კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« მსაჯულთა »
მსაჯულთა 1
მსაჯულთა 2
მსაჯულთა 3
მსაჯულთა 4
მსაჯულთა 5
მსაჯულთა 6
მსაჯულთა 7
მსაჯულთა 8
მსაჯულთა 9
მსაჯულთა 10
მსაჯულთა 11
მსაჯულთა 12
მსაჯულთა 13
მსაჯულთა 14
მსაჯულთა 15
მსაჯულთა 16
მსაჯულთა 17
მსაჯულთა 18
მსაჯულთა 19
მსაჯულთა 20
მსაჯულთა 21

« მსაჯულთა 10 [BIB - xx] »
10:1 და აღდგა აბიმელექს შემდგომად ცხორებად ისრაჱლსა თოლა, ძე ფოლაჲსი, ძე მამისძმისა მისისა, კაცი ისაქარისაჲ და იგი მკუდრ იყო სამარიას მთასა მას ეფრემისსა.
10:2 და იგი შჯიდა ისრაჱლსა ოცდასამ წელ და მოკუდა თოლა, ძე ფულაჲსი, და დაფლეს იგი სამარიას.
10:3 და ამისა შემდგომდა აღდგა იარ გალაადელი და სჯიდა ისრაჱლსა ოცდაორ წელ.
10:4 და ესხნეს მას ოცდათორმეტ ძენი, აღსხდებოდეს ოცდაათორმეტსა საჴედარსა. და ოცდაათორმეტი ქალაქი იყო მათი. და უწოდა მათ საყოფლები იარისი ვიდრე დღენდელად დღედმდე, რომელ-იგი არიან ქუეყანასა გულაადისასა.
10:5 და მოკუდა იარ და დაეფლა იკამონსა.
10:6 და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა და ჰმსახურებდეს ბაალის, და ასტაროთსა და ღმერთთა ასურეთისათა. და ღმერთთა სიდონისათა და ღმერთთა მოაბისათა და ღმერთთა ძეთა ამონისთასა და ღმერთთა უცხოთესლთასა. და დაუტევეს ღმერთი მათი და არა ჰმონებდეს მას.
10:7 და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა უცხოთესლთასა და ჴელთა ძეთა ამონისთასა.
10:8 და დაგლახაკნეს იგინი და დაამდაბლნეს ძენი ისრაჱლისანი მას ჟამსა შინა ათრვამეტ წელ ყოველნივე, რომელნი იყუნეს წიაღ იორდანეს და ქუეყანასა ამორეველთასა და ბალაადისასა.
10:9 და წიაღმოჴდეს ძენი ამონისნი იორდანესა ბრძოლად, იუდაჲსსა და ბენიამენისსა და სახლისა ეფრემისა, და სჭირდა ფრიად ძეთა ისრაჱლისათა.
10:10 ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და თქუეს: შეგცოდეთ შენ, რამეთუ დაგიტევეთ უფალი ღმერთი ჩუენი და ვჰმსახურებდით ბაალსა.
10:11 და ჰრქუა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა: ანუ არა ეგჳპტელნი და ამორეველნი.
10:12 და ძენი ამონისნი, ამალეკი, და ქანანელნი გაჭირვებდეს და ჰღაღადყავთ ჩემდა მომართ და გიჴსენ თქუენ ჴელისაგან მათისა?
10:13 და თქუენ დამიტევეთ მე და ჰმონებდით ღმერთთა უცხოთა, ამისთჳს არღარა შევსძინო ჴსნად თქუენდა.
10:14 ვიდოდით და ღაღადებდით ღმერთთა მიმართ, რომელნი გამოირჩიენით თავისა თჳსისა და მათ გიჴსნენ თქუენ ჟამსა ჭირისა თქუენისასა.
10:15 და ჰრქუეს ძეთა ისრაჱლისათა უფალსა: ვცოდეთ, აწ მიყავ ჩუენ ყოვლისაებრ, რაჲ-იგი სათნო არს წინაშე თუალთა შენთა.
10:16 და განშორნეს ძეთა ისრაჱლისათა ღმერთნი უცხონი შორის მათსა და ჰმსახურებდეს ღმერთსა მხოლოსა და სულმოკლე იქმნა შრომითა ისრაჱლი.
10:17 და აღმოვიდეს ძენი ამონისნი და დაიბანაკეს გალაადით კერძო. და გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი და დაიბანაკეს სამსტროსა მას ზედა.
10:18 და თქუა ერმან მან, რომელნი იყვნეს მთავარნი გალაადისანი, კაცად-კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა: ვინმე იყოს კაცი, რომელმან იწყოს ბრძოლად ძეთა ამონისთა? და იყოს იგი მთავარ ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა გალაადისათა.

© 2010, გია შერვაშიძე