2:1 |
და აღმოვიდა ანგელოზი უფლისა გალგად და ადგილსა მას ტირილისასა და ბეთელდ და სახლსა მას ისრაჱლისასა და ჰრქუა მათ. ამას იტყჳს უფალი: უფალმან აღმოგიყუანნა თქუენ ეგჳპტით და შემოგიყუანნა თქვენ ქუეყანასა ამას, რომლისათჳს ეფუცა მამათა თქუენთა მოცემად თქუენდა. და თქუა: არა განვაქარვო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს თქუენდა მიმართ უკუნისამდე. |
2:2 |
და თქუენ არა აღუთქუათ აღთქუმაჲ მკჳდრთა მათ ამის ქუეყანისათა, არცა თაყუანის-სცვმდეთ კერპთა მათთა, არამედ გამოქანდაკებულნი იგი კვრპნი მათნი შეჰმუსრენით და საკურთხეველები მათი დაარღჳეთ. და თქუენ არა ისმინეთ ჴმისა ჩემისა და ესე ყოველი ჰყავთ. |
2:3 |
და მე ვთქუ: არღარა შევსძინო განსხმად ერისა მის, რომლისა-იგი ვთქუ განსხმაჲ არა აღვჴოცნე იგინი პირისაგან თქუენისა და იყვნენ იგინი თქუენდა მაჭირვებელ და ღმერთნი იგი მათნი იყვნენ თქუენდა საცთურ. |
2:4 |
და იყო, ვითარცა იტყოდა ანგელოზი იგი უფლისა სიტყუათა ამათ ყოველთა მიმართ ძეთა ისრაჱლისათა, და აღიღო ერმან მან ჴმაჲ მათი და ტიროდეს. |
2:5 |
ამისთჳს ეწოდა სახელი ადგილსა მას ტირილისა და შეწირეს მუნ მსხუერპლი უფლისა. |
2:6 |
და წარავლინა ისო ერი იგი და წარვიდეს ძენი ისრაჱლისანი კაცად-კაცადი სამკჳდრვბელსა თჳსსა დაპყრობად ქუეყანისა. |
2:7 |
და ჰმონებდა ერი იგი უფალსა ყოველთა დღეთა მათ მოხუცებულთასა, რომელნი დღეგრძელ იყვნეს ისოჲს თანა, და რომელთა იცნოდეს ყოველნი საქმენი უფლისანი, და დიდნი, რომელ იყო ისრაჱლსა თანა. |
2:8 |
და აღესრულა ისო, ძე ნავესი, მონაჲ უფლისაჲ, ასდაათისა წლისა. |
2:9 |
და დაჰფლეს იგი მთასა მას სამკჳდრებელისა თჳსისასა თამნასაქარს, მთასა მას ეფრემისსა, ბღუარით კერძოჲ მთისა მის გაასისსა. და ყოველი ნათესავი წარჴდა და შეეძინნეს მამათა მათთა. |
2:10 |
და აღდგა ნათესავი სხუაჲ შემდგომად მათსა, რომელთა არა იცოდეს [უფალი] და საქმენი. რომელ ქმნნა ისრაჲლსა თანა. |
2:11 |
და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა ბოროტი წინაშე უფლისა და ჰმსახურებდეს ბაალიმსა. |
2:12 |
და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა, რომელმან გამოიყუანნა იგინი ქუეყანით ეგჳპტით და ვიდოდეს იგინი შემდგომად ღმერთთა უცხოთა, ღმერთთა მათ ერისათა, რომელნი იყვნეს გარემო მათსა, და თაყუანისცემდეს მათ და განარისხეს უფალი. |
2:13 |
და დაუტევეს იგი და ჰმსახურებდეს ბაალსა და ასტარტესა. |
2:14 |
და განრისხნა გულისწყომით უფალი და მისცნა იგინი ჴელთა წარმტყუენველთა მათთასა. და წარტყუენნეს იგინი გარემოჲს და ვერ ეძლო დადგომად წინაშე პირსა მტერთა მათთასა ყოველთავე მით, რომელსა იქმოდეს. |
2:15 |
და ჴელი უფლისა იყო მათ ზედა ბოროტისა საქმედ, ვითარცა ეტყოდა უფალი, და ვითარცა-იგი ფუცა უფალმან, და აჭირებდა მათ ფრიად |
2:16 |
და აღადგინნის უფალმან მსაჯულნი, და განარინნის იგინი უფალმან ჴელთაგან წარმტყუენველთა მათთასა და მათცა არავე ისმინეს. |
2:17 |
და ისიძვიდეს შემდგომად ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცემდეს მათ. და განარისხეს უფალი და გარდაჴდეს ადრე გზისა მისგან, რომელსა ვიდოდეს მამანი მათნი არა სმენად მცნებათა უფლისათა, არცა ყვეს ეგრეთ. |
2:18 |
და რამეთუ აღუდგინის მათ უფალმან მსაჯული და არნ უფალი მსაჯულისა მის თანა. და იჴსნეს იგი ჴელთაგან მტერთა მისთასა ყოველთა დღეთა მის მსაჯულისათა: და ნუგეშინის-სცის უფალმან სულთქუმისათჳს მათისა პირისაგან მათისა, რომელთა გარემოიცვნიან იგინი და ბოროტსა უყოფედ მათ. |
2:19 |
და არნ, ვითარცა მოკუდის მსაჯული იგი, გარდაიქციან და კუალად განიხრწნიან უფროს მამათა მათა მისლვად კუალსა მათსა ღმერთთა უცხოთასა. და ჰმსახურებედ და თაყუანის-სცემედ მათ და არა განიშორნეს სლვანი გზისა მისგან მათისა. |
2:20 |
და განრისხნა გულის წყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და თქუა: ამისთჳს, რამეთუ დაუტევა ნათესავმან ამან შჯული ჩემი, რომელ ვამცენ მამათა მათთა, და არა ისმინეს ჴმისა ჩემისა. |
2:21 |
და მე არღარა შევსძინო აღჴოცად კაცისა პირისაგან მათისა წარმართთა მათგანი, რომელნი დაუტევა ისო, ძემან ნაჱესმან. |
2:22 |
და დააცადა გამოცდად მათ შორის ისრაჱლისა, და-თუ-იმარხნენ გზანი უფლისანი, და ვიდოდიან მას, ანუ თუ არა, ვითარცა-იგი დაიმარხნეს მამათა მათთა. |
2:23 |
და დაუტევნა უფალმან ნათესავნი ჱსე და არა აღჴოცნა ადრე, არა მისცნა იგინი ჴელთა ისოჲსსთა. |