19:1 |
და უთხრეს იოაბს, ვითარმედ: ტირს მეფე და იგლოვს აბესალომისთჳს. |
19:2 |
და შეექმნა სიხარული იგი მის დღედ გლოვისად და ყოვლისა მის ერისა, რაჟამს ესმა ერსა მას, ვითარმედ ტირს და იგლოვს მეფე ძისა თჳსისათჳს. |
19:3 |
და შეიკდიმა ერმან მან დღესა შესლვა ქალაქად, ვითარცა ერი, რომელი იძლიის და მეოტ იქმნის ბრძოლისაგან. |
19:4 |
და მოედრიკა თავი მეფესა და ჴმითა დიდითა ტიროდა და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, ძეო ჩემო. |
19:5 |
და შევიდა იოაბ წინაშე მეფისა და ჰრქუა: რასათჳს სირცხჳლეულ-ჰყავ ერი შენი და მონანი შენნი, რომელთა გიჴსნეს შენ და ძენი და ასულნი შენნი, ცოლნი და ხარჭნი შენნი? |
19:6 |
და ეგრე გამოაჩინებ ერსა ამას, ვითარცა ჰყვარობდეს მტერთა შენთა და სძულობდეს მოყუარეთა შენთა? და ეგრე გამოაჩინებ დღეს, ვითარცა არა გესხნეს შენ მთავარნი, არცა მონანი? ხოლო ესე უწყოდე დღეს, თუმცა აბესალომ ცოცხალ იყო, ჩუენ ყოველნიმცა მომკუდარ ვიყვენით შენს წინაშე, რამეთუ იგი სათნო-გიჩნდა. |
19:7 |
არამედ აწ გამოვედ და ეტყოდე ერსა მას, რამეთუ უფიცავს ღმერთისა მიმართ, თუ შენ არა გამოხჳდე შემთხუევად მათა, არა ვინ დადგეს შენ თანა ამასვე ღამესა! ხოლო ეს უწყოდე, უბოროტეს-ყოფად არს შენდა ესე, ვიდრეღა ყოველთა მათ ჭირთა, რომელნი წარგჴდეს სიყრმითგან ვიდრე მოაქამდე. |
19:8 |
და გამოვიდა მეფე და დაჯდა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა. და მიესმა ყოველსა ერსა, ვითარმედ გამოსულ არს მეფე და მჯდომარე არს ბჭეთა ზედა. და მოვიდა ყოველი იგი ერი შემთხუევად მეფისა, ხოლო ისრაიტელნი იგი ივლტოდეს კაცად-კაცადნი ადგილად თჳსა. |
19:9 |
და დრტჳნჳდეს ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი და იტყოდეს: დავით მეფემან გჳჴსნა ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და განგვარინნა უცხოთესლთაგან და აწ მეოტ ვართ მეფისაგან აბესალომისთჳს, ძისა მისისა. |
19:10 |
და აბესალომს, რომელსა ვსცხეთ მეფედ ჩუენ ზედა, ესერა, მოიკლა ღუაწლსა შინა! აწ თქუენ რად დაიყოვნებთ და არა მოიქცევით მეფისა? და სიტყუაჲ იგი ისრაიტელთა მიიწია მეფისა. |
19:11 |
და დავით მიავლინა სადუკისა და აბიათარისა მღდელთმოძღუართა და ჰრქუა: არქუთ მოხუცებულთა ისრაჱლთასა, ვითარმედ: რად დაიყოვნებთ მოქცევად სახიდ მეფისა? ხოლო სიტყუანი ყოვლისა ისრაჱლისა მოიწია მეფისა თანა. |
19:12 |
ჰრქუა დავით ტომთა იუდასთა: არა ძვალნი ჩემნი და ჴორცნი ჩემნი თქუენ ხართა? რასათჳს უკუნსდეგით მეფისა მის? |
19:13 |
და ამესას ესრე არქვით: არა ძვალნი და ჴორცნი ჩემნი ხართ? ესე რამე მიყავნ მე ღმერთმან და ესე დამირთენ, არა თუ ერისთავ-გყო შენ ერსა ჩემსა ზედა იოაბის წილ ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა! |
19:14 |
და მოაქცია ამესა ყოველი კაცი იუდასი მორჩილებად, ვითარცა ერთგული. და მოავლინეს მეფისა და ჰრქუეს: მოიქცა შენდა ყოველნი მონანი შენნი! |
19:15 |
და მოიქცა მეფე და მოვიდა კიდემდე იორდანისა მდინარისა. და ყოველი ერი იუდასი მოეგებოდა გალგალადმდე შემთხუევად მეფისა, რათამცა წიაღმოიყვანეს იგი მდინარესა მას. |
19:16 |
და მოვიდა სემეი, ძე გერასი, ძისა იამანისი ბაურიმით კაცთა თანა იუდასთა შემთხუევად მეფისა დავითისა. |
19:17 |
და ათასი კაცი სხუაჲ მის თანა სახლისა მის ბენიამენისი და სიბა, ყრმა იგი სახლისა მის საულისი, ათხუთმეტით ძითურთ და ოცით მონით. და შთავიდეს იგინი მეფისა |
19:18 |
მსახურებად და წიაღმოყვანებად მდინარესა მეფისა წიაღჴდენ, აღდგინებად სახლისა მეფისა და სათნო-ყოფად წინაშე თუალთა მისთა და სემეი, ძე გერასი, დავარდა პირსა ზედა თჳსსა წინაშე მეფისა, ვიდრე წიაღმოვიდოდა იორდანესა. |
19:19 |
და ჰრქუა მეფესა: ნუ მოიჴსენებენ შეცოდებასა ჩემსა უფალი ჩემი და ნუცა მოიგონებნ წყევასა დღისასა, რომელ გამოვიდოდა იერუსალჱმით უფალი ჩემი მეფე და ნუცა დაიდებნ გულთა შინა მეფისათა. |
19:21 |
მაშინ ჰრქუა აბესა, ძემან შარუელისამან: სხუაღამცა რა ეყო სემეის? სიკუდილისა თანამდებ არს იგი, რამეთუ იკადრა წყევად ცხებულსა ღმრთისასა! |
19:22 |
მიუგო დავით და ჰრქუა: რა ძეს ჩემი და შენი, ძეო შარუელისაო? რამეთუ დღეს ბოროტსა ზრახავ ჩემთჳს მტერობით. ნუ იყოფინ ეგე, ვითარმცა მო-ვინმე-კუდა ისრაჱლსა შორის! ანუ თქუენ არა უწყითა, რამეთუ მეფე ვარ ისრაჱლსა ზედა? |
19:23 |
და ჰრქუა მეფემან სემეის: ნუ გეშინინ! რამეთუ არა მოჰკუდე შენ! და ეფუცა მეფე სემეის. |
19:24 |
და მემფიბოსთე, ძე იონათანისი, ძისა საულისი, შთამოვიდა შემთხუევად მეფისა. და მას არა განეწმიდნეს ფერჴნი მისნი, არცა მოეჭრნეს ფრჩხილნი მისნი, არცა ეკუეცნეს თმანი, არცა განერცხნა სამოსელნი მისნი მიერ დღითგან, რაჟამს გამოვიდა მეფე სახლით თჳსით, ვიდრე შემოსლვად მისა მშჳდობით. |
19:25 |
და ვითარცა შევიდა იერუსალჱმად, მოეგება მეფესა. მაშინ ჰრქუა მას მეფემან: რა არს, რამეთუ არა წარმოხუედ ჩუენ თანა? |
19:26 |
ჰრქუა მას მემფიბოსთე: უფალო ჩემო მეფე, მონამან ჩემმან დამაგდო მე. რაჟამს ვარქუ მას, ვითარმედ: დამისხენ კარაულსა და წარვიდე მეფისა თანა! არა ისმინა ჩემი, რამეთუ ვერ ეგებოდა უკარაულოდ მისლვა ჩემი შენ თანა, რამეთუ მკელობელ ვარ მონა შენი. |
19:27 |
არამედ იგი მასმენდაცა მე უფლისა ჩემისა მეფისა წინაშე, ხოლო უფალმან ჩემმან მეფემან, ვითარცა ანგელოზმან ღმრთისამან, კეთილად ყავნ ღმრთისათჳს. |
19:28 |
რამეთუ არა სხუა რამე ღირს ვიყო სახლისა მამისა ჩემისა, არამედ ყოველნი სიკუდილისა თანამდებ ვიყვენით, არამედ შემრთე მონა შენი მათ თანა, რომელნი ჭამენ ტაბლასა შენსა. და აწ ვის მიერ იყოს ესე ჩემდა სამართალი, არა თუ შენ მიერ? და ღაღადებითა ამას იტყოდა წინაშე მეფისა. |
19:29 |
და ჰრქუა მას მეფემან: რას განამრავლებ სიტყუასა შენსა? შენ და სიბა განიყავთ, განანაწილეთ აგარაკი. |
19:30 |
და ჰრქუა მემფიბოსთე მეფესა: ოდეს გიხილე, მეფე, მშჳდობით მოქცეული სახიდ თჳსა, ყოველი მეფისსა იყავნ! |
19:31 |
და ბერზელი გალადელი შთავიდა რაბინით და წიაღმოჴდა მეფისა თანაწარმოყვანებად მისა იორდანით. |
19:32 |
და ბერზელი კაცი მოხუცებული იყო და იყო იგი ოთხმეოც წლისა და უდაბნოსა ყოფასა მსახურებულ იყო იგი მეფისა, და მდიდარი იყო იგი ფრიად. |
19:33 |
მიუგო მეფემან ბერზელის და ჰრქუა: გნებავს თუ, მოგვალე ჩემ თანა და პატიოსან-ვყო სიბერე შენი იერუსალჱმს. |
19:34 |
და ბერზელიმ ჰრქუა მეფესა: რაოდენღამე იყუნენ დღენი ჩემნი და აღვიდე მე მეფისა თანა იერუსალჱმდ? |
19:35 |
რამეთუ მე ოთხმეოცისა წლისა ვარ და აწცა არა ვიცი გამორჩევა კეთილისა და ბოროტისა და გემოს-ხილვა საჭმელთა, ანუ სასმელთა, ანუ სმენად ჴმაჲ მემღერეთა და აწ რად ტჳრთ-გეყო მონა ესე უფალსა ჩემსა მეფესა? |
19:36 |
მცირედ ოდენ წიაღგყვე იორდანესა მეფისა თანა, რამეთუ რასათჳს მომაგებ მე საგებელსა ამას? |
19:37 |
მიბრძანე მონასა შენსა, რათა დავსჯდე და მოვკუდე ქალაქსა ჩემსა, და დავეფლა საფლავსა მამა-დედათასა ჩემისასა. და აქინამ, ძე ჩემი, მივიდეს უფლისა ჩემისა მეფისა თანა და კეთილი უყავ მას, რაცა სათნო-გიჩნდეს! |
19:38 |
და ჰრქუა მას მეფემან: მოვედინ იგი ჩემ თანა და ვყო მისთჳს, რაცა სათნო-მიჩნდეს! და ყოველი, რაცა მრქვას მე, იგიცა ვყო მისთჳს! |
19:39 |
და ერი იგი ყოველი წიაღმოკრფა იორდანესა და მეფე დგა კიდესა მდინარისასა და ამბორს-უყო მეფემან ბერეზელის. და აკურთხა იგი მეფემან და წარვიდა ბერეზელი სახიდ თჳსად. |
19:40 |
და მოვიდა მეფე გალგალად და აქინამცა მის თანა, და ერი იგი იუდასი და ზოგი ერისა მის ისრაჱლისა. |
19:41 |
და მოკრბა ყოველი ერი ისრაჱლისა მეფისა და ჰრქუეს მას: რა არს ესე, რამეთუ პარვით რეცა მოგიპარეს შენ ძმათა ჩუენთა, კაცთა მაგათ იუდასთა, და წიაღმოგიყვანეს ერითურთ იორდანესა? |
19:42 |
მაშინ ჰრქუა ერმან იუდისმან კაცთა მათ ისრაჱლისათა: ამისთჳს, რამეთუ მახლობელ არს ჩემდა მეფე. რასა ეგოდენ შეგიძნდა და შესწუხენით ამის სიტყჳსათჳს; ანუ შე-რა-ვსჭამეთ და შევსვით მეფისა, ანუ ნიჭი რამე მოვიღეთ მისგან, ანუ მან მიიღო ჩუენგან? |
19:43 |
და ჰრქუეს კაცთა მათ ისრაჱლისათა: ათწილ ჩუენ უფროს მახლობელ ვართ მეფისა და ჩუენ უპირმშოეს ვართ მისა, ვიდრეღა თქუენ. და აწ რასათჳს შეურაცხ-მყვენით ჩუენ? არა ჩუენთჳს იყო მოქცევა იგი მეფისა, არამედ თქუენთჳს. და განბოროტნეს კაცნი იგი იუდასნი, ვიდრეღა ისრაიტელნი იგი. |