12:1 |
და შეკრბეს და მოვიდეს ძენი ეფრემისნი სეფინად და ჰრქუეს იეფთაეს: რაჲსათჳს განხუედ შენ ბრძოლად ძეთა ამონისთა და ჩუენ არა გუაუწყე, რათამცა ვჰბრძოლეთ ჩუენცა შენ თანა? აწ სახლი შენი დაგაწუათ ცეცხლითა შენ ზედა. |
12:2 |
ხოლო იეფთაე ჰრქუა მათ: კაცი მსაჯული ვიყავ მე, და ერი ჩემი და ძენი ამონისნი მაჭირვებდეს მე ფრიად, და ვღაღადებდ მე თქუენდა მიმართ და არა მიჴსენით მე ჴელთაგან მათთა. |
12:3 |
და ვითარცა ვიხილე, რამეთუ არავინ იყო მჴსნელ ჩემდა, წარვიღე თავი ჩემი სიკუდილად ჴელითა ჩემითა და წიაღუჴედ ძეთა ამონისთა. და მოსცნა უფალმან ძენი ამონისნი ჴელთა ჩემთა და თქუენ მოსრულ ხართ ბრძოლად ჩემდა? |
12:4 |
და შეიკრიბა იეფთა ყოველი ერი გალაადისაჲ და ჰბრძოდა ძეთა ეფრემისთა. და მოსრეს კაცთა ბალაადისათა ძეთაგანი ეფრემისთა მახჳლითა. |
12:5 |
და წინაწარ დაიპყრეს გალაადელთა წიაღსავალი იგი იორდანისაჲ ეფრემისი. და იყო, რაჟამს-იგი იქუეს განრინებულთა მათ ეფრემისთა, ვითარმედ: წიაღვჴდეთ იორდანესა: ჰრქუეს გალაადელთა მათ: ნუუკუე ეფრემისგანი იყუნეთ თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არა ვართ ეფრემისგანნი. |
12:6 |
და მათ ჰრქუეს: გჳთხარ ნუ რაჲ სასწაული და მათ ვერ წარიმართეს სიტყუად სიტყუად ეგრესახედ. და აღიპყრობდეს მათ და მოსწყუედდეს წიაღსავალსა მას ზედა იორდანისასა და დაეცნეს მას დღესა შინა ერისაგან ეფრემისი ორმეოცდაორი ათასი. |
12:7 |
და სჯიდა იეფთაე ისრაჱლსა ექუს წელ. და მოკუდა იეფთაე გალაადელი, და დაფლეს იგი ქალაქსა თჳსსა გალაადს. |
12:8 |
და სჯიდა მისსა შემდგომად ისრაჱლსა ესებონ ბეთლემელი. |
12:9 |
და ესხნეს მას ოცდაათ ძე ოცდაათ ასულ, რომელნი მიეცნეს ქმართა ოცდაათნი ცოლნი შემოჰგუარნეს ძეთა თჳსთა, და სჯიდა ისრაჱლსა შჳდ წელ. |
12:10 |
და მოკუდა ესებონ და დაფლეს იგი ბეთლემს. |
12:11 |
და ამისა შემდგომად სჯიდა ისრაჱლსა ელომ ზაბულონელი ათ წელ |
12:12 |
და მოკუდა და დაჰფლეს ქუეყანასა ზაბულონისასა. |
12:13 |
და ამისა შემდგომად სჯიდა ისრაჱლსა აბოდონ, ძე ელექისი, ფარათონელი. |
12:14 |
და ესხნეს მას ორმეოც ძე და ოცდაათ ძისწულ, რომელნი აღსხდებოდეს სამეოცდაათთა საჴედართა; და სჯიდა იგი ისრაჱლსა რვა წელ. |
12:15 |
და მოკუდა აბოდონ, ძე ელექისი, ფარათონელი, და დაფლეს იგი ფარათონს, მთასა ამალეკისასა. |