კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« მსაჯულთა »
მსაჯულთა 1
მსაჯულთა 2
მსაჯულთა 3
მსაჯულთა 4
მსაჯულთა 5
მსაჯულთა 6
მსაჯულთა 7
მსაჯულთა 8
მსაჯულთა 9
მსაჯულთა 10
მსაჯულთა 11
მსაჯულთა 12
მსაჯულთა 13
მსაჯულთა 14
მსაჯულთა 15
მსაჯულთა 16
მსაჯულთა 17
მსაჯულთა 18
მსაჯულთა 19
მსაჯულთა 20
მსაჯულთა 21

« მსაჯულთა 21 [BIB - xx] »
21:1 და კაცმან ისრაჱლისამან ფუცა მასეფას მას დღესა შინა და თქუა: კაცმან ჩუენგანმან არა მისცეს ასული თჳსი ბენიამენს ცოლად.
21:2 და წარმოვიდა ერი იგი და მოვიდეს ბეთლემდ. და დასხდა მუნ წინაშე უფლისა ვიდრე მწუხრადმდე და აღიღეს ჴმაჲ მათი და ტიროდეს ტირილითა დიდითა.
21:3 და თქუეს: რაჲსა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, იქმნა ესე ისრაჱლსა შორის, აჴოცად დღეს ისრაჱლსა შორის ნათესავი ერთი?
21:4 და იყო ხვალისაგან, და აღიმსთო ერმან მან და აღაშენეს საკურთხეველი და შეწირეს მსხუერპლები ცხორებისაჲ,
21:5 და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: ვინ არა მოვიდა კრებულსა ამას ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა უფლისა? რამეთუ ფიცი იყო დიდი, რომელი არა მოვიდეს უფლისა მასეფად და თქუეს: სიკუდილით მოკუედინ იგი.
21:6 და ნუგეშინის-იცეს ძეთა ისრაჱლისათა ბენიამენისთჳს, ძმისა მათისა, და თქუეს: აღებულ არს დღეს ტომი ერთი ისრაჱლისაგან.
21:7 რაჲმე უყოთ მათ, რომელნი დაშთომილ არიან უცოლოდ, რამეთუ ჩუენ ვფუცეთ უფლისა, რამეთუ არა მივსცეთ მათ ცოლად ასულთაგანი ჩუენთა?
21:8 და თქუეს: ვინმე არს ერთი ტომი ნათესავისაგან ისრაჱლისა, რომელი არა მოვიდა უფლისა მასეფად? და არა მოსრულ იყო კაცი ბანაკად
21:9 იაბის გალაადისა კრებულსა მას და აღიხილეს ერი იგი. და არა იყო მუნ კაცი მკუდრთაგან იაბის გალაადისათა.
21:10 და მიავლინნა მუნ ერმან მან ათორმეტი ათასი კაცი ძეთაგან ძლიერებისათა და ამცნეს მათ და ჰრქუეს: წარვედით და მოსრენით ყოველნი დამკჳდრებულნი იაბის გალაადისანი პირითა მახჳლისათა, დედანი და ერი მათი.
21:11 და ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ: ყოველივე მამაკაცი და ყოველივე დედაკაცი, რომელმან იცის საწოლი მამაკაცისაჲ, შეჩუენებულ-ყავთ, ხოლო ქალწულნი განარინენით! და მათ ყვეს ეგრეთ.
21:12 და პოვეს მკჳდრთაგან იაბის გალაადისათა ოთხასი ქალწული ქალი, რომელთა არა იცოდეს მამაკაცი საწოლითა მამაკაცისაჲთა, და მოიყვანნეს იგინი ბანაკად სელომდ, რომელ არს ქალაქსა ქანაანისასა.
21:13 და მიავლინნეს ყოველმან კრებულმან და ეტყოდეს ძეთა ბენიამენისთა, რომელნი-იგი იყუნეს კლდესა მას რემონისასა, და მოუწოდეს მათ მშჳდობად.
21:14 და მოიქცა ბენიამენ ძეთა ისრაჱლისათა მას ჟამსა შინა, და მისცეს მათ ცოლები, რომელნი იყუნეს დედათაგან იაბის გალაადისათანი, და სათნო-უჩნდა მათ ესრე.
21:15 და ერმან, რომელმან ნუგეშინის-იცა ბენიამენის ზედა, რამეთუ ყო უფალმან განკუეთაჲ ტომთა შორის ისრაჱლისათა.
21:16 და თქუეს მოხუცებულთა მის კრებულისათა: რაჲმე ვყოთ ნეშტთა ამათთჳს, რომელნი დაშთეს უცოლოდ, რამეთუ აღიჴოცა ბენიამენისგან დედაკაცი?
21:17 და ჰრქუეს: სამკჳდრებელ განრინებულ ბენიამენს და არა აღიჴოცოს ტომი ისრაჱლსა შორის.
21:18 და ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების მიცემად მათა ცოლი ასულთაგან ჩუენთა, რამეთუ ვფუცეთ ძეთა ისრაჱლისათა და ვთქუთ: წყეულ იყავნ, რომელმან მისცეს ცოლი ბენიამენს.
21:19 და თქუეს: ესერა, დღესასწაული არს უფლისაჲ სელომს დღეთა წელიწადისათა, რომელ არს ბღუარით კერძო ბეთლემსა მზისაღმოსავალით მებოძირთა მათ, რომელი აღვალს ბეთლემით სიკიმად, და სამხრით კერძო ლებონასა.
21:20 და ამცნეს ძეთა მათ ბენიამენისთა და ჰრქუეს: წარვედით და მზირ-უყავთ ვენაჴოვანსა შინა.
21:21 და იხილეთ, რაჟამს გამოვიდენ ასულნი იგი მკჳდრთა სელომისთანი და მძნობრები მძნობრად, გამოეტევენით ვენაჴოვანთა მათგან! და იტაცენ კაცად-კაცადმან თავისა თჳსისა ცოლი ასულთაგან სელომისთა, და წარიყვანეთ და წარვედით ქუეყანად ბენიამენისა.
21:22 და იყოს, რაჟამს მოვიდენ მამანი მათნი, გინათუ ძმანი მათნი სასჯელად თქუენდა, ჰრქუათ მათ: შეიწყალენით იგინი, რამეთუ არა გამოიყვანა კაცმან ცოლი თჳსი ბრძოლასა მას შინა; არა თუ თქუენ მისცნეთ მათ და არცაღა ბრალი რაჲ ჰქმენით თქუენ.
21:23 და ყვეს ეგრე ძეთა ბენიამენისთა და მოიყვანეს ცოლები მსგავსად რიცხჳსა მის მათისა მძნობართა მათგანი, რომელნი იტაცნეს, და წარვიდეს და მოიქცეს სამკჳდრებელსა მათსა და აღაშენეს ქალაქები და დაემკჳდრნეს მათ შინა.
21:24 და წარმოვიდეს მიერ ძენი ისრაჱლისანი მას ჟამსა შინა. და მივიდა კაცად-კაცადი ტომსა თჳსსა და ნათესავსა თჳსსა და მიეგო კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა თჳსსა. მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის და კაცად-კაცადი ნებასა თავისა თჳსისასა თუალთა წინაშე მისთა ჰყოფდა.

© 2010, გია შერვაშიძე