18:1 |
და იყო ამისა შემდგომად და მოსრნა დავით უცხოთესლნი და იოტნა იგინი და დაიპყრა გეთი და დაბნები მისი ჴელისაგან უცხოთესლთასა. |
18:2 |
და მოსრა მოაბი, და იყუნეს მოაბელნი მონა დავითისი და მოართმიდეს ძღუენსა. |
18:3 |
და მოსრა დავით ადრაზარისი, ერი მეფისა სუბასი, რიომელი არს ემათისა მი-რა-ვიდოდა იგი დადგმად ჴელისა ევფრატსა ზედა მდინარესა. |
18:4 |
და პირველად დაიპყრა დავით ათასი ეტლები მათი და შჳდ ათასი ცხენები და შჳდ ათასი კაცი მკჳრცხლი. და დაჴსნა დავით ყოველი იგი ეტლები და დაუტევა მათგანი ასი ეტლი. |
18:5 |
და მოვიდა ასური იგი დამასკელი შემწედ ადრაზარისა, მეფისა მის სუბასა, და მოსრა დავით ასურისა მის ოცდაორი ათასი კაცი. |
18:6 |
და მოადგა დავით ზღუდე ასურეთს დამასკეთ კერძო და დაიპყრა იგი. და იყუნეს დავითის მონა და მოართმიდეს ძღუენსა და ხარკსა. და აცხოვნებდა უფალი დავითს ყოველსა შინა, ვიდრეცა ვიდოდა. |
18:7 |
და მოიღო დავით მანიაკები იგი ოქროსა, რომელნი იყუნეს მონათა ადრაზარისთა, და მოიღო იგი იერუსალიმად. |
18:8 |
და მატეფაით და რჩეულთაგან ქალაქთა ადრაზარისათა მოიღო დავით რვალი ფრიად მრავალი. და მისგან ქმნა სოლომონ ზღუაჲ იგი რვალისა, და სვეტნი და ჭურჭელნი იგი რვალისა. |
18:9 |
და ესმა თოლაას, მეფესა ემათისასა, რამეთუ მოსრა დავით ყოველი ძალი ადრაზარისა, მეფისა მის სუბასი. |
18:10 |
და მოავლინა თოა ადურამ, ძე მისი, მეფისა დავითისა, მოკითხვად მისა მშჳდობით და კითხვად მისა ამისთჳს, რამეთუ ებრძოდა ადრაზარს და მოსრა იგი, რამეთუ კაცი მტერ იყო თოეს ადრაზარ, და ყოველი ჭურჭელი ვეცხლისა და ოქროსა მოუძღუანა მას. |
18:11 |
და ესე განწმიდა დავით უფლისად ვეცხლისა მის თანა და ოქროსა, რომელი მოიღო ყოველთა მათგან ნათესავთა იდუმიათ და მოაბით, და ძეთაგან ამონისთა და უცხოთესლთაგან და ამალეკით. |
18:12 |
და აბესა, ძემან სარუიასმან, შემუსრა იდუმია ღელესა ალონისასა, ათურამეტი ათასი. |
18:13 |
და დადვა ღელესა მას სიმაგრე და იყუნეს ყოველნი ედომელნი მონად დავითისა. და აცხოვნებდა უფალი დავითს ყოველსა შინა, ვიდრეცა ვიდოდა. |
18:14 |
და მეფობდა დავით ყოველსა ზედა ისრაჱლსა და იქმოდა მსჯავრსა და სიმართლესა ყოვლისა მიმართ ერისა მისისა. |
18:15 |
და იოაბ, ძე სარუასი, იყო ერსა ზედა და იოსაფატ, ძე აქილუდისი, მოსახსენებელთმწერალ. |
18:16 |
და სადუკ, ძე აქიტობისი, და აბიმელიქ, ძე აბიათარისი, მღდელნი და სუსა მწიგნობარი. |
18:17 |
და ბანეა, ძე იუდაესი, ქერეთსა ზედა და ფელეთსა. და ძენი დავითისნი პირველნი მსახურნი მეფისა. |