კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« II მეფეთა »
II მეფეთა 1
II მეფეთა 2
II მეფეთა 3
II მეფეთა 4
II მეფეთა 5
II მეფეთა 6
II მეფეთა 7
II მეფეთა 8
II მეფეთა 9
II მეფეთა 10
II მეფეთა 11
II მეფეთა 12
II მეფეთა 13
II მეფეთა 14
II მეფეთა 15
II მეფეთა 16
II მეფეთა 17
II მეფეთა 18
II მეფეთა 19
II მეფეთა 20
II მეფეთა 21
II მეფეთა 22
II მეფეთა 23
II მეფეთა 24

« II მეფეთა 21 [BIB - xx] »
21:1 და იყო სიყმილი დიდი დღეთა მათ დავითისთა სამთა წელთა ზედასაზედა. და იკითხა დავით უფლისა მიერ და ჰრქუა უფალმან დავითს: საულისათჳს და სახლისა მისისათჳს არს უსჯულოებაჲ ეგე, რამეთუ მოსწყუედდა იგი გაბაონელთა.
21:2 და მოუწოდა დავით მეფემან გაბაონელთა მათ და ჰრქვა ესე, ხოლო გაბაონელნი არა ძეთაგან ისრაჱლთა იყვნეს, არამედ ნეშტთა მათგან ამორეველთასა და ძენი ისრაჱლისანი ფიცებულ იყუნეს არა მოწყუედად მათდა. ხოლო საულ მოსრვიდა მათ, რამეთუ ეშურებოდა იგი ისრაჱლთასა მას და იუდასასა მათ ფიცსა.
21:3 და ჰრქუა დავით გაბაონელთა: რა გიყო თქუენ, რათა ლხინება-ვყო წყევისა ამისთჳს და თქუენ მაკურთხეთ მე და სამკჳდრებელი ღმრთისა?
21:4 და ჰრქუეს დავითს გაბაონელთა: არა გჳჴმს ჩუენ ოქრო და ვერცხლი, არცარა ძჳრი სახლისა ისრაჱლისა, არამედ საქმე ჩუენი სახლისა მიმართ საულისა არს! და ჰრქუა მათ დავით: რა გინებსთ, რათა გიყონ თქუენ?
21:5 და მათ ჰრქუეს: არამედ კაცმან, რომელმან მოგუსრნა ჩუენ და შეურაცხ-გუყვნა, მოვსრათ იგიცა, რათა არა ვხედვიდეთ საზღუართა შინა ისრაჱლისათა!
21:6 აწ მოგუცენ ჩუენ შჳდნი კაცნი ძეთა მისთანი და ლხინება იყოს ჩვენდა მათ მიერ უფლისა მიმართ ბორცუსა მას ზედა საულისასა შესაწირავად უფლისა! და ჰრქუა მათ დავით მეფემან: მე მოგცნე იგინი.
21:7 და იჭირვოდა მეუფე მემფიბოსთესთჳს, ძისა იონათანისა, ძისა საულისა, რათამცა არა მოსცა მათ სიკუდილად ფიცისა მისთჳს; რომელ-იგი ფიცება იყო შორის დავითისა და შორის იონათანისა, ძისა საულისა.
21:8 და მოუხუნა მეფემან ორნი ძენი რეფას, ასულსა აიასსა, რომელნი უშუნა საულს: ერმონი და მემფიბოსთე და ხუთნი ძენი მელქოლისნი, ასულსა საულისსა, რომელნი უშუნა იეზრიელ, ძისა იერზელისა, მოვლათელისა.
21:9 და მისცნა იგინი გაბაონელთა მათ და დაზორნეს იგინი წინაშე უფლისა და მოსწყჳდნეს შჳდნივე იგი ძენი მათნი ასლობისა და ქრთილისა მკის დღეთა.
21:10 და რეფა, ასულმან აიასმან, ხარჭმან საულისამან, მოიღო ძაძა და ნაცარი დაიფინა კლდესა მას ზედა, ვიდრე არა ეწვიმა ღმრთისა მიერ და სცვიდა ძვალთა მათ დაზორვილთა, ვიდრე არა დაირღუეს იგინი მუნვე. და არა შეეხო მათ მფრინველი, არცა მჴეცი.
21:11 და უთხრეს დავითსა საქმე ესე, რა-იგი ყო რესფა, ასულმან აიასმან, ხარჭმან საულისმან.
21:12 და წარვიდა დავით და წარმოიხუნა ძვალნი იგი საულისნი და იონათანისნი, ძისა მისისანი, კაცთა მათგან იაბის გალადისთა, რომელ წარიპარნეს ურაკპარაკთაგან ბეთსამისა და ძეგლად ქმნეს უცხოთესლთა მათ დღესა მას, ოდეს დასცნეს უცხოთესლნი გელბეთს.
21:13 მოიღო მუნით ძვალნი საულისნი და ძვალნი იონათანისნი, ძისა მისისა, და შეკრიბნა დაზორვილნიცა იგიცა.
21:14 და დაფლნა ქუეყანასა ბენიამენისასა მახლობელად საფლავსა მას კისისასა, მამისა მისისასა. და ყოველივე ყვეს, რომელიცა უბრძანა მათ მეფემან. მაშინღა ულხინა უფალმან ქუეყანასა მას წყევისა მისგან მათისა.
21:15 ამისა შემდგომად იწყო წყობა უცხოთესლთა მათ ისრაიტელთა მიმართ. და მოვიდა დავით ერითურთ უცხოთესლთა მათ და დაჴსნდა დავით ღუაწლსა მას ბრძოლისასა.
21:16 და აბესა იესბესი იყო ნათესავი გმირთა და სასწორი ჰოროლისპირისა მისისა იყო სამასი სიკილა სპილენძი და ჴმალი ერტყა წელთა მისთა და ეგულებოდა განგურემა დავითისი.
21:17 და მუნთქუეს შემოვარდა შუა აბესა, ძე შარუელისი, სცა და მოკლა უცხოთესლი იგი და იჴსნა დავით მისგან და აღთქმა-ყვეს ერმან მან და დაწყევეს, რათამცა არღარა განვიდა დავით ბრძოლად მათ თანა, რამეთუ არა დაშრტეს სანთელი იგი ისრაჱლისა.
21:18 და იყო, ამისა შემდგომად წყობა იყო უცხოთესლთა მიმართ გეთს, მაშინ მოსწყჳდნა სობოქა ოსათისა საფ არაფისა, ნათესავმან გმირთამან უცხოთესლნი იგი.
21:19 მერმე კუალად წყობა იყო უცხოთესლთა მათ როთს და მოკლა ადეოდად სალთის ძემან, პოლიმარის ბეთლემელმან, გოლიათ გეთელი. და ბუნი ჰოროლისა მისისა იყო, ვითარცა ლვილი ქსელთა.
21:20 და კუალად იყოღავე ღუაწლი ბრძოლისა უცხოთესლთა მიმართ გეთს. და იყო მუნ კაცი ერთი რაზეთ და თითნი ჴელთა და ფერჴთა მისთანი ესხნეს ექუს-ექუს, რიცხჳთ ოცდაოთხ და ნათესავი იყო გმირთა.
21:21 დადგა იგი შორის განწყობილთა მათ და ჰყუედრებდა ერსა მას ისრაჱლისასა, და განუჴდა მას იონადაბ, ძე სამაჲსი, და მოკლა იგი ძმისწულმან დავითისმან.
21:22 ესე ოთხნივე იყვნენ ნათესავნი გმირთანი, რომელნი იყუნეს გეთს სახლისაგან რაფასისა. და მოსწყჳდნა იგინი დავით ერითა თჳსითა.

© 2010, გია შერვაშიძე