2:1 |
და აღვიხილენ თვალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, მამაკაცი და ჴელსა შინა მისსა საბელი სასაქუეყანისმზომელი. |
2:2 |
და ვთქუ მისდამი: სადა წარხუალ შენ? და თქუა ჩემდამო: განზომად იერუსალიმისა, ხილვად, რაოდენი სივრცე მისი და რაოდენი არს სიგრძე. |
2:3 |
და, აჰა, ანგელოზი მზრახვალი ჩემ შორის დადგა და ანგელოზი სხუა გამოვიდოდა შემთხუევად მისსა |
2:4 |
და თქუა მისდამი მეტყუელმან: რბიოდე და თქუ ჭაბუკისა მის მიმართ მეტყუელმან: ნაყოფიერად დაემკჳდროს იერუსალიმი სიმრავლისაგან კაცთა და საცხოვართა მის შორისთაჲსა. |
2:5 |
და მე ეიყო მისდა, - იტყჳს უფალი, - ზღუდე ცეცხლისა გარემოჲს და დიდებად ვიყო შორის მისსა. |
2:6 |
ჵ, ჵ, ივლტოდე ქუეყანით ბღუარით, - იტყჳს უფალი, - რამეთუ ოთხთაგან ქართა შეგკრიბნე თქუენ, - იტყჳს უფალი. |
2:7 |
სიონად აღიწიენით. განერნეთ დამკჳდრებულნი ასულსა ბაბილონისასა |
2:8 |
მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკანა დიდებისა მიმავალნი მე წარმართთა ზედა წარმტყუენეელთა თქუენთა მით, რამეთუ შემხები თქუენი, ვითარცა შემხებელი გუგასა თუალისა მისისასა. |
2:9 |
მით, რამეთუ, აჰა, მე მივაწევ ჴელსა ჩემსა მათ ზედა და იყვნენ ტყუე მმონებელთა მათთა. და სცნათ, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, მომავლინა მე. |
2:10 |
ძნობდი და იშუებდ, ასულო სიონისაო, ამისთჳს, რამეთუ, აჰა, მოვალ და დავიმკჳდრო საშუალ შენსა, - იტყჳს უფალი. |
2:11 |
და მოივლტოდიან ნათესავნი მრავალნი უფლისა მიმართ მას დღესა შინა და იყუნენ მისდა ერად და დაეშენნენ შენ შორის. და სცნა, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან გამომავლინა შენდა მომართ. |
2:12 |
და დაიმკჳდროს უფალმან იუდაჲ და ნაწილი მისი ქუეყანასა ზედა წმიდასა და აღირჩიოს მერმე იერუსალიმი. |
2:13 |
ეშინოდედ ყოველსა ჴორცსა პირისაგან უფლისა, რამეთუ აღდგების ღრუბელთაგან წმიდათა მისთა. |