კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I ნეშტთა »
I ნეშტთა 1
I ნეშტთა 2
I ნეშტთა 3
I ნეშტთა 4
I ნეშტთა 5
I ნეშტთა 6
I ნეშტთა 7
I ნეშტთა 8
I ნეშტთა 9
I ნეშტთა 10
I ნეშტთა 11
I ნეშტთა 12
I ნეშტთა 13
I ნეშტთა 14
I ნეშტთა 15
I ნეშტთა 16
I ნეშტთა 17
I ნეშტთა 18
I ნეშტთა 19
I ნეშტთა 20
I ნეშტთა 21
I ნეშტთა 22
I ნეშტთა 23
I ნეშტთა 24
I ნეშტთა 25
I ნეშტთა 26
I ნეშტთა 27
I ნეშტთა 28
I ნეშტთა 29

« I ნეშტთა 17 [BIB - xx] »
17:1 და იყო, ვითარცა დაემკჳდრა დავით სახლსა შინა თჳსსა. და ჰრქუა დავით ნათანს, წინაწარმეტყუელსა: აჰა, ესერა, მე დამკჳდრებულ ვარ სახლსა შინა ნაძჳსასა და კიდობანი შჯულისა ღმრთისაჲ ქუეშე კარავთა.
17:2 და რქუა ნათან დავითს: ყოველი, რაჲცა არს გულსა შენსა, იქმოდი, რამეთუ ღმერთი შენ თანა არს.
17:3 და იყო მას ღამესა სიტყუაჲ უფლისა ნათანისა
17:4 და თქუა: მივედ და არქუ დავით მონასა ჩემსა: ესრე იტყჳს უფალი: არა შენ მიშენო სახლი სამკჳდრებელად ჩემდა მას შინა,
17:5 რამეთუ არა დავიმკჳდრე სახლსა შინა, ვინათ დღითგან გამოვიყვანე ისრაჱლი ეგჳპტით ვიდრე აქა დღედმდე, და ვიყოფოდე კარავსა და სადგურთა
17:6 ყოველთასა შინა, რომელთა ვიქცეოდე. ყოველსა შინა, სადა იქცეოდენ ძენი ისრაჱლისა, უკუეთუ სიტყუათაღა ვეტყოდე ერთსა ოდენ ტომსა ისრაჱლისასა და მსაჯულთა მისთა, რომელთა ვამცენ მწყსა ერისა ჩემისა და ვარქუ, ვითარმედ: რად არა მიშენეთ მე სახლი ნაძჳსა?
17:7 და აწ ესრეთ არქუ მონასა ჩემსა დავითს: ამას იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: გამოგიყვანე შენ ბაკისაგან უკუანაჲსაგან სამწყსოთა, რათა იყო შენ წინამძღუარი ერისა ჩემისა ისრაჱლისა.
17:8 და ვიყავ მე შენ თანა ყოველსა შინა, ვიდრეცა ხჳდოდე, და მოვსრენ ყოველი მტერნი შენნი პირისაგან შენისა. და გყავ შენ სახელოვან სახელისაებრ დიდისასა, რომელნი იყუნეს ქუეყანასა ზედა.
17:9 და მივსცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაჱლსა და დავნერგო იგი დასაბამსა, დაიმკჳდროს თჳსაგან და არღარა ზრუნვიდეს მერმე, და არღარა შესძინოს სიცრუემან დამდაბლებად მისა, ვითარცა-იგი დასაბამსა.
17:10 და ვინათ დღითგან განვაწესენ მსაჯულნი ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, და დავამდაბლენ ყოველნი მტერნი შენნი და აღგაორძინე შენ და აღგაშენე შენ მე უფალმან.
17:11 და იყოს, რაჟამს აღივსნეს დღენი შენნი და დაიძინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო თესლი შენი შემდგომად შენსა, რომელი იყოს მუცლისა შენისა, და განუმზადო მეფობაჲ მისი.
17:12 მან მიშენოს მე სახლი და აღუმართო საყდარი მისი ვიდრე საუკუნოდ
17:13 და მე ვიყო მისად მამად და იგი იყოს ჩემდა ძედ. და მე შევიწყნარო იგი და წყალობაჲ ჩემი არა განვაყენო მისგან, ვითარცა-იგი განვაყენე მათგან, რომელნი-იგი იყუნეს უწინარეს შენსა.
17:14 და სარწმუნო-ვყო იგი სახლსა ჩემსა და მეფობასა მისსა ზედა ვიდრე საუკუნოდ. და საყდარი მისი იყოს აღმართულ ვიდრე საუკუნოდ.
17:15 მსგავსად ყოველთა მათ სიტყუათა და ხილვისა ამისებრ ყოვლისა. ესრეთ ეტყოდა ნათან დავითს.
17:16 მოვიდა დავით მეფე და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარ მე, უფალო, ღმერთო? და რა არს სახლი ჩემი, რამეთუ შემიყვარე მე ვიდრე საუკუნედ,
17:17 დამცირებული ესე შენ წინაშე, ღმერთო, რამეთუ იტყოდე სახლისათჳს მონისა შენისა პირველითგან და მომხედე მე, ვითარცა ხილვა კაცისა და აღმამაღლე მე, უფალო ღმერთო!
17:18 რაღა შესძინოს მერმე დავით დიდებად შენდა? და შენ მონა შენი იცი!
17:19 და გულისაებრ შენისა ჰყავ ყოველივე დიდებულებაჲ, უფალო!
17:20 არავინ არს მსგავს შენდა. და არავინ არს შენსა გარეშე ყოვლისა მისებრ, რომელი ისმინეს ყურთა ჩუენთა.
17:21 და არავინ არს, ვითარ ერი შენი ისრაჱლი, სხუაჲ ნათესავი ქუეყანასა ზედა, ვითარ-იგი უძღოდე მას ღმერთი ჴსნად თავისა თჳსისა ერად და დადებად თავისა თჳსისა სახელი დიდი და გამოჩინებული განსხმად პირისაგან ერისა შენისა, რომელ იჴსნენ და გამოიყვანნე ეგჳპტით ნათესავნი
17:22 და მოეც ერსა შენსა ისრაჱლსა ყოფად თავისა შენისა ერად საუკუნედ. და შენ ხარ უფალი მათი ღმერთად.
17:23 და აწ, უფალო, სიტყუასა, რომელსა იტყოდე მონისა შენისათჳს და ნათესავისა სახლისა მისისა, სარწმუნო იყავნ ვიდრე საუკუნედმდე,
17:24 რომელ იტყოდი, უფალო, უფალო, ყოვლისა მპყრობელო ღმერთო ისრაჱლისო, და სახლი დავითისი, მონისა შენისა, იყავნ აღმართებულ წინაშე შენსა.
17:25 რამეთუ შენ, უფალო, განახუენ სასმენელნი მონისა შენისანი შენდა წინაშე პირსა შენსა შენებად სახლისა. ამისთჳს პოვა მონამან შენმან ლოცვად პირსა შენსა.
17:26 და აწ, უფალო, შენ ხარ თავადი უფალი ღმერთი და იტყოდე მონისა შენისათჳს კეთილსა ამას.
17:27 და აწ გიწყიეს კურთხევად სახლისა მონისა შენისა, რათა იყოს შენ წინაშე უკუნისამდე, რამეთუ შენ, უფალო, აკურთხე და აკურთხე ვიდრე საუკუნედმდე.

© 2010, გია შერვაშიძე