიხილოს უფალმან ღმერთმან, ყოვლისა მპყრობელმან, სამწყსოსა მისსა, სახლსა იუდაჲსსა და დააწესნეს იგინი, ვითარცა ცხენნი მისნი შუენიერნი ბრძოლასა შინა.
10:4 და მისგან ზედ მოიხილა, და მისგან განაწესა, და მისგან მშჳლდი გულისწყრომითი, და მისგან გამოვიდეს ყოველნი მდევნელნი მის შორის.
10:5 და იყვნენ, ვითარცა მებრძოლნი მთრგუნველნი თიჴასა გზათა ზედა ბრძოლასა შინა და განეწყუნენ, რამეთუ უფალი მათ თანა და სირცხჳლეულ იქმნენ აღმავალნი ცხენთა.
10:6 და განვაძლიერო სახლი იუდაჲსი და სახლი იოსებისი ვაცხოვნო. და დავამკჳდრნე იგინი, რამეთუ შევიყუარენ იგინი. და იყოს, ვითარსახედ არ გარემივაქციენ იგინი, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი და შევისმინო მათი.
10:7 და იყვნენ, ეითარცა მბრძოლნი ეფრემისნი. და მხიარულ იყოს გული მათი, ვითარცა ღჳნისა მიერ და შვილთა მათთა იხილონ და იშუებდენ და იხარებდეს გული მათი უფლისა მიერ.
10:8 აღვნიშნნე იგინი და შევიწყნარნე იგინი მით, რამეთუ ვიჴსნი მათ და განმრავლდენ, ვითარ-იგი იყუნეს მრავალ.
10:9 და განვსთესნე იგინი ერთა შორის და შორიელნი მომიჴსენებდენ მე. განზარდნენ შვილნი მათნი და მოაქცინენ.
10:10 და მოვაქცინე იგინი ქუეყანით ეგჳპტისაჲთ და ასურასტანელთაგან, შევიწყნარნე იგინი და გალაადიტისა მიმართ და ლიბანისა მიმართ შევიყვანნე იგინი და არა შესცთეს მათგანი არცა ერთი.
10:11 და შევიდენ ზღჳსა შორის იწროჲსა და დასცნენ ზღჳსა შორის ღელვანი და განჴმენ ყოველნი სიღრმენი მდინარეთანი. და აღებულ იქმნეს ყოველი გინება ასსურასტანელთაჲ და სკიპტრაჲ ეგჳპტისაჲ მოისპოს.
10:12 და განვაძლიერნე იგინი უფლისა მიერ ღმრთისა მათისა და სახელისა მიმართ მისისა იქადოდიან, - იტყჳს უფალი.

© 2010, გია შერვაშიძე