კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ზაქარია »
ზაქარია 1
ზაქარია 2
ზაქარია 3
ზაქარია 4
ზაქარია 5
ზაქარია 6
ზაქარია 7
ზაქარია 8
ზაქარია 9
ზაქარია 10
ზაქარია 11
ზაქარია 12
ზაქარია 13
ზაქარია 14

« ზაქარია 7 [BIB - xx] »
7:1 და იყო მეოთხესა წელსა დარიოსის ზე მეფისა და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიაჲს მიმართ მეოთხესა თთჳსა მეცხრისასა, რომელ არს ხასილევი.
7:2 და მიავლინა ბეთელად სარასარ და რაგომელიქ მეფემან და კაცთა მისთა მოწყალე-ყოფად უფლისა
7:3 და თქუმად მღდელთა მიმართ მყოფთა სახლსა შინა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისასა, და წინაწარმეტყუელთა მიმართ მეტყუელმან: შემოვიდა აქა თთუესა მეხუთეს სიწმიდე, ვითარ-იგი დაყუნეს, ეგერა, კმანი წელნი.
7:4 და იქმნა სიტყუა უფლისა ძალთაჲსა ჩემდამო მეტყუელი:
7:5 თქუ ყოვლისა მიმართ ერისა ქუეყანისაჲსა და მღდელთა მიმართ მეტყუელმან: იმარხვიდეთ თუ, ანუ ჰგოდებდეთ მეხუთეთა შინა, ანუ მეშჳდეთა შინა თთუესა და, აჰა, სამეოცდაათნი წელნი ნუთუ მარხვაჲ იმარხეთა ჩემდაჲ.
7:6 და უკუეთუ სჭამოთ ანუ სუათ, არა თქუენ სჭამთა და თქუენ სუამთ?
7:7 არა ესე არიანა სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი ჴელითა წინაწარმეტყუელთა წინაპართაჲთა, ოდეს იყო იერუსალიმი დამკჳდრებული და წარმართებული დაქალაქი გარემოჲს მისსა და მთობი და ველობი დამკჳდრებულ იყო?
7:8 და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიას მიმართ მეტყუელი:
7:9 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, მეტყუელი: სასჯელი სამართალი საჯეთ და წყალობასა და მშჯავრსა იქმოდეთ კაცნი მოყუსისა მიმართ თჳსისა
7:10 და ქურივსა და ობოლსა და მწირსა და მკოდოვსა ნუ ჰმძლავრობთ. და უკეთურებასა ძმისა თჳსისასა ნუ ძჳრისჰმოჴსენეობთ თითოეული თუალთა შინა თქუენთა.
7:11 და ეურჩნეს ყურადღებად და მისცეს ზურგი შეურაცხისმყოფელი და ყურნი მათნი დაიმძიმნეს არშესმენად
7:12 და გულნი მათნი დააწესნეს ურჩებად, არშესმენად სჯულისა ჩემისა და სიტყუანი, რომელნი მიავლინნა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, სულისა მიერ მისისა ჴელითა წინაწარმეტყუელთა პირველთათა; და იქმნა რისხვა დიდი უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა.
7:13 და იყოს ვითარსახედ თქუა და და ისმინეს მისი, - ეგრეთ ღაღადებდენ და არ შევისმინო, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, -
7:14 და განვჴადნე იგინი ყოველთა მიმართ წარმართთა, რომელნი არა უწყოდნეს და ქვეყანაჲ უჩინო იქმნეს უკანაგან მათსა, არა ვინ იყოს განმვლელისაგან დამქცევისა და დააწესეს ქუეყანა რჩეული უჩინოსაქმნელად.

© 2010, გია შერვაშიძე