კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« მსაჯულთა »
მსაჯულთა 1
მსაჯულთა 2
მსაჯულთა 3
მსაჯულთა 4
მსაჯულთა 5
მსაჯულთა 6
მსაჯულთა 7
მსაჯულთა 8
მსაჯულთა 9
მსაჯულთა 10
მსაჯულთა 11
მსაჯულთა 12
მსაჯულთა 13
მსაჯულთა 14
მსაჯულთა 15
მსაჯულთა 16
მსაჯულთა 17
მსაჯულთა 18
მსაჯულთა 19
მსაჯულთა 20
მსაჯულთა 21

« მსაჯულთა 5 [BIB - xx] »
5:1 და გალობდეს დებორა და ბარაკ, ძე აბინოემისი, მის დღესა შინა და თქუეს,
5:2 ვითარმედ: იწყეს აღმაღლებად მთავართა ისრაჱლისათა, გულსმოდგინებითა ერისათა აკურთხევდით უფალსა, ისმინეთ მეფეთა.
5:3 და ყურად-იღეთ მთავართა, რამეთუ უფალსა ვაქებდე და უგალობდე ღმერთსა ისრაჱლისასა.
5:4 უფალო, გამოსლვასა შენსა სეირით და აღმაღლებასა შენსა ველთაგან ედომისათა ქუეყანაჲ შეიძრა და ცანი შეძრწუნდეს. და ღრუბელნი ცროდეს წყალთა.
5:5 და მთანი შეიძრნეს პირისაგან უფლისა ელოისა, პირისაგან ღმრთისა ისრაჱლისა.
5:6 დღეთა სემეგარისთა, ძისა ანათისთა, დღეთა იაელისთა მოაკლდეს გზანი და ვიდოდეს ალაგებსა, ვიდოდეს გზათა გულარძნილთა.
5:7 მოაკლდეს დამკჳდრებულნი ისრაჱლისანი, მოაკლდეს, ვიდრემდე აღდგა დებორა, ვიდრემდე აღდგა დედაჲ შორის ისრაჱლისა.
5:8 შეჰრაცხნეს, ვითარცა პურნი ქრთილისანი, კერპნი მათნი ცუდნი. მაშინ ჰბრძოდეს ქალაქნი მთავართანი ფარითა ჭაბუკთაჲთა და ლახურითა ორმეოცითა ათასითა ისრაჱლისა.
5:9 გული ჩემი განწესებულთა თანა ისრაჱლისათა, ძლიერნი ერისანი, აკურთხევდით უფალსა.
5:10 რომელნი ზესხედთ ცხენებსა შუვასამხრის და საჴედრებსა საგრილითა სამშჯავროდ მიმავალნი შესაკრებელთასა, იტყოდეთ ჴმითა სახიობისათა.
5:11 შორის მოხარულთასა. მუნ მისცეს უფალსა სიმართლე, სიმართლე განაძლიერე ისრაჱლსა შორის. მაშინ შევიდა ერი იგი ქალაქებსა უფლისასა.
5:12 აღდეგ, დებორა, აღდეგ, აღდეგ, აღდეგ და იტყოდე გალობით. აღდეგ, ბარაკ, და წარმოიღე ტყუჱ შენი, ძეო აბინოემისო.
5:13 მაშინ განდიდნა ძალი მისი, ერო უფლისაო, დამიმდაბლენ მე უძლიერესნი ჩემსა.
5:14 ერმან უფლისამან ტანჯნა იგინი ღელეთა შინა და ძმაჲ შენი ბენიამენ ერისა შენისა თანა. ჩემგან მაქირ გამოვიდა გამოძიებად და ზაბულონისგან განძლიერებულნი ტომითა მითხრობისა მწიგნობრისათა.
5:15 და ერისთავნი იზაქარისნი დებორაჲს თანა და ბარაკის თანა, ესრეთ ბარაკ ღელეთა შიდა განირთხა ფერჴი თჳსი განყოფასა რუბენისსა. დიდ-დიდნი განკითხვანი არიან გულისანი.
5:16 რაჲსათჳს ჰზი შენ შორის მოსმეთამსა სმენად სტუენასა განმაღჳძებელთასა? განსლვად რუბენისსა დიდ-დიდნი გამოძიებანი გულისანი,
5:17 გალად წიაღ იორდანესა დაიმკჳდრა. და დან რაჲსათჳს მკჳდრ ხარ ნავთა შინა? ასერ დაეშენა კიდეთა ზღუათასა და განშორებულსა მისსა დაემკჳდროს.
5:18 ზაბულონ ერმან აყუედრა სულსა მისსა სიკუდიდმდე; და ლეფთალიმს სიმაღლესა ზედა ველისასა, მოუჴდეს მას მეფენი და ეწყვნეს.
5:19 მაშინ ჰბრძოდეს მეფენი ქანანელთანი თანაქს შინა წყალთა ზედა მაგიდონისათა: ნაანგარები ვეცხლი არა მოვიღე.
5:20 ზეცით შეეწყვნეს მათ ვარსკულავნი, წესთაგან მათთა შეეწყვნეს სისარაჲს თანა.
5:21 ჴევთაგან კიშოვნისათა განასხნეს იგინი ჴევთა კადემისათა, ჴევთა კიშოვნისათა. დათრგუნოს იგინი სულმან ჩემმან ძლიერმან,
5:22 მაშინ ძარღუნი დაჰკუეთნეს ტერფსა ცხენთასა და დატკებნეს იგინი ბრჭყალმან ჩემმან, გინებანი იგი განკრთომისა მათისანი.
5:23 სწყევდით მარუსს, თქუა ანგელოზმან უფლისამან: წყევით სწყევდით მკჳდრთა მისთა, რამეთუ არა მოვიდეს შემწედ უფლისა უფალი შემწე მბრძოლთა მათ შორის.
5:24 იკურთხენ დედათაგან იაელ, ცოლი ქაბერისი კინეველისაჲ, დედათაგან კარავსა შინა იკურთხენ.
5:25 წყალსა სთხოვდა და სძე მოართუა მას ფილითა წყლისათა, და მოართუა მას ერბოჲ.
5:26 ჴელი მარცხენე მისი მიყო მანასა და მარჯუენე მიყო ჴუედასა, რათა სრულიად უჴმარ ქმნეს, და აღასრულა სისარა და დაასვა ყურიმალსა მისსა, და განავლინა თავსა მისსა და მოკლა.
5:27 შორის ფერჴთა მისთა დაეცა და დაიძინა შორის ბარკალთა მისთა. რომელთა ზედა მოდრკა, ვითარცა-იგი მიდრკა მუნ, დაეცა უბადრუკი იგი.
5:28 სარკუმლით გარდამოხედვიდა დვდაჲ სისარაჲსი კანკლედით გამო, რამეთუ დააყოვნა ეტლმან მისმან მისლვად, რაჲსათჳს დაყოვნეს კუალსა ეტლთა მისთასა?
5:29 ბრძენნი დედანი მთავარნი მისნი მიეგებვოდეს მას. და იგი იტყოდა სიტყუათა მისთა თავით თჳსით.
5:30 არა პოონ იგი განყოფასა ნატყუენავისასა? და სიყუარულსა მეგობართასა თავისა კაცისათა. ნატყუენავი ღებილთა სისარას, ნატყუენავი ღებილთა თითოფერთაჲ, ღებილი ჭრელთა იგი ქედსა მისსა ნატყუენავითურთ.
5:31 ესრეთ წარწყმდედ ყოველნი მტერნი შენნი, უფალო, და მოყუარენი შენნი, ვითარცა აღმოსავალი მზისა ძლიერებითა შენითა, და დამშჳდნა ქუეყანაჲ ორმეოც წელ.

© 2010, გია შერვაშიძე