7:1 |
და იყო, ვითარცა დაემკჳდრა დავით სახლსა შინა თჳსსა. და დააცხრვნა უფალმან გარემოს მისსა ყოველნი მტერნი მისნი. |
7:2 |
მიუგო მეფემან ნათანს წინაწარმეტყუელსა: მე, ესერა, დამკჳდრებულ ვარ ტაზართა შინა ჩემთა და კიდობანი იგი სჯულისა სდგას კარავსა შინა უფლისსა! |
7:3 |
მიჰუგო ნათან წინაწარმეტყუელმან მეფესა და ჰრქუა: სად ღმერთმან განგიმარჯვა! მივედ შენ და ყავ, რაცა გნებავს, რამეთუ უფალი ღმერთი შენ თანა არს. |
7:4 |
და იყო მას ღამესა ბრძანებაჲ უფლისა ნათან წინაწარმეტყუელისა მიმართ და ჰრქუა: |
7:5 |
მივედ და არქუ მონასა ჩემსა დავითსა, ვითარმედ: ესრე იტყჳს უფალი: არა შენ მიშენო სახლი, რათა დავიმკჳდრო მას შინა? |
7:6 |
რამეთუ არა დამკჳდრებულ ვარ მე საყოფელთა შინა მიერ დღითგან, ოდეს გამოვიყვანნე ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით ვიდრე აქა ჟამამდე, არამედ ვიდოდე მათ თანა საბანაკესა მათსა კარვითა ყოველსა ადგილსა. |
7:7 |
რომელსაცა მივიდოდე ძეთა მათ თანა ისრაჱლისათა და არა თუ სიტყჳთ სადა ვის ვეტყოდე ერთსა ნათესავთაგანსა ძეთა ისრაჱლისათა, რომელთა-იგი ვამცენ მწყსა ერისა ჩემისა ისრაჱლისა, ვითარმედ: რად არა მიშენეთ მე სახლი ძელთაგან ნაძუთასა? |
7:8 |
და აწ შენ ესრე ჰრქვა მონასა ჩემსა დავითს: ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: გამოგიყვანე შენ ფარეხთაგან სამწყსოთასა და გყავ შენ წინამძღუარ ერისა ჩემისა ისრაჱლისა. |
7:9 |
და ვიყავ შენ თანა ყოველთა გზათა შენთა, ვიდრეცა ხჳდოდე და მოვსრენ ყოველნი მტერნი შენნი წინაშე შენსა და მიგეც შენ სახელი დიდი მგზავსად სახელთა მათ დიდთა, რომელნი უწინარეს შენსა იყუნეს ქუეყანასა ზედა. |
7:10 |
და აწ მივსცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაჱლსა, დავნერგნე იგინი და დავამკჳდრნე იგინი თავისთავ და არღარა ზრუნვიდენ, არცა შესძინოს ძემან უსჯულოებისამან ვნებად მათა, ვითარცა-იგი წინათვე, |
7:11 |
და დღეთა, რომელთა დავამტკიცენ მსაჯულნი ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა. აწ მე განგისუენო შენ ყოველთაგან მტერთა შენთა და გაუწყოს შენ უფალმან, ვითარ-იგი ჯერ-იყოს მისა შენებად ტაზარი. |
7:12 |
და იყო, რაჟამს აღგესრულნენ დღენი შენნი, დაიძინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო ნათესავისა შენისაგან, რომელი იყოს მუცლისაგან შენისა და განუმზადო მას დამტკიცებად მეფობა შენი. |
7:13 |
და მან აღაშენოს ტაზარი სახელისა ჩემისათჳს და აღვმართო საყდარი მისი მიუკუნისამდე. |
7:14 |
და ვიყო მე მისა მამა და იგი იყოს ჩემდა ძე. უკუეთუ შემცოდოს მე, ვგუემო იგი კუერთხითა კაცთათა და განვსწავლო იგი ძეთა მიერ კაცთასა; |
7:15 |
ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე დავაყენო მისგან, ვითარცა დავაყენე მათგან, რომელნი მიდრკეს პირისაგან ჩემისა. |
7:16 |
და დავამტკიცო მეფობაჲ იგი მისი და სახელი მისი უკუნისამდე წინაშე ჩემსა და საყდარი მისი აღმართებულ იყოს წინაშე ჩემსა უკუნისამდე. |
7:17 |
და მგზავსად სიტყუათა ამათ და ჩუენებათა მათ ეტყოდა ნათან დავითს. |
7:18 |
და შევიდა დავით მეფე და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარი მე, უფალო ჩემო, უფალო? ანუ რა არს სახლი ჩემი, რამეთუ ესეოდენ შემიყუარე მე? |
7:19 |
რამეთუ უნდო და არარა ვარ მე შენს წინაშე, უფალო, უფალო ჩემო! და ვითარ იტყოდე ოდენ მყოვარ სახლისათჳს მონისა შენისა და ესე რჯულ არს მონისა შენისა შენდა მიმართ, უფალო, უფალო ჩემო! |
7:20 |
რაღამე შევსძინო, დავით, სიტყუად შენს წინაშე? და აწ შენ იცი მონისა შენისა, უფალო, უფალო ჩემო! |
7:21 |
მონისა შენისათჳს ყავ ნიჭისაებრ შენისა ყოველი დიდება, რათა გულისხმა-უყო მონასა შენსა. |
7:22 |
სიმდიდრისათჳს ჩემისა, უფალო ჩემო, უფალო, რამეთუ არა ვინ არს მგზავსი შენდა ღმერთად შენსა გარეშე, ყოველი, რაოდენი გუესმა ყურთა ჩუენთა! |
7:23 |
არავინ არს ნათესავი, ვითარ ერი შენი ისრაჱლი; რომელსა-იგი უძღოდე ქუეყანასა ზედან, ღმერთო, მაცხოვრად მათდა, რათამცა მოიპოვე იგი ერად შენდა და ადიდე სახელი დიდებითა დიდითა, რაჟამს გამოგყვანდა ერი შენი, რომელი იჴსენ ქუეყანისაგან ეგჳპტელთაგან, ერი იგი და სამკჳდრებელი. |
7:24 |
და განამზადე თავისა შენისა ერი შენი ისრაჱლი ერად საუკუნოდ და შენ, უფალო, იყავ მათა ღმერთად. |
7:25 |
და აწცა, უფალო, უფალო ჩემო, სიტყუასა მას, რომელსა იტყოდე მონისა შენისათჳს და სახლისა მისისათჳს, დაემტკიცენ უკუნისამდე! და ვითარცა ეტყოდე, ეგრეცა ყავ. |
7:26 |
და აწ ამაღლდინ სახელი შენი უკუნითი უკუნისამდე, უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ყოვლისა ისრაჱლისაო, და სახლი მონისა შენისა დავითისი აღმართებულ იყავნ წინაშე შენსა! |
7:27 |
რამეთუ შენ, უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ისრაჱლისაო, განაღე ყური მონისა შენისა და სთქუ, ვითარმედ: აღგაშენო შენ! სთქუ, ვითარმედ: აღგიშენო შენ სახლი! ამისთჳს პოვა მონამან შენმან გულჴსნილობაჲ ღმრთისა მიერ ლოცვად შენდა თხოვა ესე. |
7:28 |
და აწ, უფალო, უფალო ჩემო, შენ ხარ ღმერთი და სიტყუანი შენნი ეგნედ ჭეშმარიტებითა, ვითარცა იტყოდე მონისა შენისათჳს კეთილთა ამათ! |
7:29 |
და აწ აკურთხე სახლი მონისა შენისა, რათა ეგოს უკუნისამდე წინაშე შენსა, რამეთუ შენ, უფალი, იტყოდე, და კურთხევითა შენითა იკურთხენ სახლი მონისა შენისა უკუნისამდე! |