11:1 |
და მოვიდა ყოველი კაცი ისრაჱლისა დავითისა ქებრონად და არქუეს: აჰა, ესერა, ჩუენ ძუალნი შენნი და ჴორცნი შენნი ვართ. |
11:2 |
და გუშინ და ძოღან ვიდრე იგი იყოღა საულ მეფე, და შენვე იყავ შემომყვანებელ და გამომყვანებელ ისრაჱლისა. და გრქუა შენ უფალმან ღმერთმან შენმან: შენ დამწყსო ერი ჩემი ისრაჱლი, და შენ იყო წინამძღუარი ისრაჱლსა ზედა. |
11:3 |
და მოვიდეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი დავითის მეფისა ქებრონად, და აღუთქუა აღთქმა დავით მეფემან წინაშე უფლისა, და სცხეს დავითს მეფედ ისრაჱლსა ზედა სიტყჳსა მისებრ უფლისა ჴელითა სამუელ წინაწარმეტყუელისათა. |
11:4 |
და წარვიდა დავით მეფე და კაცნი ისრაჱლისანი იერუსალჱმდ, ესე იგი არს იებუსი, და მუნ იებუსელნი მკჳდრობდეს ქუეყანასა. |
11:5 |
და არქუეს მკჳდრთა მათ იებუსელისათა დავითს: არა შემოხჳდე აქა! და დაიპყრა დავით გარემოზღუდვილი იგი სიონისა, ესე არს ქალაქი დავითისი. |
11:6 |
და თქუა დავით: ყოველმან, რომელმან სცეს პირველად იებუსელსა, იყოს იგი მთავრად და ერისთავად. და აღჴდა პირველად იოაბ, ძე სარუიასი, და იქმნა იგი მთავარ. |
11:7 |
და დაიპყრა დავით გარემოზღუდვილი იგი. ამისთჳს უწოდა მას ქალაქი დავითისი. |
11:8 |
და აღაშენა ქალაქი იგი გარემოს, და ბრძოდა და დაიპყრა ქალაქი იგი. |
11:9 |
და ვიდოდა დავით და განდიდნებოდა. და უფალი ყოვლისა მპყრობელი იყო მის თანა. |
11:10 |
ესენი იყუნეს მთავარნი და ძლიერნი დავითისნი, რომელნი განძლიერდებოდეს მის თანა მეფობასა მისსა ყოვლისა თანა ისრაელისა, რომელნი ამეფებდეს მას სიტყჳსა მისებრ უფლისა ისრაჱლსა ზედა. |
11:11 |
და ესე არს რიცხჳ ძალთა მათ დავითისთა: ისბაამ, ძე აქიმანისი, უმთავრესი მათ სამთა. ამან იჴადა მახჳლი თჳსი ერთგზის სამასთა ზედა წყლვად ერთსა შინა ჟამსა და მოსწყჳდნა იგინი. |
11:12 |
და მის თანა ელეაზარ, ძე გოდასი, აქოქელი, ესე იყო სამთა მათ შორის ძლიერთა დავითისათა. |
11:13 |
და ესევე იყო დავითის თანა ფასოდომინს, და უცხოთესლნი შეკრბეს მუნ ბრძოლად, და იყო მუნ ნაწილი აგარაკისა სავსე ქრთილითა, და ერი იგი ივლტოდა პირისაგან უცხოთესლთასა. |
11:14 |
და დადგა შორის ნაწილსა მას და განარინნა იგინი და მოსრნა უცხოთესლნი იგი. და ყო უფალმან მის მიერ მაცხოვარება დიდი. |
11:15 |
და შთავიდეს სამნი მათ ოცდაათთა მთავართაგანნი კლდესა მას დავითისსა ქუაბსა ოდოლამისასა და ბანაკი იგი უცხოთესლთა დაბანაკებულ იყო ღელესა მას გმირთასა. |
11:16 |
და დავით იყო მაშინ გარემოცულსა მას, და ძალი იგი უცხოთესლთა დგა მაშინ ბეთლემს. |
11:17 |
და შეეწყურვა დავითს და თქუა: ვინმცა მასუა მე წყალი ჯურღმულისა მისგან ბეთლემისა, რომელ არს ბჭეთა ბჭეთასა? |
11:18 |
და განაპეს სამთა მათ ბანაკი იგი უცხოთესლთა და ივსეს წყალი ჯურღმულისა მისგან, რომელი იყო ბეთლემს ბჭეთა ზედა, წარიღეს და მოვიდეს დავითისა, და არა ინება დავით სუმად იგი, არამედ შეწირა იგი უფალსა. |
11:19 |
და თქუა: ლხინება იყავნ ჩემდა ღმერთო, ყოფად სიტყუაჲ ესე! უკუეთუ სისხლი კაცთა ამათ ვსუა სულთა მათთა? რამეთუ სულითა მათითა მოიღეს იგი. და არა ინება სუმად წყალი იგი. ესე ყვეს სამთა მათ ძლიერთა. |
11:20 |
და აბესა, ძმა იოაბისი, ესე იყო მთავარ სამთა მათ. ამან იჴადა მახჳლი თჳსი ზედა ექუსასთა მათ წყლვად, და მოსწყჳდნა იგინი ერთსა ჟამსა შინა. და ესე იყო სახელოვან სამთა მათ შორის |
11:21 |
და სამთა მათგან უფროს, ორთა მათ დიდებულ, და იყო მათ ზედა მთავარ, და სამთამდე არა მოვიდა. |
11:22 |
და ბანეა, ძე იოდაესი, ძე კაცისა ძლიერისა, და მრავალ იყუნეს საქმენი მისნი უფროს კაბესაბელისა: მან მოსწყჳდნა ორნი ძენი არიელბანისა და ესე შთაუჴდა ჯურღმულსა და მოკლა ლომი დღეთა ზამთრისათა. |
11:23 |
და ამან მოკლა კაცი იგი მეგჳპტელი, კაცი სახილველი ხუთ წყრთა სიგრძითა, და ჴელსა მის ეგჳპტელისასა აქუნდა ლახვარი, ვითარცა ლვილი ქსელთა. და მიუჴდა მას ბანეა კუერთხითა და მოუღო ჴელისგან მის ეგჳპტელისა ლახვარი. და მოკლა იგი ლახურითავე მისითა. |
11:24 |
ესე ქმნა ბანეა ძემან იოდაესმან, და იყო მისი სახელი სამთა მათ შორის ძლიერთა |
11:25 |
უფროს მათ სამთა, და უდიდებულეს იყო ესე და სამთა მათ არა მოვიდა. და დაადგინა იგი დავით მამულსა მისსა ზედა. |
11:26 |
და ძლიერნი ძლიერთანი: ასაელ, ძმა იოაბისი; ელეანანი, ძე გოვდიასი, ბეთლემელი; |
11:27 |
სამოთ არევდელი; აგქელეს ფალონისი; |
11:28 |
ორია, ძე თეკუჱლისა; აბიეზერ ანათოთელი; |
11:29 |
სობოქე ასოთელი; ელეე აქონელი; |
11:30 |
ნოორე ნეტოფატელი; ელტა, ძე ბანაასი, ნეთოფათინელი; |
11:31 |
ეთაი, ძე რიფასი, ბორცჳსა ბენიამენისი; ბანიას ფარათონელი; |
11:32 |
ური ინექალესისა; აბიელ სარაბეთელი; |
11:33 |
აზამოთ ბარსომელი; ელიაბ ასანოღაბელი. |
11:34 |
ძენი ასამისნი გოვინიმით: იონათან, ძე მაგესი, არორიმელი; |
11:35 |
აქამ, ძე აქარისი, არარეველისა; ელიფაალი, ძე ორაისი. |
11:36 |
ფერომე ქორათელი; აქია ოფელონელი; |
11:37 |
ასრაი კარმენელი; ნოორანი, ძე აზაბისი; |
11:38 |
იოელ, ძმა ნათანისი; მაბარ, ძე აგარაისი; |
11:39 |
სელეკ ამმონელი; ნაარაი ბერეთელი, რომელსა აქუნ საჭურველი იოაბისი, ძისა სარუიასი; |
11:40 |
ირას ურეფელი, გაბეთ იერეთელი; |
11:41 |
ურია ქეტელი; ზაბად, ძე საულისა; |
11:42 |
ადინა, ძე სელქასი, რუბენისი, მთავარი ოცდაათთა ზე; |
11:43 |
და ანან, ძე მაქასი; იოსაფატ მათთანელი; |
11:44 |
ოზია ასტაროთელი; სამაა და იეელ - ძენი კოთაბელისნი, არარელნი; |
11:45 |
ედიელ, ძე ასამარიასი; და იოვზაე, ძმა მისი, ოთოსაელნი; |
11:46 |
იელიელ მაოინელი, აირაბ და ოსოია, ძენი მისნი, ელნამელნი; და იეთემა მოაბელი; ალიელ, და ობედ და იესიელ მოასათელნი. |