კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ზაქარია »
ზაქარია 1
ზაქარია 2
ზაქარია 3
ზაქარია 4
ზაქარია 5
ზაქარია 6
ზაქარია 7
ზაქარია 8
ზაქარია 9
ზაქარია 10
ზაქარია 11
ზაქარია 12
ზაქარია 13
ზაქარია 14

« ზაქარია 11 [BIB - xx] »
11:1 და განახუენ, ლიბანო, კარნი შენნი, და შეჭამნეს ცეცხლმან ნაძუნი შენნი.
11:2 და ვალალაებდა პიტჳ მით, რამეთუ დაეცა ნაძჳ, რამეთუ დიდად საარებულ იქმნნეს დიდებულნი. ვალალაებდით მუხანი ბასანიტიდისანი, რამეთუ დაიფხურა მაღნარი ნერგოანი.
11:3 ჴმაჲ მგოდებელთა მწყემსთა, რამეთუ საარებულ იქმნა სიდიდე მათი. ჴმაჲ მყჳრალთა ლომთაჲ, რამეთუ საარებულ იქნეს ფრტჳნვანი იორდანისანი.
11:4 ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ჰმწყსით ცხოვართა დაკლვისათა,
11:5 რომელნი მომგებელთა დაკლნეს და შეინანეს და განმსყიდელნი მათნი იტყოდეს: კუერთხეულ არს უფალი, რამეთუ განვმდიდრდით. და მმწყსელნი მათნი არა ივნებდეს მათ ზედა არარას.
11:6 ამისთჳს არა ვერიდო არღა მერმე დამკჳდრებულთა ზედა ქუეყანისათა, - იტყჳს უფალი, - და, აჰა, მე მივსცემ კაცთა თითოეულსა ჴელთა მოყუსისა თჳსისასა და ჴელთა მეფისა თჳსისათა და დაჭრას ქუეყანა და არ განვარინო ჴელთაგან მათთაჲსა.
11:7 დავმწყსნე ცხოვარნი დაკლვისანი ხანაანიტისა შორის და მოვიხუნე თავისა ჩემისა ორნი კუერთხნი: ერთსა უწოდე შუენიერება და სხუასა უწოდე წილისსაზომი; დავმწყსნე ცხოვარნი
11:8 და აღვიხუნე სამნი მწყემსნი თთუესა შინა ერთსა და დამძიმდეს სული ჩემი მათ ზედა, და რამეთუ სულნი მათნი მწუხარეობდეს ჩემდამო.
11:9 და ვთქუ: არა გმწყსი თქუენ: მოკუდომადი - მოკუედინ, და მოკლებადი - მოაკლდინ და დაშთომილნი შეშჭამდენ კაცადი ჴორცთა მოყუსისა თჳსისათა.
11:10 და მოვიღო კუერთხი ჩემი შუენიერი და განვაგდო იგი განსაქარვებელად აღთქმისა ჩემისა, რომელი აღუთქუ ყოველთა მიმართ ერთა.
11:11 და განქარდეს მას დღესა შინა, და იცნნენ ქანანელთა ცხოვარნი დაცულნი ჩემნი მით, რამეთუ სიტყუა უფლისაჲ არს.
11:12 და ვთქუ მათდა მიმართ: უკეთუ კეთილ არს წინაშე თქუენსა, მოეცით, აღწონეთ სასყიდელი ჩემი, ანუ უკუნ თქჳთ.
11:13 და აღწონეს სასყიდელი ჩემი ოცდაათნი ვეცხლნი და თქუა უფალმან ჩემდამო: დასხენ ეგენი გამოსადნობელსა და განიხილე, უკეთუ გამოცდილ არს, ვითარსახედ გამოვიცადე მათთჳს და მოვიხუენ ოცდაათნი ვეცხლნი და შევიხუენ სახიდ უფლისა სადნობელად მიმართ.
11:14 და განვაგდე კუერთხი მეორე წილისსაზომი განსაქარვებელად აღთქმისა ჩემისა, საშუალ იუდაჲსსა, და საშუალ ისრაჱლისა.
11:15 და თქუა უფალმან ჩემდამო: მერმე მოიხუენ თავისა შენისად ჭურჭელნი სამწყემსონი მწყემსისა გამოუცდელისანი
11:16 მით, რამეთუ, აჰა, მე აღვადგინო მწყემსი წარმართი ქუეყანასა ზედა: მოკლებული არ მოიხილოს, და განბნეული არ მოიძიოს, და შემუსრვილი არ განკურნოს, და მრთელსა არა წარუმართოს და ჴორცნი რჩეულთანი შეჭამნეს და ფერჴნი მათნი გარდააქცინეს.
11:17 ჵ, რომელნი ჰმწყსიან ამაოთა და დაუტევებენ ცხოვართა! მახჳლი მკლავსა ზედა მისსა და თუალნი მისნი მარჯუენესა მისსა. და მკლავნი მისნი განჴმობით განჴმეს და თუალი მისი მარჯუენე დამბრმალი დაბრმეს.

© 2010, გია შერვაშიძე