5:1 |
და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნივე ნათესავნი ისრაჱლისანი დავითისა ქებრონად და ჰრქუეს მას: აჰა, ესერა, ჩვენ ძვალნი ძვალთა შენთაგანნი და ჴორცნი ჴორცთა შენთაგანნი! |
5:2 |
რამეთუ პირველცა, ვიდრე საულ მეფე იყო ჩუენ ზედა, შენვე იყავ წინამძღუარ და მბრძანებელ ისრაჱლისა, რამეთუ შენ გრქვა უფალმან, ვითარმედ: შენ დამწყსო ერი ჩემი ისრაჱლი! |
5:3 |
და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ქებრონად მეფისა თანა. დადვა აღთქმა მათ თანა დავით ქებრონს წინაშე უფლისა, და სცხეს დავითს მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა. |
5:4 |
რამეთუ ოცდაათ წლისა იყო დავით, რაჟამს სცხეს მას მეფედ, და ორმეოც წელ მეფობდა იგი. |
5:5 |
შჳდ წელ და ექუს თუე მეფობდა ქებრონს იუდასა ზედა; ოცდაათსამეტსა წელსა მეფობდა ყოველსა ისრაჱლსა ზედა და იუდასა ზედა იერუსალჱმს. |
5:6 |
და წარვიდა დავით მეფე და ყოველი ერი მის თანა იერუსალჱმად იებუსელისა მის, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ყოველსა მას ქუეყანასა. ეუწყა დავითს, რამეთუ იტყოდეს იებუსელნი იგი, ვითა: არა შემოვიდეს დავით აქა, რამეთუ მჴდომად აღუდგეს ბრმანი და მკელობელნი! და იტყოდეს, ვითარმედ: ყოვლადვე ნუ შემოვალნ აქა დავით! |
5:7 |
და მოვიდა დავით და დაიპყრა ციხისციხე იგი სიონისი, ესე არს ქალაქი დავითისი. |
5:8 |
და უბრძანა დავით მას დღესა შინა: ყოველმან, რომელმან დასცეს იებუსელი, მახჳლი აღიღენ ბრმათა ზედან და მკელობელთა და მოსრენ იგინი, რომელთა სძულდა სული დავითისი! რამეთუ ამის გამო თქჳან სიტყჳსა ჯერად, ვითარმედ: ბრმანი და მკელობელნი ნუ შევლენ ტაზრად უფლისა. |
5:9 |
და დაემკჳდრა დავით ციხისციხესა მას და ერქვა მას ქალაქი დავითისი. და აღაშენა ქალაქი გარემოს ბორცუსა მას, და მასვე შინა აღქმნა ტაზარი თჳსი. |
5:10 |
და გამდიდრდებოდა დავით და უფალი ყოვლისა მპყრობელი იყო მის თანა. |
5:11 |
მაშინ მიუვლინნა მოციქულნი ქიარამ, მეფემან ტჳროსისამან, და მიუძღვნა მას ძელი ნაძჳსა და ფიჭჳსა, და მოუვლინნა მას ხურონი ძელისანი, მოქმედნი ქვისანი და აუშენეს მუნ ტაზარი დავითისა. |
5:12 |
და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ წარუმართა უფალმან მეფობა მისი ყოველსა ზედა ისრაჱლსა და აღიმაღლა მეფობა მისი ერისათჳს მისისა ისრაჱლისა. |
5:13 |
და ისხნა დავით სხუანი ცოლნი და ხარჭანი იერუსალემს შემდგომად მოსლვისა მისისა ქებრონით, და ესხნეს მას სხუანიცა ძეებ და ასულებ. |
5:14 |
და ესე სახელები არს შვილთა მისთა, რომელნი იშუნეს იერუსალჱმსა: სამაათ, ესებაჲ, ნათან, გალამან, |
5:15 |
იებარ, თუმუსუს, ელფალატ, ნაგეთ, ნაფეკ. |
5:16 |
ენნათ, ელსამის, ბალიდად, ელიფალეთ. |
5:17 |
და აგრძნეს უცხოთესლთა მათ, ვითარმედ სცხეს დავითს მეფედ ისრაჱლსა ზედან. და გამოვიდეს ყოველნი უცხოთესლნი მოძიებად დავითისა. და ვითარცა ესმა დავითს, ვითარმედ ეძიებენ მას უცხოთესლნი იგი, მოვიდა დავით ადგილსა მას ძნელოვანსა. |
5:18 |
და მივიდეს უცხოთესლნი იგი და განეზავეს უბესა მას ტიტანელთასა. |
5:19 |
და იკითხა დავით უფლისა მიერ და თქუა: უკუეთუ ჯერ-არს ჩემდა ზედამისლვად უცხოთესლთა მათ და მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქვა უფალმან დავითს: მივედ, რამეთუ მიმიცემიან იგინი ჴელთა შენთა! |
5:20 |
და მოვიდა დავით და დაესხა უცხოთესლთა და მოსრნა იგინი და თქუა დავით: მოსრნა უფალმან მტერნი ჩემნი და უცხოთესლნი წინაშე ჩემსა, ვითარცა განიყვნიან და განიჭრიან წყალნი მრავალნი, რამეთუ ამის გამო ერქუმის ადგილსა მას ადგილი მოსასრველი. |
5:21 |
და დაყარნეს უცხოთესლთა მათ სივლტოლასა მათსა კერპნი იგი მათნი. და აღიხუნა იგინი დავით და ერმან მისმან. |
5:22 |
მერმე შე-ღავე-სძინეს უცხოთესლთა მათ გამოსლვად კრებულად ჴშირად უბესა მას ტიტანელთასა. |
5:23 |
და იკითხა დავით უფლისაგან: უკუეთუ მივიდე უცხოთესლთა ზედა, მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა უფალმან დავითს: ნუ განხვალ მათდა, არამედ გარემოიქეც და მახლობელად მათსა დაემალე ღელესა მას გლოისასა! |
5:24 |
და რაჟამს გესმეს შენ ჴმაჲ ძრვისა მაღნარისა ადგილსა მას გლოისასა, მაშინ მივედ მათ ზედა, რამეთუ მაშინღა გამოვიდეს უფალი წინაშე შენსა ბრძოლად და დაცემად უცხოთესლთა მათ. |
5:25 |
და ყო დავით, ვითარცა უბრძანა მას უფალმან. დასცნა უცხოთესლნი იგი გაბაონითგან გაზერადამდე. |