2:1 |
და იყო, ამის ყოვლისა შემდგომად იკითხა დავით უფლისა მიერ და თქუა: ჯერმე-არს ჩემდა აღსლვად ერთსა მას ქალაქთაგანსა ჰურიასტანისასა? და ჰრქუა მას უფალმან: აღვედ! და თქუა დავით: ვიდრე მივიდე? და ჰრქუა მას უფალმან: ქებრონად! |
2:2 |
და აღვიდა დავით ქებრონად და ორნივე იგი ცოლნი მისნი: აქინამ იზრაიტელი და აბგეა, ცოლი ნაბალისი, კარმელელისა. |
2:3 |
და კაცნი იგი, რომელ მის თანა იყუნეს, თჳთეულად სახლეულითურთ მოვიდეს და დაემკჳდრნეს ქებრონსა შინა. |
2:4 |
მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი ტომნი დავითისა და სცხეს მას მეფედ იუდასა ზედა. და უთხრეს დავითს, ვითარმედ: მოვიდეს კაცნი იგი იაბის გალადელისანი, და , წარიღეს საულ და დაფლეს იგი. |
2:5 |
და წარავლინნა დავით მოციქულნი მთავართა მიმართ იაბის გალადისთა და ჰრქუა: კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ! რამეთუ ქმენით საქმე კეთილი და მოიჴსენეთ სიყუარული უფლისა თქუენისა საულისი, ცხებულისა ღმრთისა , და წყალობა-ყავთ მისთჳს და დაჰფალით იგი. |
2:6 |
და ყავნ უფალმან წყალობა მისი თქუენ ზედა და ჭეშმარიტებაჲ მისი! და მეცა ვყო კეთილი თქუენდა მიმართ, რამეთუ აღასრულეთ სიტყუაჲ თქმული. |
2:7 |
და აწ განძლიერდენ ჴელნი თქუენნი და იქმნნეთ ნაშობ ძლიერებისა, რამეთუ მო-ღათუ-კუდა საულ, უფალი იგი თქუენი, აწ, ესერა, მცხო მე სახლმან იუდასმან მეფედ მათ ზედა. |
2:8 |
და აბენერ, ძემან ნერისმან, სპასპეტმან საულისამან, მოიყვანა მემფიბოსთე, ძე იგი საულისი, და განიყვანა იგი შორის ბანაკსა მას. |
2:9 |
და დაადგინა იგი მეფედ გალაადსა ზედა თარსისა ზედა და იეზრეილსა ზედა და ეფრემს და ბენიამენს და ყოველსა ზედა ისრაჱლსა. |
2:10 |
და იყო მემფიბოსთე, ძე საულისი, ორმეოც წლისა, რაჟამს დაჯდა მეფედ, და ორ წელ მეფობდა. ხოლო მისგან იუდასნი შეუდგეს დავითს. |
2:11 |
და იყო რიცხჳ დღეთა, რაოდენ მეფობდა დავით ქებრონს სახლსა ზედა იუდასა, შჳდ წელ და ექუს თუე. |
2:12 |
და გამოვიდა აბენერ, ძე ნერისი, და მონანი მემფიბოსთესნი, ძისა საულისანი, მის თანა ბანაკისა მისგან გაბაონადმი. |
2:13 |
და იოაბ, ძე შარუელისა, გამოვიდა ქებრონით და მონანი იგი დავითისნი მის თანა, და შეიმთხჳვნეს იგინი ავაზანთა თანა გაბაონელთასა და დასხდეს ესენი ამიერ, და იგინი მიერ. |
2:14 |
მაშინ ჰრქუა აბინერ იოაბს: აღდგედ ყრმანი სიმღერად ჩუენ შორის! და ჰრქუა იოაბ: აღდგედ. და აღდგეს და წარმოდგეს რიცხჳთ ათორმეტნი და ეგრეთვე მონათა ძეთა მათგან ბენიამენისთა, მონანი მემფიბოსთესნი, და ეგრეთვე მონათა მათგან დავითისთა. |
2:16 |
და შებმა-უყოფდეს ურთიერთას მოყუასსა თჳსსა, მარცხენითა ჴელითა შეუპყრობდეს თმათა მათთა და მარჯუენითა ჴელითა შთააგდებდეს მახჳლსა გუერდსა მოყუასისასა და მოსწყდებოდეს. და სახელი დაედვა ადგილსა მას "ნაწილი არდაბაგების", რომელ არს გაბაონს. |
2:17 |
და განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა სიფიცხით მას დღესა შინა, და ძლევასა მიეცა აბინერ და მეოტ-იქმნა ერი იგი მისი წინაშე მონათა მათ დავითისთა. |
2:18 |
და იყუნეს მუნ სამნი ძენი შარუელისნი: იოაბ და აბესა და ასაელ. ხოლო ასაელ მალე იყო მუჴლითა, ვითარცა ქურციკი ველისა. |
2:19 |
და წარექცია ასაელს აბინერ და სდევდა ერდგულად და არა უტევებდა მას მიქცევად მარჯულ და მარცხლ. |
2:20 |
და ჴმა-უყო უკმომართ აბენერ ასაელს და ჰრქუა მას: შენ ხარ ასაელ? და ჰრქუა მან: მე ვარ! |
2:21 |
და ჰრქუა მას აბენერ: განმეყენე ჩემგან და მიაქციე მარჯულ, ანუ მარცხენით, და მოვალს ერთი მონათა ჩემთაგანი და წარიღე ნაძარცვევი მისი! და არა უკმოიქცა ასაელ მისგან. |
2:22 |
და კუალად ჰრქუა მეორედ აბენერ ასაელს: გარეუკუნიქეც ჩემგან, კაცო, ნუუკუე გცე და მოგკლა შენ! და ვითარმე შევადგნე თუალნი იოაბს, ძმასა მას შენსა? |
2:23 |
და არა უკუნიქცა ასაელ და გარემოიქცა აბენერ და სცა ჰოროლი თჳსი, და განსწონა ზურგსა მისსა, დაეცა და მოკუდა. და რაჟამს მოვიდიან ყოველნი იგი მდევარნი ადგილსა მას, სადა-იგი იდვა ასაელ მომკუდარი, არღარა სდევედ, არამედ ადგილობანსა ფერჴნი დაიპყრიან. |
2:24 |
მაშინ დევნა-უყვეს იოაბ და აბესა აბენერს, და მოვიდეს ბორცუსა მას ამომანისასა, რომელ არს პირისპირ გაისსა, გზასა მას უდაბნოსა გაბაონისასა. |
2:25 |
და შეკრბეს ძენი ბენიამენისნი, და შეუდგეს კვალსა მას აბენერისასა და დადგეს ბორცუსა ზედა ერთსა. |
2:26 |
სიტყვა იწყო აბენერ მიერ ბორცჳთ იოაბისა და ჰრქვა: ჰე, დაუპყრობელად მახჳლისა მაგის განტევებაჲ, ანუ არა უწყი, რამეთუ აღსასრულსა მაგის საქმისასა სიმწარე შეიქმნეს, ვიდრე არა უბრძანებ ერსა მაგას შენსა უკუნქცევად მოსრვისაგან ძმათა თჳსთასა? |
2:27 |
მიუგო იოაბ: ცხოველ არს უფალი! თუმცა არა გეთქვა სიტყუაჲ ეგე, ამას ღამესა გეხილვამცა ამის ყოვლისა ერისა ჩემისა ჴელი თითოეულად ძმასა თჳსსა ზედა. |
2:28 |
აწ უბრძანა იოაბ სწრაფით დაბერვა ნესტჳსა ერსა მას, აღარა სდევდეს ისრაიტელთა მათ, არცა ყვესღა ბრძოლა. |
2:29 |
და აბენერ და ერი იგი მისი წავიდეს ღამე ყოელ დასავალით კერძო ვიდრე კიდედმდე იორდანისა. და წიაღჴდეს მიერ სწრაფით და მოეფინეს მდინარისკიდესა მას ვიდრე მისლვადმდე ბანაკთა მათ. |
2:30 |
და იოაბ მოიქცა აბენერისგან და შეკრიბა ერი იგი დავითისი და აღლუმი ყო ანდერზობით, და იპოვნეს მოკლულნი ერისაგან ვითარ ათცხრამეტი კაცი, და ასაელ მათ თანა. |
2:31 |
ხოლო დავითის ერთა, რომელ მოსწყდეს ძეთაგან ბენიამენისთა და კაცთა ებენერისთა, სამასსამეოცი კაცი. |
2:32 |
და წარიღეს ასაელ და დაფლეს საფლავსა მამისა თჳსისასა ბეთლემს. და წარვიდეს იოაბ და ერი იგი ღამე ყოელ და განუთენა მათ ქებრონს. |