კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I ნეშტთა »
I ნეშტთა 1
I ნეშტთა 2
I ნეშტთა 3
I ნეშტთა 4
I ნეშტთა 5
I ნეშტთა 6
I ნეშტთა 7
I ნეშტთა 8
I ნეშტთა 9
I ნეშტთა 10
I ნეშტთა 11
I ნეშტთა 12
I ნეშტთა 13
I ნეშტთა 14
I ნეშტთა 15
I ნეშტთა 16
I ნეშტთა 17
I ნეშტთა 18
I ნეშტთა 19
I ნეშტთა 20
I ნეშტთა 21
I ნეშტთა 22
I ნეშტთა 23
I ნეშტთა 24
I ნეშტთა 25
I ნეშტთა 26
I ნეშტთა 27
I ნეშტთა 28
I ნეშტთა 29

« I ნეშტთა 14 [BIB - xx] »
14:1 და მოავლინნა მოციქულნი ქირამ, მეფემან ტჳროსისამან დავითისა და მოსცა ძელი ნაძჳსა და მაშენებელნი ზღუდეთანი და ხურონი ძელისანი, რათა უშენონ მას სახლი.
14:2 და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ განუმზადა მას უფალმან ისრაჱლსა ზედა. და აღორძინდა სიმაღლედ მეფობაჲ მისი ერისა მისთჳს ისრაჱლისა.
14:3 მო-ვეღა-იყუნნა დავით ცოლნი იერუსალჱმს, და უშვნესვე მერმე დავითს ძეები და ასულები.
14:4 და ესე არს სახელები მათი, რომელნი ესხნეს იერუსალჱმს: სამმა, სობაბ, ნათან, სოლომონ,
14:5 და იებაარ, ელისაუ, ელიფალეტ,
14:6 ნაგებ, ნაფეგ, იაფიე,
14:7 ელისამ, ბაელია და ელიბალეტ.
14:8 და ესმა უცხოთესლთა, რამეთუ ცხებულ არს დავით მეფედ ყოველსა ისრაჱლსა ზედა. და აღმოვიდეს ყოველნი უცხოთესლნი მოძიებად დავითისა და განვიდა მიგებებად მათა.
14:9 და უცხოთესლნი იგი მოვიდეს და შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა.
14:10 და იკითხა დავით ღმრთისა მიერ და თქუა: უკუეთუ აღვიდეთ უცხოთესლთა მათ და მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა მას უფალმან: აღვედ და მოგცნე იგინი ჴელთა შენთა.
14:11 და აღვიდა დავით ბაალფარასინად და მოსრნა იგინი დავით მუნ. თქუა დავით: განკუეთნა ღმერთმან მტერნი ჩემნი ჴელითა ჩემითა, ვითარცა განკუეთს წყალი. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას განკუეთა - ფარასინს.
14:12 და დაუტევნეს მათ კერპნი მათნი, და ივლტოდეს და უბრძანა დავით დაწვა მათი ცეცხლითა.
14:13 და მერმე შე-ვეღა-სძინეს უცხოთესლთა მათ და მუნვე შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა.
14:14 და იკითხა მერმეცა დავით ღმრთისაგან და ჰრქუა მას ღმერთმან: არა აღხჳდე შედგომად მათსა, გარემოიქეც აწ მათგან და აცადენ იგინი მახლობელად სხალოვანსა მას.
14:15 და იყოს, რაჟამს გესმეს ჴმა ძრვისა მწვერვალთა მას სხალისათა, მაშინ გამოხჳდე და ღმერთი წინაშე შენსა ბრძოლად მათად, რამეთუ მაშინ გამოვიდა ღმრთის წინაშე მოსრვად ბანაკისა მის უცხოთელსთასა.
14:16 და ყო ეგრე დავით, ვითარცა უბრძანა მას ღმერთმან. და მოსრა ბანაკი იგი უცხოთესლთა გაბაონითგან ვიდრე გაზერადმდე.
14:17 და იყო სახელი დავითისი ყოველსა ქუეყანასა. და უფალმან მოსცა შიში მისი ყოველთა ნათესავთა.

© 2010, გია შერვაშიძე