14:1 |
ოდეს სცნა იოაბ, ძემან შარუელისმან, რამეთუ გული მეფისა მოლბა აბესალომისთჳს, |
14:2 |
მიავლინა იოაბ თეკუედ და მოიყვანა მუნით დედაკაცი ერთი ბრძენი და ჰრქუა მას, ვითარმედ: მგლოვარედ იპყარ თავი შენი და შეიმოსე სამოსელი საგლოველი და ნუცა იცხებ საცხებელსა და იყავ ვითარცა დიაცი ვინმე მრავლის ჟამითგან მწუხარე მკუდარისათჳს. |
14:3 |
და შეხჳდე შენ წინაშე მეფისა და იტყოდე, რომელი მე გასწაო შენ! და გულისხმა-უყვნა სიტყუანი იგი, რომელ თქუმად ესხნეს პირით მისით. |
14:4 |
და მოვიდა დედაკაცი იგი თეკველი წინაშე მეფისა და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას, ევედრებოდა მას და ეტყოდა: განმარინე მე, მეფე, განმარინე! |
14:5 |
და ჰრქუა მას მეფემან: რა არს? რა შეგემთხჳა? მაშინ თქუა დედაკაცმან მან: ნანდვილვე ქურივი იგი მე ვარ, რამეთუ ქმარი ჩემი მოკუდა. |
14:6 |
და დამშთეს მჴევალსა ამას შენსა ორ ძე და იბრძოდეს ურთიერთას უდაბნოსა, და არა ვინ იყო, რომელმანცა განაშველნა იგინი. და სცა ერთმან მან და მოკლა ძმა თჳსი. |
14:7 |
და მეტყჳან მე ნათესავნი მისნი, ვითარმედ მოგუეც ჩუენ ძმა იგი მისი და მოვკლათ იგი მოკლულისა მისთჳს ძმისა მისისა, რათამცა არა დაშთა მკჳდრი ქმრისა ჩემისა ქუეყანასა ზედა. |
14:8 |
მიუგო მეფემან და ჰრქუა დედაკაცსა მას; წარვედ შენ სახიდ შენდა მშჳდობით და მე ვბრძანო შენთჳს! |
14:9 |
და ჰრქუა დედაკაცმან მეფესა: უფალო ჩემო მეფე, ჩემ ზედა იყავნ შეცოდება იგი და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა! მეფე და საყდარი მისი უბრალო იყავნ! |
14:10 |
მიუგო მეფემან და ჰრქუა: რომელი გეტყოდა სიტყუასა მაგას, მოიყვანე იგი აქა ჩემს წინაშე და არღარა შეგეახლოს შენ! |
14:11 |
მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: მოიჴსენე, მეფე, უფალი ღმერთი შენი, ნუუკუე განმრავლდენ შურისმეძიებელნი სისხლისა მისისანი და შენ მოკლა ძე იგი ჩემი? მიუგო მეფემან და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, ვითარმედ არა დავარდეს თმა ერთი თავისა მისისა ქუეყანასა ზედა! |
14:12 |
მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: მიბრძანე, რათა თქუას მჴევალმან შენმან სიტყუაჲ ერთი შენს წინაშე! და ჰრქუა მეფემან: იტყოდე! |
14:13 |
მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: რადმე იზრახა ესევითარი ზრახვა ერსა ამას ზედა უფლისასა? და თანაწარჴდა სიტყუაჲ ესე მეფესა დამტკიცებად, რათა არღარა მოიქცეს განშორებული შენგან. |
14:14 |
რამეთუ მოკუდა ძე იგი შენი და, ვითარცა წყალი რა დაითხიის ქუეყანასა ზედა, ვერღარა შეკრბის, და არცაღა მიაქციოს თავადმან სული მისი. და აწ იზრახა მეფემან განშორებად განშორებულისა მისთჳს. |
14:15 |
და აწ რომლისათჳს მოვსულ ვარ სიტყუად მეფისა უფლისა ჩემისა, მიხილონ მე ერმან ამან და მრქვან მჴევალსა შენსა, ვითარმედ: იტყოდეს მჴევალი შენი წინაშე უფლისა ჩემისა მეფისა, რათა ყოს მეფემან სიტყუაჲ მჴევლისა თჳსისა. |
14:16 |
რათა ისმინოს მეფემან და იჴსნეს მჴევალი თჳსი კაცთა მათგან, რომელნი ეძიებდეს ძესა ჩემსა მოკლვად ერთბამად სამკჳდრებელისა მისგან უფლისა. |
14:17 |
და თქუას მჴევალმან შენმან, ვითარმედ: იყავნ სიტყუაჲ უფლისა ჩემისა მეფისა, ვითარცა შესაწირავი მსხუერპლთა და ვითარცა ანგელოზი უფლისა, ეგრეცა უფალი ჩემი მეფე მსმენად კეთილისა და ბოროტისა! და იყავნ უფალი ღმერთი შენ თანა! |
14:18 |
მიუგო მეფემან დედაკაცსა მას და ჰრქუა: ნუ დამიმალავ მე ერთსაცა სიტყუასა, რომელსა გკითხავ შენ! და ჰრქუა დედაკაცმან: იტყოდენ უფალი ჩემი მეფე! |
14:19 |
თქუა მეფემან: ნუთუ იოაბისნი არიანა ეგე სიტყუანი, ანუ ჴელცემული რაჲ არს შენდა? თქუა დედაკაცმან მან: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე! არასადათ მივაქციე გარნა, რომელნი-იგი შეამრგვალნა პირსა შინა ჩემსა მონამან შენმან იოაბ. |
14:20 |
და თჳთ შენ მეცნიერ ხარ და ბრძენ მსგავსად ანგელოზისა ღმრთისათა და უწყი ყოველივე, რაჲ არს ქუეყანასა ზედა! |
14:21 |
მაშინ ჰრქუა მეფემან იოაბს: ნება-გეყავნ სიტყჳსაებრ შენისა, მივედ და მოიყვანე ყრმა იგი აბესალომ! |
14:22 |
და დავარდა იოაბ პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას და აკურთხა მეფე იგი და თქუა იოაბ: აწ უწყი, რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე მეფისა, რამეთუ ყო მეფემან სიტყუაჲ მონისა თჳსისა. |
14:23 |
და წარვიდა იოაბ გედსურად და მოიყვანა აბესალომ იერუსალჱმდ. |
14:24 |
და ჰრქუა მეფემან: მივედინ აბესალომ და იყავნ სახლსა შინა თჳსსა და პირსა ჩემსა ნუ იხილავნ! და მივიდა სახიდ თჳსა და პირი მეფისა არა იხილა. |
14:25 |
არა იყო სხუა კაცი ქმნულკეთილ, ვითარ აბესალომ, ისრაჱლსა შორის ფერჴითგან ვიდრე თავადმდე. და არა იყო ბიწი მის თანა. |
14:26 |
არა იკვეცის თმა თჳსი ვიდრე წელიწადამდე და მაშინღა იკვეცის თმა თჳსი, რამეთუ დაუმძიმდის და, რაჟამს იკუეცის, არნ იგი სასწორითა სამეფოთა ორასი სიკილა. |
14:27 |
და ესხნეს აბესალომს სამ ძე, ერთ ასულ, და სახელი მისი თამარ, და იყო იგი ქმნულკეთილ ფრიად. |
14:28 |
და ჯდა აბესალომ იერუსალჱმს ორ წელ ოდენ და პირი მეფისა არა იხილა. |
14:29 |
და მოუწოდა აბესალომ იოაბს თჳსთა თანა, რათამცა შეავლინა იგი მეფისა. ხოლო იოაბ არა მივიდა. და მერმე მიავლინა მისა მეორედ და მან არავე ინება მისლვად მისა. |
14:30 |
მაშინ ჰრქუა აბესალომ მონათა თჳსთა: გვალე, მივედით და მოწუთ ყანა იგი იოაბისი ქრთილად თესილი, რომელ არს მახლობელად აგარაკსა ჩუენსა! და ყვეს ეგრე მონათა მათ აბესალომისათა, ვითარცა უბრძანა მათ. და უთხრეს იოაბს მონათა მისთა, ვითარმედ: მოწვეს ცეცხლითა ყანა იგი ჩუენი მონათა აბესალომისათა. |
14:31 |
მსწრაფლ მივიდა იოაბ აბესალომისა და ჰრქუა: რასთჳს მომიწვეს მონათა შენთა ყანა იგი ჩემი ცეცხლითა! |
14:32 |
და ჰრქუა აბესალომ იოაბს: მივავლინე შენდა ერთგზის და ორგზის და ვთქუ, ვითარმედ: მოვედ და მიგავლინო შენ მეფისა, რათამცა ჰრქუა მას, ვითარმედ: რასათჳს წარმოვედ მე გესურით და ვზი აქა? უმჯობესი იყო ჩემდა მუნ ჯდომა ვიდრე აქა მოსლვასა და მეფისა არახილვასა! და თუ არს რამე შეცოდება ჩემ თანა, სიკუდილით მომაკუდინენ მე! |
14:33 |
და მივიდა იოაბ მეფისა და უთხრა ესე ყოველი სიტყუაჲ. და უბრძანა მეფემან მოწოდება აბესალომისი და შევიდა იგი წინაშე მეფისა, თაყუანი-სცა პირსა ზედა თჳსსა, და მიუწოდა მეფემან აბესალომს და შეიტკბო იგი და ამბორს-უყო მას. |