4:1 |
და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა. |
4:2 |
და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა იაბისსა, მეფისა ქანანელთასა, რომელი მეფობდა ასურს შინა, და მთავარ ერისა მისისა იყო სისარაჲ. და დამკჳდრებულ იყო არისოთს წარმართთასა. |
4:3 |
და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ, რამეთუ ცხრაასი ეტლი რკინისა იყო მისი, და იგი აჭირვებდა ისრაჱლსა ფრიად ოც წელ. |
4:4 |
და დებორა იყო დედაკაცი წინასწარმეტყუელა, ცოლი ლაფიჭუდისი და იგი შჯიდა ისრაჱლსა მას ჟამსა შინა. |
4:5 |
და დამკჳდრებულ იყო იგი დანაკისკუდსა მას ქუეშე დებორასა შორის რამასა და შორის ბეთელსა, მთასა ეფრემისსა. მოვიდიან მისა ძენი ისრაჱლისანი საშჯელად. |
4:6 |
და წარავლინა დებორა და მოუწოდა ბარაკს, ძესა აბინოემისსა, კედენეთ, რომელ არს ლეფთალიმისი, და ჰრქუა მას: ანუ არა, აჰა ეგერა, გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან და წარხვიდე შენ მთასა მას თაბორსა და მიიყვანო შენ თანა ათ ათასი კაცი ძეთაგანი ლეფთალემისთაჲ და ძეთაგანი ზაბულონისაჲ. |
4:7 |
და მიიყვანო შენ ჴევსა მას კიშოვნისასა სისარაჲს ზედა, ერისთავისა მის იაბინისა, და ეტლებსა მისსა და სიმრავლესა მისსა ზედა. და მოგცე იგი ჴელსა შენსა. |
4:8 |
და ჰრქუა მას ბარაკ: უკუეთუ მოხჳდე შენ, მოვიდე მეცა და უკუეთუ არა მოხჳდე ჩემ თანა, მე არა წარვიდე; რამეთუ არა ვიცი დღე იგი, რომელსა წარმოუმართოს ანგელოზსა მას უფალმან ჩემ თანა. |
4:9 |
და ჰრქუა მას დებორა: მოსლვით მოვიდე შენ თანა, ხოლო უწყოდე, რამეთუ არა იყოს პირველი ჴელის-ყოფაჲ შენი გზასა მაგას, რომელსა შენ წარხუალ, და ჴელსა დედაკაცისასა მოსცეს უფალმან სისარა. და აღდგა დებორა და წარვიდა ბარაკის თანა კედემით. |
4:10 |
და უბრძანა ბარაკ ზაბულონსა და ნეფთალიმსა კედეს შინა. და მივიდეს მის თანა ათ ათასოდენ კაც, და მივიდა დებორაცა მის თანა. |
4:11 |
და მახლობელნი იგი კენეველთანი გამოეშორნეს კინევეთ ძეთაგან იობაბესთა, სიმამრისა მოსესისა, და აღმართა კარავი თჳსი მუხასა მას თანა განსასუენებელთასა, რომელ არს მახლობელად კადესა. |
4:12 |
და უთხრეს სისარას, ვითარმედ: აღმოვიდა ბარაკ, ძე აბინუმისი, მთასა მას თაბორსა. |
4:13 |
და მოუწოდა სისარა ყოველსა ეტლებსა მისსა, ცხრაასსა ეტლსა რკინისასა, და ყოველსა ერსა მისსა თანა არისოთით რომელ არს წარმართთა, ჴევად კიშოვნისა. |
4:14 |
და ჰრქუა დებორა ბარაკს: აღდეგ აწ, რამეთუ ესე არს დღე, რომელსა მოგცეს უფალმან სისარა ჴელთა შენთა, რამეთუ უფალი არს წინამძღუარად შენდა და შთავიდა ბარაკ მთისაგან თაბორისა და ათი ათასი კაცი მის თანა. |
4:15 |
და განაკრთო უფალმან სისარა წინაშე ბარაკისა და ყოველი ეტლები მისი და ყოველივე ბანაკი მისი. და დაეცნეს იგინი პირითა მახჳლისათა წინაშე ბარაკისა, და გარდამოჴდა სისარა ეტლისაგან თჳსისა და ევლტოდა იგი ფერჴითა თჳსითა. |
4:16 |
და ბარაკ დევნა შემდგომად ეტლთა მათ მისთა და შემგომად ბანაკისა მის ვიდრე მაღნარადმდე წარმართთასა; და დაეცა ყოველივე იგი ბანაკი სისარასი პირითა მახჳლისათა და არა დაშთა ერთიცა. |
4:17 |
და სისარა ივლტოდა ფერჴითა თჳსითა კარვად იაელისაჲ, ცოლისა ქაბერისა კინეველისა, რამეთუ მშჳდობაჲ იყოს შორის იაბენისა, მეფისა ასურისა, და შორის სახლისა ქაბერისა კინეველისა. |
4:18 |
და გამოვიდა იაჱლ შემთხუევად სისარასა და ჰრქუა მას: მოაქციე ჩემდა, და ნუ გეშინინ! და მიაქცია კარვად მისა და დამალა იგი მაშკსა ქუეშე მისსა. |
4:19 |
და ჰრქუა მას სისარა: მასუ მე წყალი მცირედ, რამეთუ მწყურის. და განჰჴსნა თხიერსა სასძეურსა და ასუა მას. და დაჰბურა სამუმლელი პირსა მისსა. |
4:20 |
და ჰრქუა მას სისარა: დეგ შენ კართა ზედა კარვისათა. და იყოს, უკუეთუ ვინმე მოვიდეს შენდა და გრქუას შენ: არს ვინა კაცი აქა? შენ არქუ: ვითარმედ არავინ არს. |
4:21 |
და მოიღო იაელ მანაჲ კარვისაჲ და ჴუედა ჴელითა მისითა და შევიდა მისა მდუმრიად. და დაასვა მანაჲ იგი ყურიმალსაჲ მისსა, და დაჰმჭუალა ქუეყანასა; და იგი მიმოგორვიდა და მოკუდა. |
4:22 |
და აჰა ესერა, ბარაკ სდევდა სისარას; და მოიწია მუნ, და იაელ განვიდა გარე, და მიეგებვოდა მას და ჰრქუა: ბარაკ, მოვედ და გიჩუენო შენ კაცი, რომელსა შენ ეძიებ! და შევიდა იგი მისსა და იხილა, და სისარა იდვა მკუდარი, და მანაჲ იგი განწონილი ყურიმალსა მისსა. |
4:23 |
და დაამდაბლა უფალმან იაბინი, მეფე ქანაანისაჲ, მას დღესა შინა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. |
4:24 |
და ვიდოდა ჴელი ძეთა ისრაჱლისათა სლვით და აღმაღლდებოდა იაბინის, ზედა, მეფისა ქანანელთასა, ვიდრემდე. მოსრნეს იგინი სრულიად. |