კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« II მეფეთა »
II მეფეთა 1
II მეფეთა 2
II მეფეთა 3
II მეფეთა 4
II მეფეთა 5
II მეფეთა 6
II მეფეთა 7
II მეფეთა 8
II მეფეთა 9
II მეფეთა 10
II მეფეთა 11
II მეფეთა 12
II მეფეთა 13
II მეფეთა 14
II მეფეთა 15
II მეფეთა 16
II მეფეთა 17
II მეფეთა 18
II მეფეთა 19
II მეფეთა 20
II მეფეთა 21
II მეფეთა 22
II მეფეთა 23
II მეფეთა 24

« II მეფეთა 11 [BIB - xx] »
11:1 და იყო, მერმესა მას წელსა გამოსლვასა მეფეთასა წარავლინა დავით იოაბ და ყოველი ერი ისრაჱლისაჲ; და მოსრნა ყოველნი ძენი ამონისნი და გარემოადგა და მოიცვა ქალაქი იგი ჰრაბათისაჲ. და დავით დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს.
11:2 და დღესა ერთსა მიმწუხრი გამოვიდა დავით სასუენებლით თჳსით და იქცეოდა ერდოსა ზედა ტაძრისა სამეფოსასა. და იხილა, მიერ ერდოჲთ დედაკაცი ერთი იბანებოდა რა სამოთხესა შინა თჳსსა, და იყო დედაკაცი იგი ქმნულკეთილ ფრიად.
11:3 და მოყვანებად-სცა დედაკაცი იგი და სახელი ერქვა ბერსაბეე, ასული იყო ელეაჲსი, ცოლი ურია ქეტელისა.
11:4 და მიავლინნა დავით და მოიყვანა დედაკაცი, და შევიდა მის თანა და დაისუენა. და იგი ოდენ დაბანილ იყო წესისაგან თჳსისა.
11:5 და წარვიდა მისგან მიდგომილი სახიდ თჳსად და მოუმცნო დავითს, ვითარმედ: უწყოდე, რამეთუ მიდგომილ ვარ შენგან!
11:6 და მიავლინნა დავით იოაბისსა და მიუმცნო, ვითარმედ: ადრე მომივლინე ურია ქეტელი! და იოაბ წარმოავლინა მსწრაფლ ურია დავითისსა. მოვიდა ურია და შევიდა დავითისსა.
11:7 და იწყო კითხვად დავით ურიასსა და ჰრქუა: ცოცხლებით არსა იოაბ და ცოცხლებით არსა ერი იგი? მიუგო მან: ცოცხლებით!
11:8 და ჰრქუა დავით: წარვედ სახედ შენდა, დაიბანენ ფერჴნი შენნი და განისუენე! და განვიდა ურია პირისაგან მეფისა, გარნა გამოსცა ნიჭი მეფემან,
11:9 სახიდ თჳსად არა წარვიდა, არამედ ბჭეთა სამეფოსა ტაძრისათა მონათა თანა უფლისა თჳსისა განისუენა.
11:10 მიუთხრეს დავითს, რამეთუ არა წარვიდა ურია სახიდ თჳსა. და მიუგო დავით ურიასა: არა გზით მოსრულ ხარა შენ, რად არა შეხვედ სახიდ შენდა?
11:11 მიუგო ურიამ და ჰრქუა: კიდობანი იგი სჯულისა უფლისა და ყოველი ერი ისრაჱლი და იუდასი დგანან გარე კარავთა. და იოაბ, უფალი იგი ჩემი, დგას წინაშე განწყობილსა და მე ვითარ შევიდე სახიდ ჩემდა ჭამად და სმად და განცხრომად ცოლისა ჩემისა თანა? მზესა შენსა ვფუცავ და სიყუარულსა თავისა შენისასა, რამეთუ არა ვყო საქმე ეგე!
11:12 და ჰრქუა დავით ურიას: დადეგ დღესა აქა და ხვალე წარგავლინო შენ. და დადგა ურია დღესა მას იერუსალჱმსა.
11:13 და ხვალისაგან შეუწოდა დავით ურიასა და პურის ირთო, ჭამა და სვა წინაშე მეფისა, იხარებდა და დაითრო. ვითარცა დამწუხრდა, მივიდა ბჭეთა მის ტაძრისათა მსახურთა თანა უფლისა თჳსისათა, სახედ მისა არა მივიდა.
11:14 და განთენა, დაწერა წიგნი მეფემან და მიუძღუანა იგი იოაბს ჴელითა ურიასათა.
11:15 და წიგნი იგი მიწერა ესრეთ, ვითარმედ: მიჰმარჯვე ურია მას ძნელსა და თქუენ მეყსეულად ფერჴი დაიპყართ, რათა მოკლან იგი.
11:16 და იყო, რაჟამს გარემოადგა იოაბ ქალაქსა მას, მიავლინა ურია იოაბ ადგილსა ძნელსა, სადა-იგი ახოვანნი მის ქალაქისანი დგეს.
11:17 და მოუჴდეს კაცნი იგი მის ქალაქისანი და ბრძოლა-უყვეს იოაბს. და დაეცა ერი მრავალი შერევასა მას სიტყჳთა დავითისითა და მოკლეს ურია ქეტელი.
11:18 მას ჟამსა წარავლინნა იოაბ მოციქულნი, რათა უთხრან დავითს ყოველივე საქმე ბრძოლისა.
11:19 და ჰრქუა იოაბ მოციქულთა მათ: რაჟამს უთხრათ საქმე ესე ბრძოლისა მეფესა, პირველად ესე თქჳთ-სიფიცხლე ბრძოლისა ამისა.
11:20 და უკუეთუ განრისხდეს მეფე მოსრვისა ერისათჳს და გრქვას შენ: რასათჳს ეგოდენ შეეჴლენით ზღუდესა მის ქალაქისასა? თქუენ არა იცოდეთა, ვითარმედ ზეგარდამო უსაზომო მოსრვა შეემთხუევის ერსა მას?
11:21 ვინ მოკლა აბიმელექ, ძე იერობოელისი, ძისა ნერისი? არა დედაკაცმან ერთმან გარდამოსტყორცნა ფქვილისა საფქველისა ნატეხი და მიამთხჳა და მოკლა იგი თამიშს? და აწ თქუენ რად ეგოდენ შეუჴედით ზღუდესა მას? ოდეს ამასა იტყოდის, თქუენ ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მონა შენი, ურია ქეტელი, მოიკლა!
11:22 და მოვიდა მოციქული იგი იოაბისა იერუსალჱმდ მეფესა თანა და უთხრა ესე ყოველი დავითს - იობისმიერი ბრძანებული და ყოველი საქმე ბრძოლისა.
11:23 მიუგო მოციქულმან მან, ჰრქუა დავითს: განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა ჩუენ ზედა, რამეთუ გუნდი ერთი ძლიერი გამოგჳჴდა ჩვენ ველად და ჩუენ მუნით მეოტად წარვიქციენით და შევყარენით იგინი ბრჭეთა მის ქალაქისათა.
11:24 და განამრავლეს ისარნი მათნი ზღუდით გარდამო მონათა ზედა მეფისათა და მოსწყჳტეს მუნ მონანი შენნი და მონაცა შენი, ურია ქეტელი, მოიკლა.
11:25 მიუგო დავით მოციქულსა მას და ჰრქუა: ესრეთ უთხარ იოაბს, ვითარმედ: ნუ უმძიმეს-გიჩნს საქმე ეგე, რომელი იქმნა, რამეთუ ღუაწლი ბრძოლისა სადმე ესრეთ არიან და სადმე-ეგრეთ. აწ შენ განაძლიერე ღუაწლი ბრძოლისა ქალაქსა მაგას ზედა და დაარღჳე ეგე!
11:26 ვითარცა ესმა ესე ცოლსა ურიასსა, ვითარმედ მოკუდა ქმარი მისი, ტყებად იწყო და იგლოვდა ქმარსა თჳსსა.
11:27 და ვითარცა წარჴდეს დღენი გლოვისა მისისანი, მიავლინა დავით და მოიყვანეს სახიდ დავითისა. და იყო იგი მისა ცოლად და უშვა მას ძე. და არა სათნო-უჩნდა უფალსა საქმე იგი დავითისი.

© 2010, გია შერვაშიძე