კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« II მეფეთა »
II მეფეთა 1
II მეფეთა 2
II მეფეთა 3
II მეფეთა 4
II მეფეთა 5
II მეფეთა 6
II მეფეთა 7
II მეფეთა 8
II მეფეთა 9
II მეფეთა 10
II მეფეთა 11
II მეფეთა 12
II მეფეთა 13
II მეფეთა 14
II მეფეთა 15
II მეფეთა 16
II მეფეთა 17
II მეფეთა 18
II მეფეთა 19
II მეფეთა 20
II მეფეთა 21
II მეფეთა 22
II მეფეთა 23
II მეფეთა 24

« II მეფეთა 9 [BIB - xx] »
9:1 დღესა შინა ერთსა ბრძანა დავით, ვითარმედ: და-თუ-ვინ-შთომილ არს სახლისა მისგან საულისასა, რათამცა ვყო მისთჳს წყალობაჲ იონათანის გამო?
9:2 სახლისაგან საულისა დაშთომილ იყო მსახური ერთი და სახელი მისი სიბა. და მოიყვანეს იგი წინაშე დავითისა და ჰრქუა მას მეფემან: შენ ხარ ყრმა იგი სიბა? ხოლო მან თქუა: მე ვარ მონა შენი.
9:3 და ჰრქუა მას მეფემან, ვითარმედ: და-თუ-ვინ-შთომილ არს სახლისა მისგან საულისა, რათამცა ვყავ მის თანა წყალობა ღმრთისა? მიუგო სიბა მეფესა და ჰრქუა: არს ძე იონათანისა ერთი, მკელობელი ფერჴითა.
9:4 და ჰრქუა დავით: სადა არს იგი? და ჰრქუა მას სიბა: სახლსა მაქირისსა, ძისა ამიელისა, გაბარეველისა.
9:5 და წარავლინა დავით მეფემან და წარმოიყვანეს იგი სახლით მაქირისა, ძისა ამიელისა, გაბარეველისა.
9:6 და მოვიდა მემფიბოსთე, ძე იონათანისი, ძისა საულისა, მეფისა თანა დავითისა, დავარდა იგი პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მეფესა. და ჰრქუა მას დავით: შენ ხარ მემფიბოსთე? ჰრქუა მას მემფიბოსთე: აქა ვარ მონა შენი.
9:7 და ჰრქუა მას დავით: ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვყო წყალობაჲ იონათანისა, მამისა შენისათჳს და მოგცე შენ ყოველი სამკჳდრებელი საულისი, მამისმამისა შენისა, და პურისმტე იყო ტაბლასა ჩემსა მარადის!
9:8 მაშინ თაყუანი-სცა მას მემფიბოსთე და ჰრქუა: რა ვარი მე, მონა ესე შენი, რამეთუ მომხედე მე, ძაღლსა ერთსა მკუდარსა, მიმსგავსებულსა ჩემსა?
9:9 და მოუწოდა დავით მეფემან სიბას, მონასა მას საულისა, და ჰრქუა: ყოველი, რაცა იყოს მონაგები საულისი, და ყოველი სახლი მისი მიმიცემიეს მე ძისა უფლისა შენისასა!
9:10 და აწ მუნ იქმოდე ქუეყანასა ძით და მონით შენითურთ და დაუკრიბე უფალსა შენსა ნაყოფი, უქმოდე მას უნჯსა და დაუკრებდ, და მემფიბოსთე, ძე უფლისა შენისა, ჭამდეს მარადის ტაბლასა ჩემსა! და სიბას ესხნეს ათხუთმეტ ძე და ოც მონა.
9:11 მიუგო სიბა მეფესა და ჰრქუა: ყოველი, რაცა მიბრძანოს უფალმან ჩემმან მონასა ამას თჳსსა, იგიცა ვყო! მემფიბოსთე მარადის ჭამდა ტაბლასა ზედა მეფისასა, ვითარცა ერთი შვილთა მისთაგანი.
9:12 და მემფიბოსთეს ესვა ძე ერთი მცირე, სახელი მისი მიქა, და ყოველი სამკჳდრებელი სიბასი ჰმონებდა მემფიბოსთეს.
9:13 და მემფიბოსთე დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს, რამეთუ მარადის ჭამდა ტაბლისაგან მეფისა. და იგი იყო მკელობელი ორითავე ფერჴითა.

© 2010, გია შერვაშიძე