კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ზაქარია »
ზაქარია 1
ზაქარია 2
ზაქარია 3
ზაქარია 4
ზაქარია 5
ზაქარია 6
ზაქარია 7
ზაქარია 8
ზაქარია 9
ზაქარია 10
ზაქარია 11
ზაქარია 12
ზაქარია 13
ზაქარია 14

« ზაქარია 6 [BIB - xx] »
6:1 და მოვაქციე თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ოთხნი ეტლნი გამომავალნი საშუალ ორთა მთათასა და მთანი იყუნეს მთანი რვალისანი.
6:2 და ეტლსა შორის პირველსა ცხენნი ხსედნი, და ეტლსა შორის მეორესა ცხენნი შავნი,
6:3 და ეტლსა შორის მესამესა ცხენნი თეთრნი, ეტლსა შორის მეოთხესა ცხენნი ჭრელნი და სინიბნი.
6:4 და მიუგე და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: რაჲ არიან ესენი, უფალო?
6:5 და მომიგო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის და თქუა: ესე არიან ოთხნი ქარნი ცისანი, გამოვლენ წარდგომად უფლისა ყოვლისა ქუეყანისასა,
6:6 რომლისა შორის იყვნეს ცხენნი შავნი ქუეყანასა ზედა ბღუარსა, და თეთრნი გამოვიდეს უკანა მათსა, და ხსედნი გამოვიდეს ქუეყანასა ჩრდილოსა,
6:7 და ჭრელნი და სინიბნი გამოვიდეს და ზედ მოიხილვიდეს გარემოვლად ყოვლისა ქუეყანისა. და თქუა: წარვედით და გარემოვლეთ ქუეყანაჲ. და გარემოვლეს ქუეყანაჲ.
6:8 და აღიჴმო და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: აჰა, გამომავალთა ქუეყანასა ზედა ბღუარსა განუსუენეს გულისწყრომასა ჩემსა ქუეყანასა შორის ბღუარსა.
6:9 და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:
6:10 მიიღე ტყუეობათაგან, მთავრობათაგან და პატივცემულთაგან მისთა და შემეცნებულთაგან მისთა და შეხჳდე შენ მას დღესა შინა სახიდ იოსია სოფონიაჲსისა, დამკჳდრებულისა ბაბილონს.
6:11 და მიიღო ვეცხლი და ოქროჲ, და შეჰქმნა გჳრგჳნი და დაადგა თავსა ზედა იისუ იოსედეკისსა, მღდელისა დიდისასა.
6:12 და სთქუა მისდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: აჰა, მამაკაცი, აღმოსავალი სახელი მისი, და ქუეშე კერძო მისსა აღმოჰჴდეს და აღაშენოს სახლი უფლისაჲ
6:13 და მან მიიღოს სათნოება და დაჯდეს და მთავრობდეს საყდარსა ზედა მისსა და იყოს მღდელი მარჯუენით მისსა და განზრახვაჲ მშჳდობით იყოს საშუალ ორთასავე.
6:14 ხოლო გჳრგჳნი იყოს მოთმინეთა და საჴმართათჳს მისთა, და შემეცნებულთა მისთა, და მადლად ძეთა სოფონიასთა, და საფსალმუნებლად სახლსა შინა უფლისასა.
6:15 და შორიელნი მისგან მოვიდენ და აშენებდენ სახლსა შორის უფლისასა. და ცანთ, ვითარმედ უფალმან ყოვლისა მპყრობელმან, გამომავლინა მე თქუენდამი. და იყოს, უკეთუ მსმენელთა ისმინოთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისა.

© 2010, გია შერვაშიძე