13:1 |
მას დღესა შინა იყოს ყოველი ადგილი წყარო განღებულ სახლსა დავითისსა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა გარდასაძრველად და ცოდვილთათჳს დასაპკურებლად. |
13:2 |
და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი საბაოთ, - მოვსპო სახელები კერპთაჲ ქუეყანისაგან და არღა მერმე იყოს ჴსენებაჲ მათი და ცრუწინაწარმეტყუელნი და სული არაწმიდაჲ აღვიღო ქუეყანისაგან. |
13:3 |
და იყოს, უკეთუ იწინაწარმეტყუელოს კაცმან მერმე და თქუას მისსა მიმართ მამამან მისმან და დედამან მისმან: არ ცოცხალ იყო, რამეთუ ტყუილი ჰზრახე სახელითა უფლისაჲთა; და დააყენონ იგი მამამან მისმან და დედამან მისმან, მშობელთა მისთა, წინაწარმეტყუელებასა შინა მისსა. |
13:4 |
და იყოს მას დღესა შინა, სირცხჳლეულ იქმნენ წინაწარმეტყუელნი, თითოეული ხილვისაგან თჳსისა, წინაწარმეტყუელებასა შინა მისსა და შეიმოსონ ტყავი შავი ბალნისა ტყუილისა წილ. |
13:5 |
და თქუას: არა ვარ მე წინაწარმეტყუელი მით, რამეთუ კაცი ქუეყანისმოქმედი ვარ მე, რამეთუ კაცმან მშვა მე სიჭაბუკით ჩემითგან. |
13:6 |
და ვთქუ მისდა მიმართ: რაჲ არს წყლულნი ეგე საშუალ ჴელთა შენთა? და თქუა: რომლითა ვიწყალ სახლსა შორის საყუარელისა ჩემისასა. |
13:7 |
მახჳლი აღდგებინ მწყემსსა ზედა ჩემსა და მამაცსა ზედა მოქალაქესა მისსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაეც მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი! და მივავლინო ჴელი ჩემი მწყემსთა ზედა. |
13:8 |
და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ყოველსა შორის ქუეყანასა, ორნი ნაწილნი მის შორის მოისპნენ და მოაკლდენ, ხოლო მესამე დაშთეს მის შორის. |
13:9 |
და განვავლო მესამედი ცეცხლისა მიერ და განვაჴურვნე იგინი, ვითარცა განჴურდების ვეცხლი, და გამოვცადნე იგინი, ვითარცა გამოიცდების ოქროჲ: ესრეთ უწოდდეს სახელსა ჩემსა და მე ვისმინო მისი და ვთქუა: ერი ჩემი არს ესე, და მან თქუას: უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ. |