1:1 |
იყო, რაჟამს მოკუდა საულ, მოიქცა დავით მოსლვისა მისგან ამალეკთასა და დადგა იგი სეკელას ორ დღე ოდენ. |
1:2 |
და მესამესა დღესა მოვიდა კაცი ერთი წყობისა მისგან საულისისა, რომელსა კუართი დაეპო და მიწა გარდაესხა თავსა მისსა. და ვითარცა შევიდა იგი წინაშე დავითისა, დავარდა ქუეყანასა ზედა და თაყუანი-სცა მას. |
1:3 |
და ჰრქვა მას დავით: ვინაჲ მოხვალ შენ? და მან ჰრქუა: ერისა მისგან ისრაჱლისა, განრინებული მოწყუედისა მისგან. |
1:4 |
და ჰრქვა მას დავით: რა იქმნა, მითხარღა მე? და მან უთხრა მას: მეოტ იქმნა ერი იგი ბრძოლისა მისგან და დასცნეს ერნი მრავალნი და მოსწყჳდნეს საულ და იონათან. |
1:5 |
მიუგო დავით და ჰრქუა კაცსა მას: წარმო-რეღა-დეგ და მითხარ მე, ვითარ იცი სიკუდილი საულისი და იონათანისი, ძისა მისისა? |
1:6 |
და უთხრობდა კაცი იგი და თქუა: გუნდი ერი მრავალი მიეტევა გუნდსა მას საულისასა გელბუესა, და მიჰხადეს საულ და ვიხილე მე, რამეთუ დავრდომილი იყო იგი ჰოროლსა მისსა, ვითარცა მიაქციეს ახოვანთა და მთავართა ეტლოსანთა მისგან. |
1:7 |
მომხედა მე და მიწოდა საულ და ვარქუ: აქა ვარ. |
1:8 |
და მრქუა: ვინ ხარ შენ? და ვარქუ მას, ვითარმედ ამალეკ ვარ მე! |
1:9 |
და მრქუა: მოვედ ადრე და მომკალ მე, რამეთუ ჰარმური ბნელისა დახვეულ არს თუალთა ჩემთა და სული ჩემი იარების გვამსა ჩემსა! |
1:10 |
და მივედ და მოვკალ იგი, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ არა განრინებად იყო იგი. და შემდგომად დაცემისა მისისა აღვჴადე თავსა მისსა შარავანდი და სავლტე მკლავსა მისსა, და მოგართუ უფალსა ჩემსა. |
1:11 |
და ვითარცა ესმა ესე დავითს, ჴელი მიყო საყელოსა და მოიღო სამოსელი თჳსი, ეგრეთვე ყოველმან ერმან, რომელნი დგეს წინაშე მისსა, ტიროდეს. |
1:12 |
და იტყებდეს და იმარხვიდეს მწუხრამდის საულისთჳს და იონათანისთჳს, ძისა მისისა, და ერისა მისთჳს იუდასასა და სახლისა მისთჳს ისრაჱლისა, რამეთუ დაეცნეს მახჳლითა. |
1:13 |
და ჰრქუა დავით კაცსა მას, რომელი-იგი უთხრობდა სიტყუასა მას, ვინ ხარო შენ? და მან ჰრქუა: შვილი ვარ მე კაცისა ერთისა ამალეკელის, მწირად შემოსრულისა. |
1:14 |
მაშინ ჰრქუა მას დავით: და შენ ვითარ იკადრე მიყოფად ჴელი შენი და მოკლვად ცხებული უფლისა? |
1:15 |
და მოუწოდა დავით კაცსა ერთსა და ჰრქუა: აწვე მოაკუდინე ეგე! და მივიდა სწრაფით, სცა და მოკლა იგი. |
1:16 |
და ჰრქუა მას დავით: სისხლი შენი თავსა შენსა ზედა იყავნ! რამეთუ პირი შენი თჳთ იტყოდა, ვითარმედ მე მოვკალ ცხებული უფლისა! |
1:17 |
და გოდებდა და შეასხმიდა დავით საულს და იონათანს, ძესა მისსა. |
1:18 |
და უბრძანა სწავლად ძეთა ისრაჱლისათა და იუდასთა მშჳლდოსნობად. და დაიწერა ესე წიგნთა წმიდათა: |
1:19 |
მოხუცებულნო ისრაჱლისანო! მომწყდარან მთათა შენთა წყლულებითა, ვითარ-იგი დაეცნეს ძლიერნი! |
1:20 |
ნუ მიუთხრობთ მაგას გეთად, ნუცა ახარებთ შესავალთა ასკალონისათა, რათა არა სცნან და უხაროდის ასულთა მათ უცხოთესლთასა, ნუცა იხა- რებენ ასულნი წინადაუცუეთელთანი მათნი ეგე! |
1:21 |
მთანი გელბუესნი! ნუ მოვალნ თქუენ ზედა ცვარი ცისკრისა, ნუცა გარდამოვალნ წჳმა მშჳდობისა ღრუბელთაგან მაღალთა, მთანი ეგე სიკუდილისანი, რამეთუ მათ ზედა დაეცნეს შესავედრებელნი იგი ძლიერთანი შესავედრებელსა მას საულისსა, რამეთუ არა ეცხო საცხებელითა! |
1:22 |
არამედ ეცხო მას სისხლი ბრძოლისა და ცმელი ახოვანთა, ისარნი იგი იონათანისნი არა უკმოქცეულ იყუნეს ცუდად და მახჳლი იგი საულისი არა მოქცეულ იყო ცუდად ცალიერი ქარქაშადვე თჳსა! |
1:23 |
საულ და იონათან, საყუარელნი, შუენიერნი და საჩინონი, რომელნი აქა არა განშორებულ იყუნეს ურთიერთას ცხორებასა და არცა სიკუდილსა განიშორნეს, უმაღლესნი ორბთანი და უძლიერესნი ლომთანი. |
1:24 |
ასულნი ეგე ისრაჱლისანი! სტიროდეთ საულს, რომელი შეგამკობდა თქუენ მეწამულითა და სამკაული ოქროსა შესამოსელად თქუენდა. |
1:25 |
ვითარ დაეცნეს ძლიერნი იგი ბრძოლასა! იონათან, სასიკუდინედ ჩემდა იწყალ! |
1:26 |
მტკივის შენთჳს, იონათან, ძმაო, ქმუნლკეთილობა იგი შენი, რამეთუ საყუარელ იყავ ჩემდა. და რომელი უმჯობეს იყავ სიყუარულისა და ქმნულკეთილ უფროს დედათა! |
1:27 |
ვითარმე დაეცნეს ძლიერნი ბრძოლასა, ანუ ვითარ წარწყმდა საჭურველი იგი გულისსათქმელი? |