8:1 |
და იქმნა სიტყუა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, მეტყუელი: |
8:2 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვაშურვე სიონსა და იერუსალიმსა შური დიდი და გულისწყრომასა დიდსა ვეშურვე მას. |
8:3 |
ამათ იტყჳს უფალი: მოვიქცე სიონსა ზედა და დავემკჳდრო შორის იერუსალჱმსა და ეწოდოს იერუსალიმსა ქალაქი ჭეშმარიტი და მთასა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისასა, მთაჲ წმიდაჲ. |
8:4 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე სხდენღა მოხუცებულნი და მოხუცებულთანი უბანთა შორის იერუსალჱმისათა: თჳთეული კუერთხისა თჳსისა მქონებელი ჴელსა მისსა სიმრავლისაგან დღეთაჲსა. |
8:5 |
და უბანნი ქალაქისანი აღივსნენ ყრმებითა და ქალებითა მომღერლებითა უბანთა შორის მისთა. |
8:6 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკეთუ უძალოობდეს წინაშე ყოველთა ნეშტთა ამის ერისათა მათ დღეთა შინა, ნუ წინაშეცა ჩემსა უძალოობდეს, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი. |
8:7 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: აჰა, მე აღმოუწოდო ერსა ჩემსა ქუეყანისაგან აღმოსავალთასა და ქუეყანისაგან დასავალთაჲსა. |
8:8 |
და შევიყვანნე იგინი და დავაშენნე შორის იერუალჱმსა და იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად ჭეშმარიტებისა მიერ და სიმართლისა მიერ. |
8:9 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: განძლიერდინ ჴელნი თქუენნი მსმენელთანი ამათ დღეთა შინა. სიტყუათა ამათ პირისაგან წინაწარმეტყუელთაჲსა, რომლით დღითგან დაფუძნებულ არს სახლი უფლისაჲ, ყოვლისა მპყრობელისაჲ, და ტაძარი ოდითგან აღშენებულ არს. |
8:10 |
მით, რამეთუ უწინარეს მათ დღეთასა მიზდი კაცთაჲ არ იყოს მოსასყიდელად და მიზდი საცხოვართაჲ არა არს და გამომავალისა და შემავალისა არა იყოს მშჳდობა ჭირისაგან და განვავლენ ყოველთა კაცთა, თითოეულსა მოყუსისა მიმართ თჳსისა. |
8:11 |
და აწ არა დღეთაებრ წინაპართა უყოფ მე ნეშტთა ამის ერისათა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - |
8:12 |
არამედ ოდეს უჩუენო მშჳდობა, ვენაჴმან მოსცეს ნაყოფი მისი, და ქუეყანამ მოსცეს ნაშრომნი თჳსნი, და ცამან მოსცეს ცუარი მისი და დაუმკჳდრე დაშთომილთა ერისა ჩემისათა ესე ყოველნი. |
8:13 |
და იყოს: ვითარსახედ იყვენით წყევასა შინა წარმართთა შორის სახლი იუდაჲსი და სახლი ისრაჱლისაჲ, ეგრეთ განგარინნე თქუენ და იყუნეთ კურთხევასა შინა; მინდობით იყვენით და განძლიერდით ჴელითა მიერ თქუენთა! |
8:14 |
მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვითარსახედ ვიგულე განბოროტება თქუენი, განრისხებასა შინა ჩემსა მამათა მიერ თქუენთა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, |
8:15 |
და არ შევინანე, ეგრეთ განმიწესებიეს და გულადმიღიეს ამათ დღეთა შინა კეთილისყოფაჲ იერუსალჱმისაჲ და სახლისა იუდაჲსი: კადნიერ იყვენით! |
8:16 |
ესე არიან სიტყვანი, რომელნი ჰყვნეთ: იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა და საშჯელი მშჳდობითი სიმართლით საჯეთ ბჭეთა შორის თქუენთა. |
8:17 |
და თითოეული უკეთურებასა მოყუსისა თჳსისა ნუ ჰსიტყუავთ გულთა შინა თქუენთა და ფიცი ცრუჲ ნუ გიყუარსყე; მით, რამეთუ ესე ყოველნი მოვიძულენ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი. |
8:18 |
და იყო სიტყუა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, ჩემდამო მეტყუელი. |
8:19 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მარხვაჲ მეოთხე, და მარხვაჲ მეხუთე, და მარხვაჲ მეშჳდე, და მარხვაჲ მეათე - იყვნენ სახლსა იუდაჲსსა სიხარულად და შუებად, და დღესასწაულებად კეთილებად და იშუებდით და ჭეშმარიტება და მშჳდობა შეიყუარეთ. |
8:20 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე მოვიდენ ერნი მრავალნი და მკჳდრნი ქალაქთა მრავალთა |
8:21 |
და თან შემოვიდენ დამკჳდრებულნი ქალაქთა ხუთთა ქალაქად ერთად მეტყუელნი: მივიდეთ ვედრებად პირისა უფლისა გამოძიებად პირისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა, და მივიდე მეცა |
8:22 |
და მოვიდნენ ერნი მრავალნი ძიებად პირისა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, იერუსალჱმს შინა ლხინებად-ყოფად პირი უფლისაჲ. |
8:23 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მათ დღეთა შინა, უკეთუ მოეკიდნენ ათნი მამაცნი ყოველთაგან ნათესავთა ენათაჲსა და მოეკიდნენ ფესუსა მამაცისა იუდეანისასა მეტყუელნი: მოვიდეთ შენ თანა მით, რამეთუ გუესმა, ვითარმედ ღმერთი თქუენ შორის არს. |