კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« მსაჯულთა »
მსაჯულთა 1
მსაჯულთა 2
მსაჯულთა 3
მსაჯულთა 4
მსაჯულთა 5
მსაჯულთა 6
მსაჯულთა 7
მსაჯულთა 8
მსაჯულთა 9
მსაჯულთა 10
მსაჯულთა 11
მსაჯულთა 12
მსაჯულთა 13
მსაჯულთა 14
მსაჯულთა 15
მსაჯულთა 16
მსაჯულთა 17
მსაჯულთა 18
მსაჯულთა 19
მსაჯულთა 20
მსაჯულთა 21

« მსაჯულთა 7 [BIB - xx] »
7:1 და აღიმსთო იერობოალ, (ესე იგი თავადი არს გედეონ), და ყოველმან ერმან მის თანა და დაიბანაკეს წყაროსა მას ზედა არედისასა; და მადიამი იყო ბღუარით და ამალეკ იყო ჩრდილოთ გაბთანისა ველსა.
7:2 და ჰრქუა უფალმან გედეონს: ფრიად არს ერი ეგე შენ თანა, რათა არა მივსცე მე მადიამი ჴელთა მათთა, ნუუკუე იქადოს ჩემ ზედა ისრაჱლმან, ვითარმედ ჴელმან ჩემმან მიჴსნა მე.
7:3 ეტყოდე შენ ყურთა მიმართ მაგის ერისათა და არქუ: უკუეთუ ვინმე არს მოშიში გულითა, უკუნიქეცინ და განვიდეს მთისა მისგან გალადისა. და უკუნიქცა ერი მისგანი ოცდაორი ათასი, და ათ ათასნი დაშთეს.
7:4 და ჰრქუა უფალმან გედეონს: ფრიადღა არს ერი ეგე შენ თანა. შთაიყვანენ ეგენი მდინარესა მას და გამოცადენ ეგენი მუნ, და იყოს, რომლისა გრქუა შენ, ვითარმედ: ესე წარვიდეს შენ თანა, იგი წარვედინ, და ყოვლისა, რომლისა გრქუა შენ, ვითარმედ: არა წარვიდეს შენ თანა, იგი ნუ წარვალნ შენ თანა.
7:5 და შთაიყვანა ერი იგი წყალსა მას და ჰრქუა უფალმან გედეონს: ყოველმან, რომელმან წბას ენითა თჳსითა წყლისა მისგან, იგი წბის ძაღლმან. დაადგინნე იგინი თჳსაგან და ყოველი, რომელი მოდრკეს მუჴლთა თჳსთა ზედა სუმად წყლისა, გან-რე-ადგინო იგი.
7:6 და იყო ყოველი რიცხჳ, რომელთა წბეს ენითა მათითა, სამას ოდენ კაც, და სხუაჲ იგი ყოველი ერი მოდრკა მუჴლთა თჳსთა ზედა სუმად წყლისა.
7:7 და ჰრქუა უფალმან გედეონს: სამასითა ამით კაცითა, რომელთა წბეს ენითა მათითა, გიჴსნე თქუენ და მოვსცე მადიამი ჴელთა შენთა; და ყოველივე იგი ერი წარვედინ ადგილად თჳსა.
7:8 მოიღეს საგზალი ერისაჲ მის ჴელითა მათითა და ნესტუები იგი მათი რქისაჲ და ყოველი ისრაჱლი წარავლინა კაცად-კაცადი საყოფლად თჳსა, ხოლო სამასნი იგი კაცნი დაიყენნა და ბანაკი იგი მადიამაჲსი იყო ქუემო კერძო მისა ღვლესა მას შიდა.
7:9 და იყო მას ღამესა და ჰრქუა უფალმან გედეონს: აღდეგ და შთავედ ბანაკსა მას მადიამისა, რამეთუ მიგეც იგი ჴელთა შენთა.
7:10 უკუეთუ გეშინის შენ მარტოსა, შთავედ შენ და ფარა, მონაჲ ეგე შენი, ბანაკად.
7:11 და გესმეს, რასა-იგი იტყოდიან, და ამისსა შემდგომად განძლიერდენ. ჴელნი შენნი და მიუჴდენ ბანაკსა მას. და შთავიდა იგი და ფარა, მონაჲ მისი, ერთკერძოჲსა მისგან ერგასისისა, რომელნი იყვნეს მის ბანაკისანი.
7:12 და მადიამი და ამალეკი და ყთველნივე ძენი მზისაღმოსავალისანი დაბანაკებულ იყვნენ ღელესა მას შიდა, ვითარცა მკალი სიმრავლითა და აქლემებისა მათისა არა იყო რიცხჳ, არამედ იყვნეს, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ სიმრავლითა.
7:13 და შევიდა გედეონ ბანაკსა მას. და, აჰა ესერა, კაცი უთხრობდა ჩუენებასა მოყუასსა თჳსსა, ვითარმედ: ვიხილე ჩუჱნებაჲ და, აჰა ესერა, ჴუეზაჲ პური ქრთილისაჲ გორვიდა ბანაკსა მადიამისასა და მოიწია ვიდრე კარვებადმდე მადიამისა, და ეკუეთა და დაამჴუნა იგინი.
7:14 მიუგო მოყუასმან მან თჳსმან და ჰრქუა: არა არს ეგე სხუაჲ, არამედ მახჳლი გედეონისი, ძისა იოასისი, კაცისა ისრაიტელისა, რამეთუ მისცა ღმერთმან ჴელსა მისსა მადიამი და ყოველი ესე ბანაკი.
7:15 და იყო, ვითარცა ესმა გედეონს თხრობაჲ იგი ჩუენებისაჲ მის და შეტყუებაჲ მისი, თაყუანის-სცა უფალსა და მოაქცია ბანაკად ისრაჱლისა და ჰრქუა მათ: აღდეგით, რამეთუ მოსცა უფალმან ბანაკი მადიამისაჲ ჴელთა ჩუენთა.
7:16 და განყო სამასი იგი კაცი სამად გუნდად და მისცა ნესტუ რქისა ჴელთა მათ ყოველთასა და ჩაფები ახლები და ლამპრები ჩაფებსა მას შიდა.
7:17 და ჰრქუა მათ: ჩემგან იხილეთ, ვითარ-იგი ვყო და თქუენცა ეგრევე ყავთ, და მე შევიდე შორის ბანაკსა მას, და იყოს, ვითარ-იგი ვყო, და თქუენცა ეგრევე ყავთ.
7:18 დავჰბერო ნესტუსა მას რქისასა და ყოველთავე ჩემ თანა დაჰბერეთ ნესტუსა თქუენსა გარემოჲს და თქუან: მახჳლი უფლისაჲ და გედეონისი.
7:19 და შევიდა გედეონ და ასი კაცი მის თანა ერთკერძო ბანაკსა მას, ვითარ ეწყო ოდენ მჴუმელთა მათ შუვა ღამე და განმაღჳძებელნი იგი აღ-ვე-აღჳძებდეს მჴუმილთა მათ, ხოლო მათ დაჰბერეს ნესტუსა მას რქისასა და განყარნეს ჩაფნი იგი ჴელთაგან მათთა.
7:20 და დაჰბერა სამმანვე მან გუნდმან ნესტუსა მას რქისასა. და შემუსრეს ჩაფები იგი და მიიღეს ჴელითა მარცხენითა მათითა ლამპრები იგი აღნთებული და ჴელითა მარჯუენითა ნესტუები იგი რქისაჲ. და ჰბერვიდეს, ღაღადყუეს და თქუეს: მახჳლი უფლისაჲ და გედეონისი.
7:21 და დადგა კაცად-კაცადი თჳსაგან გარემოის ბანაკსა მას. და რბიოდა ყოველივე იგი ბანაკი, და აუწყებდეს და ივლტოდეს.
7:22 და ჰბერვიდეს სამასსავე მას ნესტუსა რქისასა. და დასდვა უფალმან მახჳლი კაცისაჲ მოყუასსა თჳსა ზედა ყოველსავე მას ბანაკსა.
7:23 და ივლტოდა ბანაკი იგი ვიდრვ ბეთასეპადმდე და ვიდრე კიდედმდე საბილმაულისა და ტაბეთად. და აღიზახა კაცმან ისრაჱლისამან ლეფთალემით გამო და ასერით და ყოვლისაგან მანასესა და დევნა-უყუეს შემდგომად მადიამისა.
7:24 და მოციქულნი წარავლინნა გედეონ ყოველთა საზღუართა ეფრემისათა და ჰრქუა: გარდამოვედით შემთხუევად მადიამისა და დაიპყართ წიაღსავალი იგი ვიდრე ბეთბერადმდე და იორდანე. და აღიზახა ყოველმან კაცმან ეფრემისმან, და უსწრეს და დაიპყრეს წყალი იგი ვიდრე ბეთბერადმდე და იორდანე.
7:25 და შეიპყრნეს ორნი იგი მთავარნი მადიამისანი: ორებ და ზებ. და მოკლეს ორებ სურს შინა და ზებ მოკლეს იაკებზებს შინა და სდევდეს მადიამსა. და თავი ორებისი და ზეებისი მოართუეს გედეონს კაცთა მათ წიაღ იორდანესა.

© 2010, გია შერვაშიძე