13:1 |
და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა მერმე ყოფა ბოროტისა წინაშე უფლისა. და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა უცხოთესლთასა ორმეოც წელ. |
13:2 |
და იყო კაცი სარაჲთ ტომისგან დანისა, და სახელი მისი მანოე. და ცოლი მისი იყო ბერწ და არა შობდა. |
13:3 |
და გამოეცხადა დედაკაცსა მას ანგელოზი უფლისაჲ და ჰრქუა მას: შენ, ეგერა ბერწ ხარ და არა გიშობიეს, ხოლო აწ მიუდგე და შვე ძე. |
13:4 |
არამედ ეკრძალე და ნუ ჰსუამ ღჳნოსა და თაფლუჭსა, ნუცა სჭამ ყოველსავე არაწმიდასა. |
13:5 |
რამეთუ შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე. და მახჳლი თავსა მისსა ნუ შეეხებინ, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ იყოს ყრმაჲ იგი შობითგან მისით. და მან იწყოს განრინებად ისრაჱლისა ჴელისაგან უცხოთესლთა, ფილისტიმელთასა. |
13:6 |
და შევიდა ცოლი და ჰრქუა ქმარსა თჳსსა: რამეთუ კაცი უფლისაჲ მოვიდა ჩემდა და ხილვა მისი. ვითარცა ხილვა ანგელოზისა ღმრთისაჲ, შუენიერ იყო ფრიად. და ვკითხე მას: ვინა მოხვალ? და სახელი მისი არა მითხრა მე. |
13:7 |
და მრქუა მე: ეგერა, შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე. და მრქუა მე: ნუ სუამ ღჳნოსა და თაფლუჭსა და ნუ სჭამ ყოველსავე არაწმიდასა, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ იყოს ყრმაჲ იგი საშოჲთგანვე სიკუდიდმდე მისა. |
13:8 |
და ევედრებოდა უფალსა მანოე და იტყოდა: მოიხილე ჩემდა, უფალო! და კაცი იგი ღმრთისაჲ, რომელი მოავლინე ჩუენდა, მერმეცა მოვედინ ჩუენდა, და მაუწყენ ჩუენ, რაჲ უყოთ ყრმასა მას. რომელ იგი იშვეს! |
13:9 |
და შეისმინა ღმერთმან ვედრებაჲ იგი მანოესი, და მოვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ დედაკაცისა მის. ხოლო დედაკაცი იგი ჯდა ველსა გარე, და მანოე, ქმარი მისი, არა იყო მის თანა. |
13:10 |
და ისწრაფა დედაკაცმან მან და მირბიოდა და უთხრა ქმარსა თჳსსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა, მეჩუენა მე კაცი იგი, რომელი მოვიდა მას დღესა ჩემდა. |
13:11 |
და აღდგა მანოე და შეუდგა ცოლსა თჳსსა და მოვიდა კაცისა მის და ჰრქუა მას: უკუეთუ შენ ხარა კაცი იგი, რომელ ეტყოდე ცოლსა ჩემსა? და მან ჰრქუა: მე ვარ. |
13:12 |
და ჰრქუა მას მანოე: აწ, რაჟამს მოიწიოს სიტყუაჲ შენი, რაჲმე იყოს სამართალი ყრმისა მის და საქმე მისი? |
13:13 |
ხოლო ანგელოზმან უფლისამან ჰრქუა მანოეს: ყოველივე, რომელი ვარქუ ცოლსა შენსა, ეკრძალენ. |
13:14 |
და ყოველივე რომელი გამოვალს ვენაჴისგან, ნუ ჭამნ; და ღჳნოსა და თაფლუჭსა ნუ სუამნ და ყოველსავე არაწმიდასა ნუ ჭამნ; და ყოველივე რომელი ვამცენ მას, ეკრძალენ. |
13:15 |
მიუგო და ჰრქუა მანოე ანგელოზსა მას უფლისასა: გაიძულოთ შენ და მოვჰმზადოთ შენ წინაშე თიკანი ერთი თხათაჲ. |
13:16 |
და ჰრქუა ანგელოზმან მან უფლისამან მანოეს: დაღათუ მაიძულოთ, მე არა ვჭამო პური შენი. ხოლო შე-თუ-სწირავ მსხუერპლსა, უფლისა შეწირე იგი, რამეთუ. ვერ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს. |
13:17 |
და ჰრქუა მანოე ანგელოზსა მას უფლისასა. რაჲ არს სახელი შენი? რათა, რაჟამს მოიწიოს სიტყუაჲ შენი, გადიდებდე შენ! |
13:18 |
ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: რაჲსათჳს ესრეთ მკითხავ მე სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. |
13:19 |
და მოიღო მანოე თიკანი იგი თხათაჲ და შესაწირავი. და შეწირა იგი უფლისა საკჳრველმოქმედისა კლდესა მას ზედა; და მანოე და ცოლი მისი ჰხედვიდეს. |
13:20 |
და იყო, ვითარ-იგი აღვიდოდა ალი იგი ზედა კერძო საკურთხეველსა მას ზეცად, თანააღვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ ალსა მას. და მანოე და ცოლმან მისმან იხილეს და დაცჳვეს იგინი პირსა ზედა თჳსსა ქუეყანად. |
13:21 |
და არღარა შესძინა ანგელოზმან უფლისამან ჩუენებად მანოესა და ცოლსა მისისა. მაშინ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს. |
13:22 |
და ჰრქუა მანოე ცოლსა თჳსსა: სიკუდილით მოვსწყდეთ, რამეთუ ღმერთი ვიხილეთ. |
13:23 |
და ჰრქუა მანოეს ცოლმან თჳსმან: უკუეთუმცა უნდა უფალსა სიკუდილი ჩუენი. არამცა შეიწირა ჴელთაგან ჩუენთა მსხუერპლი ესე და შესაწირავი; და არამცა მაუწყა ჩუენ ესე ყოველი, და არამცა მასმინა ჩუენ. |
13:24 |
და შვა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი და უწოდა სახელი მისი სამსონ და აკურთხა იგი უფალმა. |
13:25 |
და აღორძნდა ყრმაჲ იგი, და იწყო სულმან უფლისამან სლვად მის თანა ბანაკსა მას დანისსა შორის სარაასა და შორის ასთალონსა. |