8:1 |
და იყო, ამისა შემდგომად მოსრვიდა დავით უცხოთესლთა მათ და დაიმორჩილებდა მათ, მოუღებდა დავით განყენებულსა მას ჴელთაგან უცხოთესლთასა. |
8:2 |
და მოსრვიდა დავით მოაბსა და ბადისპირითა განზომდა ქუეყანასა, რამეთუ დასძინა მათ ქუეყანასა ზედა, და წარჴდეს ორნი წილნი სიკუდილისანი, ხოლო მესამე იგი ნაწილი ცოცხალი დაიპყრა. და იყუნეს ნეშტნი იგი მოაბისნი მონად დავითისა და მოართუმიდეს მას ძღუენსა. |
8:3 |
და მერმე დავით მოსრა ადრაზარ, ძე როამისი, მეფისა მის სუბელისა, რამეთუ ერი შეიკრიბა და მოვიდოდა დასხმად ჴელთა მისთა მდინარის კიდესა მას ეფრატისასა. |
8:4 |
და წარმოიღო მისი ათასი ეტლი ტყუედ და შჳდ ათასი მჴედარი და ოცი ათასი მკუირცხლი ფაროსანი. და დაჴსნა დავით ყოველივე იგი ეტლები და გამოარჩია ასი ეტლი ოქროცხებული და დაიყენა იგი სამსახურებელად სამეფოდ. |
8:5 |
მას ჟამსა მოვიდა ასურასტანელი დამასკით შემწედ ადრაზარ, მეფისა მის სუბელისა. მერმე მოსწყჳდა დავით ასურასტანელისა მის ოცდაორათასი კაცი სპარაზენი. |
8:6 |
და დადვა დავით ადგილ-ადგილ მცველნი სოფლებსა მას ასურასტანით კერძოსა და დამასკით კერძოსა და ყოველი ასურასტანელნი მონად დაიმორჩილნა და მოართუმიდეს მას მარადის ძღუენსა და ხარკსა და შეეწეოდა უფალი დავითს ყოველთა გზათა მისთა, ვიდრეცა ვიდოდა. |
8:7 |
და მოუხუნა დავით სალტენი იგი ოქროსანი, რომელი ესხნეს მონათა ადრაზარისთა, მეფისა მის სუბასასა, მოიღო იერუსალიმად, |
8:8 |
მასბაკით და სხუათა მათგან ქალაქთა რჩეულთა ადრაზარისთა წარმოიღო დავით მეფემან სპილენძი დიდძალი, რომელი-იგი იჴმარა სოლომონ, ძემან დავითისამან, რამეთუ ამისგან შექმნნა ტაბლა იგი და სუეტნი და ემბაზნი ღა ყოველნი ჭურჭელნი. |
8:9 |
და ვითარცა ესმა ესე თოუ მეფესა მას ემათელთასა, რამეთუ მოსრნა დავით ყოველნი ძლიერნი ადრაზარისნი, |
8:10 |
მიუვლინა მათ თოუ იედორა, ძე თჳსი, დავითს მეფესა კითხვად მშჳდობისა და აკურთხა იგი, რამეთუ ადრაზარ მარადის მჴდომ იყო თოუვისა. მოვიდა იედორა დავითისა დიდითა ძღუნითა: ოქროთა და ვერცხლითა და მრავლითა ჭურჭლითა სპილენძისათა. |
8:11 |
და წაიღო იგი დავით მეფემან და მიუპყრა ღმერთსა ოქრო-ვერცხლით და ყოვლით ჭურჭლითურთ, რომელი მოიღო ქალაქთა მათგან მძლავრობით. |
8:12 |
ედოელთასა და მოაბელთა და ძეთაგან ამონისთა და უცხოთესლთა ერისა მისგან ამალეკთასა და ნატყუენავისა მისგან ადრაზარისი, ძისა რუბისა, მეფისა მის სუბელისა. |
8:13 |
და კუალად განითქვა სახელი დავითისი, ოდეს დაიპყრა სირია და შემოიქცა მუნით ჴევსა მას მარილოვანსა, სადა მოსწყჳდნა ცხრამეტნი ათასნი. |
8:14 |
და დადვა დავით მცველნი ყოველთა ზედა იდუმელთა. და იყუნეს ყოველნი მკჳდრნი იდუმიასანი მონად დავითისა. და შეეწეოდა უფალი დავითსა ყოველთა გზათა მისთა, ვიდრეცა ვიდოდა. |
8:15 |
და მეფობდა დავით ყოველსა ზედა ისრაჱლსა და ჰყოფდა სამართალსა და მსჯავრსა ყოველსა ზედა ერსა მისსა. |
8:16 |
და იოაბ, ძე შარველისი, ერისთავი იყო ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა. და იყო, იოსაფატ, ძე აქიასი, მწიგნობარ იყო. |
8:17 |
და სადუკ, ძე აქიტობისი, და აქიმელექ, ძე აბიათარისი, იყუნეს მღდელად მისა, და ასა მწიგნობართმოძღუარი. |
8:18 |
და ბანია, ძე იედაესი, თანამზრახველ და ოფელტი და ქერეთი და ძენი დავითისნი ეზოსმოძღუარ იყუნეს. |