9:1 |
და ყოველი ისრაჱლი და განყოფანი მათნი, და ესენი არიან დაწერილი წიგნსა მეფეთა ისრაჱლისათა იუდასთა წარტყუენილთა მათ თანა ბაბილონად უსჯულობითა მათითა, |
9:2 |
რომელნი მკჳდრ იყუნეს პირველ სამკჳდრებელთა მათთა და ქალაქთა მათ ისრაჱლისთა მღდელნი და ლევიტელნი, რომელნი-იგი განჩემებულ იყუნეს. |
9:3 |
და იერუსალჱმს შინა მკჳდრ იყუნეს იუდას ძეთაგანნი და ბენიამენის ძეთაგანნი, და ეფრემის ძეთაგანნი და ძენი მანასესნი: |
9:4 |
გოთი, ძე ამიუდისი, ძისა ამისისი, ძისა ამეკისა, ძისა ბანესი, ძეთა მათ ფარესისთანი, ძისა იუდასნი. |
9:5 |
და სელონისგან: ასაია, პირმშო მისი, და ძენი მისნი. |
9:6 |
და ძეთაგან ზარასთა: იეიელ და ძმანი მათნი ექუსასოთხმეოცდაათ. |
9:7 |
და ძეთაგან ბენიამენისთანი: სალონ, ძე მოსოლამისი, ძისა ოდუიასი, ძისა ასანუასი. |
9:8 |
და იემნან, ძე იერემუასი, და ელ, ძე ოზიასი, ძისა მოქორესი, და მასალამ, ძე საფატიასი, ძისა რაგუელისი, ძისა იბანიისი. |
9:9 |
და ძმანი მათნი ნათესავად-ნათესავადი მათი - ცხრაასერგასისექუსი, და ყოველნი კაცნი მთავარნი ტომთანი სახლად და სახლად მამათა მათთა |
9:10 |
და მღდელთაგანი: იუდაე, და იოიარებ, და იაქიმ, |
9:11 |
და აზარია, ძე ქელკიასი, ძისა მოსოლამისი, ძისა სადუკისი, ძისა მარიოთისი, ძისა აქიტობისი, წინამძღვარი სახლისა მისი ღმრთისაჲ |
9:12 |
და ადაია, ძე იერაამისი, ძისა პასქორისი, ძისა მალაქიასი, და ამასია, ძე ადიელისი, ძისა მოსოლამისი, ძისა მოთოლამოთისი, ძისა ეზარიასი, ძისა ემერისი, |
9:13 |
და ძმანი მათნი სახლისა მამულთანი ათასშჳდას და ოთხმეოცდაათი, ძლიერნი ძალითა საქმესა მსახურებისასა სახლსა შინა ღმრთისასა |
9:14 |
და ლევიტელთაგანნი: სამაია, ძე ასობისა, ძისა ეზრიკამისი, ძისა ასაბისი, ძისა ძეთა მარარისთა, |
9:15 |
და ბაკბაკარ, და არეს, და გოელ, და მათთანაიას, ძე მიქასი, ძისა ზექრისი, ძისა ასაფისი, |
9:16 |
და ობდია, ძე ოსსასი, ძისა ელკანასი, რომელი მკჳდრ იყო დაბნებსა მას ნეტოფატიასსა, |
9:17 |
და ბჭეთმცველნი: სალიომ, და აკობ, და გელმან, და ემან, და ძმანი მათნი, და სალომ იყო მთავარი მათ ზედა. |
9:18 |
და არს ვიდრე აქამომდე ბჭე მეფისა მის აღმოსავლით. ესე არიან ბჭენი ბანაკთა მათ ლევიტელთანი: |
9:19 |
და საჰალომ, ძე ქორებისი, ძისა აბისაფისი, ძისა კორესი, და ძმანი მისნი სახლსა მამისა მისისასა, და ძენი კორესნი ზედა საქმესა მას მსახურებისასა, რომელნი სცვიდეს საცავსა მას კარვისასა, და მამანი მათნი ბანაკსა ზედა უფლისასა სცვიდეს შესავალსა ბჭეთასა. |
9:20 |
და ფინეზ იყო მთავარ მათ ზედა, ძე ელეაზარისი, პირველად და ესენი იყუნეს მის თანა, |
9:21 |
ზაქარია, ძე მოსოლამისი, მეკარე ბჭეთა ზედა კარვისა საწამებელისათა, |
9:22 |
და ყოველნი რჩეულნი ბჭეებისანი, ბჭეთა ზედა კაცნი ორას და თორმეტ: ესენი იყუნეს ეზოთა მათ ზედა ნაწილად ხუედრებულთა მათთა: ესენი დაადგინნეს დავით და სამუელ მხილველმან სარწმუნოებისათა მათთა. |
9:23 |
ესენი და ძენი ამათნი ბჭეთა ზედა სახლისა უფლისათა, და სახლსა მას კარავისა უფლისასა ცვად. |
9:24 |
ოთხთა მათ კერძოთა ცისათა იყუნეს ბჭენი იგი მზისა აღმოსავალითა, ზღჳთ, და ჩრდილოთ და სამხრით, |
9:25 |
და ძმანი მათნი ეზოთა მათთა, რათა შევიდოდიან შჳდ-შჳდ დღით ჟამითი ჟამად ამათ თანა, |
9:26 |
რამეთუ სარწმუნოებით იყუნეს ძლიერნი იგი ბჭეთანი. და ლევიტელნი იგი იყუნეს ტაძრებსა ზედა და საუნჯეთა ზედა სახლისა უფლისა ღმრთისათა. |
9:27 |
და გარემო დაიბანაკიან, რამეთუ მათ ზედა რწმუნებულ იყო ცვა იგი. და ესენივე იყუნეს კლიტეებსა ზედა განთიად და განთიად გაღებად კარებსა მას ტაძრისასა. |
9:28 |
და მათგანნივე დგეს ჭურჭელსა ზედა სამსახურებელსა, რამეთუ რიცხჳთ მოიღებდიან და რიცხჳთ მიიღებდიან. |
9:29 |
და მათგანნივე დგეს ჭურჭელსა ზედა სიწმიდისასა, სამინდოსა, და ღჳნოსა, და ზეთსა, და გუნდრუკოვანსა და სულნელთა საცხებელთა. |
9:30 |
და ძეთაგანნი მღდელთანი იყუნეს ნელსაცხებელის-მგებელნი, ნელსაცხებელის სულნელისა. |
9:31 |
და მატტათია ლევიტელთაგანი, ესე იყო პირმშო სელომისი, კორეანი, სარწმუნოებით საქმესა ზედა მსხუერპლთა ტაბაკისასა დიდისა მღდლისათა. |
9:32 |
და ბანეა კათეანი ძმათაგან მათთა იყო პურთა ზედა შესაწირავთა, რათა მზა-ყოს შაბათი შაბათად. |
9:33 |
ესენი იყუნეს მგალობელნი მთავარნი ტომთა ლევიტელთანი დაწესებულნი მსახურებასა დღეთასა, რამეთუ დღე და ღამე იყუნეს მსახურებასა შინა. |
9:34 |
ესე მთავარნი ტომთა ლევიტელთა ნათესავთა მათთა. მთავარნი ესე დაემკჳდრნეს იერუსალჱმს და გაბონს. |
9:35 |
დაემკჳდრა მამა გაბონისი იეიელ, და სახელი ცოლისა მისისა მოოქა. |
9:36 |
და ძე მისი პირმშო აბდონ, და ისირ, და კის, და ბაალ, და ნერ, და ნაბად. |
9:37 |
და გუდურ, და ძმანი ზაქურისნი: აიონ, და ზექრი, და მაკელოთი. |
9:38 |
და მაკელოთ შვა საამა. და ამათ ძმათა შორის მათთა დაიმკჳდრეს იერუსალჱმს ძმათა თანა თჳსთა. |
9:39 |
და ნერ შვა კის, და კის შვა საულ, და საულ შვა იონათან, პირმშო, და მელქისუე, და ამინადაბ, და ბაალ, |
9:40 |
და ძე იონათანისი - მემფიბალ, და მემფიბალ შვა მიქა. |
9:41 |
და ძენი მიქასნი: ფიონ, და მალოქ, და თარა. |
9:42 |
და ქააზ შვა იოდა, და იოდა შვა გალემათ, და აზმოთ, და აზმბრი. და აზმბრი შვა მესა. |
9:43 |
და მესა შვა ბაანა და რაფია, ძე მისი; ელეასა, ძე მისი; ესაელ, ძე მისი. |
9:44 |
ესაელს ესხნეს ექუს ძე და ესე არს სახელები მათი: ეზრიკამ, პირმშო მისი, ისმაელ და სარაია, და აბდია, და ამარია და ანან. ესე ძენი ესაილისნი. |