10:1 |
ამისა შემდგომად მოკუდა მეფე ძეთა ამონისთა, და მეფობდა ანონ, ძე მისი, მის წილ. |
10:2 |
და ჰრქუა დავით: ვყო წყალობა ანონის თანა, ძისა ნაასისა, ვითარცა-იგი ყო მამამან მისმან ჩემთჳს. და მოუვლინნა დავით ნუგეშინის-მცემელად მონანი თჳსნი მამისათჳს მისისა. და მივიდეს მონანი დავითისნი ქუეყანასა ძეთა ამონისთასა. |
10:3 |
მიუგეს მთავართა ამონისთა ანონს, უფალსა თჳსსა, და ჰრქუეს. არა თუ სადიდებელად შენდა მოავლინნა დავით მამისა შენისათჳს ნუგეშინის-მცემელნი, არამედ მსტოვრად მოავლინა ქალაქისა ამის და ქუეყანისა შენისა, რათა განიხილონ და უთხრან დავითს. |
10:4 |
ვითარცა ესმა ანონს, შეიპყრნა მონანი დავითისნი და დაჰყჳნა ნახევარი თმა წვერისანი და მოჰკუეთნა კალთანი სამოსელთა მათთანი და განუტევნა იგინი. |
10:5 |
ვითარცა ესმა ესე დავითს, მიაგებნა კაცნი და იხილნეს მონანი იგი განკიცხულნი ფრიად. და მიუმცნო დავით, ვითარმედ: დადეგით მანდავე, იერიქოდ, ვიდრემდის აღორძნდეს თმანი წვერისა თქუენისანი და მაშინღა მოდით! |
10:6 |
ხოლო რაჟამს იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ განიკიცხნეს მონანი დავითისანი, მოიყიდეს ერი ასური, რობუა და ასური სობასნი ოცი ათასი ერი მკჳრცხლე და მეფე ბაქია ათასითა ერითა და სოტობა ათორმეტი ათასითა ერითა. |
10:7 |
და ვითარცა ესმა დავითს, წარავლინა სპასპეტი თჳსი იოაბ და ყოველი ერი მის თანა. |
10:8 |
და გამოვიდეს ძენი ამონისნი და განეწყვნეს წინაშე ბჭეთა მის ქალაქისათა ასურასტანელთა სუბას, რობას და ისტობის და მელქათაგან, იყუნენ ველსა განწყობით. |
10:9 |
ვითარცა იხილა იოაბ, რამეთუ განწყობილ იყუნეს პირისპირ მათსა, გამოარჩინა ყოველნი ჭაბუკნი ძლიერნი ძეთაგან ისრაჱლისათა და განაწყო პირისპირ ასურთა მათ. |
10:10 |
ხოლო სხვა იგი ერი მისცა აბესას, ძმასა თჳსსა, და განაწყვნა პირისპირ ძეთა ამონისთა. |
10:11 |
და ჰრქუა იოაბ აბესას: უკუეთუ განძლიერდენ ასურნი, შენ მოვედ შეწევნად ჩუენდა, და უკუეთუ ძენი ამონისნი განძლიერდენ, ჩუენ მოვიდეთ ძალად თქუენდა! |
10:12 |
მჴნე იყავ და განძლიერდი ერსა ჩუენსა ზედა და ბრძოდე ქალაქთათჳს ღმრთისა ჩუენისათა და უფალმან ყავნ კეთილი ჩუენ ზედა! |
10:13 |
და ვითარცა ესე სიტყუანი თქუნა, შეამტკვებარა იოაბ ყოველი იგი ერი და დიდითა ძლიერებითა ზედამიუჴდეს ერსა მას ასურთასა და მუნთქუესვე მეოტად წარქცეულნი ქალაქად შესთხინეს. |
10:14 |
და ვითარცა იხილეს ძეთა ამონისთა მეოტად ასურნი იგი, მეოტ იქმნნეს იგინიცა პირისაგან აბესაჲსისა და შეცჳვეს ქალაქად, ხოლო იოაბ გარემოიქცა და წარვიდა იერუსალჱმდ. |
10:15 |
და იხილნეს რაჲ ასურნი უძლურად წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, შეკრბეს ყოველი ერთბამად. |
10:16 |
და მიავლინა ადრაზარ და შეკრიბნა ასურასტანელნი იგი, რომელ იყო წიაღ მდინარესა ქალამას, და მოვიდეს და მოიწინეს ელამს და სუბად, ერისთავი იგი ადაზარისი, წინამძღურად მათდა. |
10:17 |
და ვითარცა ესმა დავითს, უბრძანა შეკრებაჲ ყოვლისა ერისა ისრაჱლისა. და წიაღჴდეს იორდანეს მდინარესა და მოვიდეს ქალამად და განეწყო ასური იგი წინაშე პირსა დავითისასა და ბრძოლა-უყვეს. |
10:18 |
და მეოტ იქმნა ასურასტანელი იგი პირისაგან ისრაჱლისა. და მოსწყჳდა დავით ერისა მისგან ასურთაჲსა შჳდასი მჴედარი ერი სპარაზენი და ორმოცი ათასი მკჳრცხლი ფაროსანი და მოკლა ერისთავი სობაკ. |
10:19 |
და იხილეს რა ყოველთა მათ მეფეთა, რომელნი-იგი ძალად მოსრულ იყუნეს ადრაზარისსა, რამეთუ ძლევასა მიეცნეს წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, აღთქმა აღუთქუეს და მონად დაემორჩილნეს ძეთა ისრაჱლისათა, და შეიშინეს ასურთა მათ და არღარა მოვიდეს ძალად ძეთა მათ ამონისთა. |