20:1 |
და გამოვიდეს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, და გამოკრბა კრებული, ვითარცა კაცი ერთი დანითგან ვიდრე ბერსაბედმდე და ქუეყანაჲ იგი გლაადისაჲ, და მოვიდეს უფლისა მასეფად. |
20:2 |
და დადგეს ადგილსა ერთსა ყოველივე ერი და ყოველნივე ტომნი ისრაჱლისანი კრებული ღმრთისაჲ ოთხას ათასი კაცი მკჳრცხლი მახჳლოსანი. |
20:3 |
და ესმა ძეთა ბენიამენისთა, რამეთუ აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი მასეფად და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: გჳთხარ, სადა იქმნა ბოროტი ესე საქმე? |
20:4 |
მიუგო კაცმან მან ლევიტელმან, ქმარმან მის დედაკაცისა მოკლულისამან, და თქუა: მოვედ მე და ხარჭი ჩემი |
20:5 |
გაბაად ბენიამენისა დადგომად. და აღდგეს ჩემ ზედა კაცნი იგი გაბაჲსანი და გარემომადგეს მე სახლსა მას ღამე, ჩემი უნდა მოკლვაჲ და ცოლი ჩემი დაამდაბლეს, მოკიცხეს და მოკუდა. |
20:6 |
და შებმა-უყავ და განვყავ ასოდ-ასოდ და მიუძღუანე იგი ყოველთა საზღუართა სამკჳდრებელისა ისრაჱლისათა, რამეთუ ქმნეს უგნურებაჲ ესე ისრაჱლსა შორის. |
20:7 |
აჰა ესერა, აქა ხართ ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, ყავთ მათთჳს სიტყუაჲ და ზრახვაჲ. |
20:8 |
და აღდგა ყოველი იგი ერი, ვითარცა კაცი ერთი, და თქუეს: არა წარვიდეთ კაცი საყოფლად თჳსა, და არცა მივიქციოთ კაცმან სახიდ თჳსა. |
20:9 |
და აწ ესე სიტყუაჲ ვყოთ, გაბაასა ზედა მიუჴდეთ მას წილის-გდებით. |
20:10 |
და მოვიყვანოთ ათი კაცი ასმან და ასი ათასმან და ათასი ბევრმან, რათა მოართუან საზრდელი ერსა აღსრულებად, რომელნი-იგი შევიდენ გაბაად ბენიამენისა ყოვლისავე მისთჳს უგნურებისა, რომელ ქმნეს ისრაჱლსა შორის. |
20:11 |
და შეკრბა ყოველი ვრი ისრაჱლისაჲ ქალაქად, ვითარცა კაცი ერთი, რომელნი-იგი მოვიდეს ქალაქებისაგან. |
20:12 |
და მიავლინნეს ტომთა ისრაჱლთა ძეთა მიმართ ბენიამენისთა და ჰრქუეს: რაჲ არს უკეთურებაჲ ესე, რომელი იქმნა თქუენ შორის? |
20:13 |
და აწ მოგუცენით ჩუენ კაცნი იგი უღმრთონი გაბაჲსანი, და მოვწყჳდნეთ, იგინი და აღვიღოთ უკეთურებაჲ იგი ისრაჱლისაგან! და არა ინებეს ძეთა ბენიამენისთა სმენად ჴმისა ძმათა მათთა ძეთა ისრაჱლისათა. |
20:14 |
და შეკრბეს ძენი ბენიამენისნი ქალაქთა მათგან გაბაად განსლვად და ბრძოლად ძეთა ისრაჱლისათა. |
20:15 |
და აღიხილნეს თუალნი თჳსნი ძეთა ბენიამენისთა მას დღესა შინა, რომელნი მოსრულ იყუნეს ქალაქებისაგან. და იყუნეს ოცდახუთი ათას კაცნი მახჳლოსანნი გარეშე მკჳდრთა გაბაჲსათა. |
20:16 |
რომელნი აღირაცხნეს; და იყვნეს შჳდას კაცნი რჩეულნი ყოვლისაგან ერისა ორითავე მარჯუენი ყოველი. ყიველნივე ესე მეშურდულენი, რომელნი ესროდეს ქვითა თმასა და არა შესცოდებდეს. |
20:17 |
და აღიხილეს ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ თჳნიერ ძეთა ბენიამენისთა. და იყუნეს ოთხას ათას კაცნი მახჳლოსანნი, ყოველნივე კაცნი მბრძოლნი. |
20:18 |
და აღდგეს და აღვიდეს ბეთლემდ და იკითხეს ღმრთისა მიერ და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: ვინ აღვიდეს წინამძღურად ჩუენდა და ბრძოლად ძეთა ბენიამენისთა? და თქუა უფალმან: იუდა აღვიდეს მთავრად. |
20:19 |
და აღდგეს ძენი ისრაჱლისანი განთიად და დაიბანაკეს გაბაასა თანა. |
20:20 |
და განვიდა კაცი ისრაჱლისაჲ ბრძოლად ბენიამენისა და ეწყო კაცი ისრაჱლისა ბრძოლად გაბაასა. |
20:21 |
და გამოვიდეს შენი ბენიამენისნი ქალაქით და მოსრეს ისრაჱლისაგანი მას დღესა შინა ოცდაორი ათასი კაცი ადგილობანს. |
20:22 |
და განძლიერდეს ძენი ისრაჱლისანი და შესძინეს წყობად ბრძოლისა ადგილსავე მას, სადაცა-იგი ეწყვნეს დღესა მას პირველსა. |
20:23 |
და მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი და ტიროდეს წინაშე უფლისა ვიდრე მწუხრადმდე. და მერმე იკითხეს უფლისა მიერ და რქუეს: უკუეთუ შევსძინოთ მიახლებად და ბრძოლად ბენიამენისა, ძმისა ჩუენისა? და ჰრქუა უფალმან: აღვედით მისა! |
20:24 |
და მოუჴდეს ძენი ისრაჱლისანი ძეთა ბენიამენისთა დღესა მეორესა. |
20:25 |
და გამოუჴდა ბენიამენი გაბაჲთ წყობად მათა დღესა მეორესა და დასხეს ერისაგანი ისრაჱლისაჲ ათურამეტი ათასი კაცი ადგილობანს ყოველნივე, რომელთა ეჴადა მახჳლი. |
20:26 |
და აღმოვიდეს ყოველნივე ძენი ისრაჱლისანი და ყოველი იგი ერი, და მოვიდეს იგინი ბეთლემდ და ტიროდეს წინაშე უფლისა, და იმარხეს მას დღესა შინა და შეწირეს მსხუერპლი ცხორებისაჲ. |
20:27 |
და მუნ იყო კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ღმრთისაჲ მათ დღეთა შინა. |
20:28 |
და ფინეეზ, ძე ელიაზარისი, ძისა აჰრონისი, დგა იგი წინაშე მისა მათ დღეთა შინა. და იკითხეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიერ და თქუეს: უკუეთუ შე-ღა-ვსძინოთ მერმე განსლვად და ბრძოლად ბენიამენის თანა, ძმისა ჩუენისა, გინა თუ დავაცადოთ? და ჰრქუა უფალმან: ხვალე მოგცნე იგინი ჴელთა თქუენთა! |
20:29 |
და ყუეს ძეთა ისრაჱლისათა მზირი გარემოჲს გაბაასა. |
20:30 |
და აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ბენიამენისა დღესა მას მესამესა და განეწყვნეს წინაშე გაბასა, ვითარცა-იგი პირველ და მეორედ. |
20:31 |
და გამოუჴდეს ძენი ბენიამენისნი ბრძოლად ერსა მას, და გამოაშორნეს ქალაქისა მისგან, და იწყეს მოსრვად ერისა მისგანთა წყლულებითა, ვითარცა პირველ, და მერმე გზასა ზედა, რომელი-იგი აღვალს ერთი ბეთლემდ და ერთი გაბაად ველსა ზედა. და დაეცნეს ვითარ ოცდაათ ოდენ კაც ისრაჱლისაგან. |
20:32 |
და თქუეს ძეთა ბენიამენისთა: დაეცნეს წინაშე ჩუენსა, ვითარცა-იგი პირველ! და ძეთა ისრაჱლისათა თქუეს: ვივლტოდეთ და გამოვაშორნეთ იგინი ქალაქისაგან გზათა ზედა! და ყვეს ეგრე. |
20:33 |
და ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ აღდგეს ადგილით მათით და ეწყვნეს ბალთაბარს, და მზირი იგი ისრაჱლისაჲ ჰბრძოდა ადგილობანს დასავალით კერძო გაბაასა. |
20:34 |
და მოექცეს იგინი პირისპირ წინაშე, გაბაასათ ათასი კაცი რჩეული ყოვლისაგან ისრაჱლისა, და ბრძოლაჲ იგი დამძიმდა მათ ზედა, და მათ არა უწყოდეს, რამეთუ მოწევნულ არს ბოროტი მათ ზედა. |
20:35 |
და დასცა უფალმან ბენიამენ წინაშე პირსა ისრაჱლისასა და მოსრეს ძეთა ისრაჱლისათა ბენიამენი მას დღესა შინა ოცდახუთი ათასი და ასი კაცი ყოველნივე ესე, რომელთა ეჴადა მახჳლი. |
20:36 |
და იხილა ბენიამენ, რამეთუ იძლია და კაცმან ისრაჱლისამან ადგილსცა ბენიამენს, რამეთუ ესვიდეს იგინი მზირთა მათ, რომელნი დაედგინნეს გარემო გაბაასა, |
20:37 |
და მზირთა მათ შეიმართეს და განეფინნეს გაბაასა შინა და შევიდეს და მოსრეს ყოველი იგი ქალაქი პირითა მახჳლისათა. |
20:38 |
და შეთქმულ იყუნეს კაცნი ისრაჱლისანი მზირთა მათ თანა მაჱჳლითა აღდებად ცეცხლისა და კუამლისა ქალაქსა მას შინა. |
20:39 |
და აქცია კაცმან ისრაჱლისამან ბრძოლად, და ბენიამენს ეწყო ოდენ მურვად წყლულებითა კაცთა ზედა ისრაჱლისათა ვითარ ოცდაათ ოდენ კაც, რამეთუ თქუეს: სივლტოლით ივლტოდიან წინაშე ჩუენსა, ვითარცა-იგი პირველ. |
20:40 |
და სასწაული იგი აღვიდოდა უფროჲს ქალაქისა მისგან სუეტი იგი კუამლისაჲ და მოიხილა ბენიამენ ზურგით კერძო მისა და, აჰა ესერა, აღვიდოდა აღსასრული ქალაქისაჲ მის ზეცად. |
20:41 |
და ძეთა ისრაჱლისათა მიაქციეს და ისწრაფეს, და ივლტოდეს ძენი ბენიამენისნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. |
20:42 |
ვითარცა იხილეს, რამეთუ მოწევნულ არს მათ ზედა ბოროტი იგი, და მიაქციეს გზასა მას უდაბნოსასა და მბრძოლნი იგი ეწინეს მათ, და რომელნი-იგი იყუნეს ქალაქთა მათ შინა და მოსრვიდეს. მათ შორის მათსა. |
20:43 |
და დაეცნეს ძენი ბენიამენისნი, და დევნა-უყვეს... შემდგომად კუალსა მათსა ვიდრე წინაშე პირისპირ გაბაანსა მზის აღმოსავალით. |
20:44 |
და დაეცნეს ბენიამენისაგანნი ათურამეტ ათასნი კაცნი, ყოველნივე იგი ძლიერნი. |
20:45 |
და მოიხილეს გარე ნეშტთა მათ და ივლტოდეს უდაბნოდ კლდესა მას რემონისასა, და მო-ღავე-სრეს მერმე გზათა ზედა ხუთ ათასი კაცი, და დევნა-უყუეს კუალსა მათსა ვიდრე. გაბადმდე და მერმე მოსრეს მათგანი ორ ათასი კაცი. |
20:46 |
და იყუნეს ყოველნი, რავდენნი დაეცნეს შორის ბენიამენისა ოცდახუთი ათასი კაცნი მახჳლოსანნი მას დღესა შინა, ყოველნივე ესე კაცნი ძლიერებისანი. |
20:47 |
და მიაქციეს ნეშტთა მათ და ივლტოდეს უდაბნოდ კლდესა მას რემონისასა ოთხ თუე, და ძენი ისრაჱლისანი მოიქცეს |
20:48 |
ძეთაგან ბენიამენისთა, და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისაჲთა ქალაქისაგან შემდგომითი შემდგომად ვიდრე საცხოვრადმდე. და ყოველი, რომელი იპოვა ყოველსა მას ქალაქებსა, და ყოველივე ქალაქები, რომელი დაშთომილ იყო, დაწუეს ცეცხლითა. |