კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ზაქარია »
ზაქარია 1
ზაქარია 2
ზაქარია 3
ზაქარია 4
ზაქარია 5
ზაქარია 6
ზაქარია 7
ზაქარია 8
ზაქარია 9
ზაქარია 10
ზაქარია 11
ზაქარია 12
ზაქარია 13
ზაქარია 14

« ზაქარია 5 [BIB - xx] »
5:1 და მოვიქეც და იხილეს თუალთა ჩემთა: და, აჰა, მანგალი მფრინვალე.
5:2 და თქუა ჩემდამო: რასა ხედავ შენ? და ვთქუ: მე ვხედავ მანგალსა მფრინვალესა, სიგრძით წყრთათა ოცთასა.
5:3 და თქუა ჩემდა მომართ: ესე წყევაჲ გამომავალი პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა მით, რამეთუ ყოველი მპარავი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე შურისძიებულ იქმნეს. და ყოველი ცრუფიცი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე შურისძიებულ იქმნეს.
5:4 და განვასწორო იგი, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი, - და შევიდეს იგი სახიდ მპარავისა და სახით მფუცავისა სახელსა ჩემსა ცრუსა ზედა და დაარღჳოს საშუალ სახლისა მისისა და მოასრულოს იგი და ძელნი მისნი და მოასრულნეს ქვანი მისნი.
5:5 და განვიდა ანგელოზი მზრახვალი ჩემ შორის და თქუა ჩემდამო: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილე გამომავალი ესე.
5:6 და ვთქუ: რაჲ არს? და მრქუა: ესე საზომი გამომავალი. და თქუა: ესე უსამართლოება ყოველსა შორის ქუეყანასა მათსა.
5:7 და, აჰა, ტალანტი ბრპენისაჲ აღღებული. და, აჰა, დედაკაცი ერთი ჯდა საშალ საზომისა
5:8 და თქუა: ისი არს უსჯულოება. და დააგდო იგი საშუალ საზომისა და შთაუგდო ქვაჲ ბრპენისაჲ პირსა მისსა.
5:9 და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და ვიხილე. და, აჰა, ორნი დედანი გამომავალნი და სული ფრთეთა შორის მათთა და მათ აქუნდეს ფრთენი, ვითარცა ფრთენი ოფოფისანი, და აღიღეს საზომი საშუალ ქუეყანისა და საშუალ ცისა.
5:10 და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: სადა მიიღებენ ისინი საზომსა?
5:11 და ჰრქუა ჩემდამო: აღშენებად მისდა სახლსა ქუეყანასა შინა ბაბილონისასა და განმზადებად და დადვან იგი მუნ, განმზადებასა ზედა მისსა.

© 2010, გია შერვაშიძე