კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ზაქარია »
ზაქარია 1
ზაქარია 2
ზაქარია 3
ზაქარია 4
ზაქარია 5
ზაქარია 6
ზაქარია 7
ზაქარია 8
ზაქარია 9
ზაქარია 10
ზაქარია 11
ზაქარია 12
ზაქარია 13
ზაქარია 14

« ზაქარია 9 [BIB - xx] »
9:1 ნეშტი სიტყჳსა უფლისაჲ ქუეყანასა შინა სედრაქს და დამასკისა მსხუერპლი მას მით, რამეთუ უფალი ზედა ხედავს კაცთა და ყოველთა ტომთა ისრაჱლისათა
9:2 და ემათ, საზღუართა შორის მისთა, ტჳროსი და სიდონი, მით, რამეთუ იზრახეს ფრიად.
9:3 და აღაშენნა ტჳროსმან სიმაგრენი მისნი და დაიუნჯა ვეცხლი, ვითარცა მიწა და ოქროჲ, ვითარცა თიჴა გზისა.
9:4 ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი: დაიმკჳდრნეს იგინი და დაჴადოს ზღუად ძალი მისი და იგი ცეცხლისა მიერ განილიოს.
9:5 იხილოს ასკალონმან და შეეშინოს და ღაზამა შეელმეს ფრიად და აკკარონმან, რამეთუ ჰრცხუენა ქმნილსა ზედა მისსა და წარწყმდეს მეფე ღაზით დ ასკალონი არდამკჳდრებულ იქმნნეს.
9:6 და დაემკჳდრნენ სხუაჲ ნათესავნი აზოტეს შინა და დავამჴუა გინება უცხოტომთა.
9:7 და აღვიღო სისხლი მათი პირისაგან მათისა და საძაგელებანი მათნი საშუალისაგან კბილთა მათთასა, ხოლო დაუშთენ ესენიცა ღმერთსა ჩუენსა და იყვნენ, ვითარცა ათასისთავი იუდაჲს შორის, აკკარონი, ვითარცა იებუსელი.
9:8 და მოუგუარო სახლსა ჩემსა აღმართებაჲ, არა სიარულად, არცა კუალადქცევა, და არა მივიდეს მათ ზედა არღა მერმე მდევნელი; მით, რამეთუ აწ ვიხილე თვალთა მიერ ჩემთა.
9:9 იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდ, ასული იერუსალჱმისაჲ. აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, თავადი მშჳდი, და მჯდომარე კარაულსა ზედა, და კიცუსა ახალსა.
9:10 და მოსრას ეტლები ეფრემისაგან და ცხენები იერუსალჱმისაგან და მოისპოს მშჳლდი საბრძოლელი და სიმრავლე და მშჳდობა წარმართთაგან. და ემთავროს წყალთა ვიდრე ზღუადმდე და მდინარეთა მომვლელთა ქუეყანისათა.
9:11 და შენ სისხლითა აღთქმისა შენისათა განავლინენ კრულნი შენნი მღჳმისაგან არმქონებელისა წყალსა.
9:12 და დაისხნენ სიმაგრესა შინა კრულნი შესაკრებელისანი და ნაცვლად ერთისა დღისა მსხემობისა შენისა უკუნსცნენ მრჩობლნი
9:13 მით, რამეთუ მოგირთხენ თავისა ჩემისა მშჳლდად იუდა, გარდაუცუ, ეფრემ, და აღვადგენ შვილთა შენთა, სიონ, შვილთა ზედა ელლენთასა და გამოგიძევ შენ, ვითარცა მახჳლსა მბრძოლისასა,
9:14 და იყოს უფალი მათ ზედა. და გამოვიდეს, ვითარცა ელვა, ისარი, და უფალმან ღმერთმან, ყოვლისა მპყრობელმან, ნესტჳსა მიერ დანესტოს და ვიდოდის ძრვისა მიერ ქადებაჲ მისი.
9:15 უფალი, ყოვლისა მპყრობელი, შეეწევის ამათ, და განჰლევენ მათ და შთაჰფლვენ მათ ქვათა მიერ შურდულისათა და შესუმენ სისხლსა მათსა, ვითარცა ღჳნოსა, და აღავსებენ ფიალთა, ვითარცა საკურთხეველსა.
9:16 და აცხოვნეს იგინი უფალმან ღმერთმან დღესა შინა, ვითარცა ცხოვარნი, ერი მისი მით, რამეთუ ქვანი წმიდანი გორვენ ქვეყანასა ზედა მისსა,
9:17 რამეთუ, რაჲცა სახიერ მისსა, და რაჲცა კეთილ მისსა იფქლი ჭაბუკიდთა და ღჳნოჲ მსულნელობი ქალწულთა.

© 2010, გია შერვაშიძე