კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I ნეშტთა »
I ნეშტთა 1
I ნეშტთა 2
I ნეშტთა 3
I ნეშტთა 4
I ნეშტთა 5
I ნეშტთა 6
I ნეშტთა 7
I ნეშტთა 8
I ნეშტთა 9
I ნეშტთა 10
I ნეშტთა 11
I ნეშტთა 12
I ნეშტთა 13
I ნეშტთა 14
I ნეშტთა 15
I ნეშტთა 16
I ნეშტთა 17
I ნეშტთა 18
I ნეშტთა 19
I ნეშტთა 20
I ნეშტთა 21
I ნეშტთა 22
I ნეშტთა 23
I ნეშტთა 24
I ნეშტთა 25
I ნეშტთა 26
I ნეშტთა 27
I ნეშტთა 28
I ნეშტთა 29

« I ნეშტთა 21 [BIB - xx] »
21:1 და აღდგა შემასმენელი ეშმაკი ისრაჱლსა ზედა და აღძრა დავით აღრაცხად ისრაჱლისა.
21:2 და ჰრქუა მეფემან დავით იოაბს და მთავართა მათ ძლიერებისათა: წარვედით და აღრაცხეთ ისრაჱლი ბერსაბეთგან ვიდრე დანადმდე, და მომართუთ მე, რათა უწყოდი რიცხჳ მათი.
21:3 და ჰრქუა იოაბ მეფესა: შესძინენ უფალმან ერსა თჳსსა, რაოდენ არიან აწ ასიღა წილი, თუალნიმცა უფლისა ჩემისა, მონანი. და რასათჳს უფალი ჩემი ეძიებს ამას, რათა არა იყოს ესე ცოდვა ერისა ისრაჱლისა.
21:4 ხოლო სიტყუაჲ იგი მეფისა განძლიერდა უფროს იოაბის მიმართ. და განვიდა იოაბ და განავლინა ყოველნი საზღუარნი ისრაჱლისანი და მოვიდა იერუსალჱმად.
21:5 და მისცა იოაბ მეფესა რიცხჳ ახილვისა მის ერისა. და იყო ისრაჱლი ათას ათასეულ და ას ათას კაცთა მახჳლოსანთა, და იუდა ოთხასორმეოცდა ათას მახჳლოსანი კაცი.
21:6 და ლევი და ბენიამინ არა აღრაცხნა მათ შორის, რამეთუ განძლიერდა სიტყუა მეფისა იოაბისა მიმართ.
21:7 და ბოროტი უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმისა ამისთჳს, და მოსრა ისრაჱლი.
21:8 და ჰრქუა დავით ღმერთსა: ვცოდე ფრიად, რამეთუ ვყავ საქმე ესე. და აწ აღიღე ჩემგან ბოროტი ესე მონისა შენისა, რამეთუ ამაო ვქმენ ფრიად.
21:9 და ეტყოდა უფალი გადსა მხილველსა: მივედ დავითისა და ეტყოდე მას.
21:10 წარვედ და არქუ დავითს: ესრე იტყჳს უფალი: სამი ესე მოვჴადო შენ ზედა. და გამოირჩიე თავისა შენისა ერთი მათგანი და გიყო შენ.
21:11 და მოვიდა გად დავითისა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი: გამოირჩიე თავისა შენისა:
21:12 გინა სამ წელ სიყმილი, ანუ სამ თვე სივლტოლა შენი წინაშე მტერთა შენთა, მახჳლი მტერთა მოსრვად შენდა, ანუ სამ დღე მახჳლი უფლისაჲ და სიკუდილი ქუეყანასა ზედა, და ანგელოზი უფლისაჲ მოსრვად ყოველსა შორის სამკჳდრებელსა ისრაჱლისასა. და აწ იხილე და ცან, რაჲ სიტყუაჲ მიუგო მომავლინებელსა ჩემსა
21:13 და ჰრქუა დავით გაადსა: იწრო არს ჩემდა ყოველგნით კერძოვე სამივე ესე ყოფად: შევვარდე ჴელთა უფლისათა, რამეთუ მრავალ არიან მოწყალებანი მისნი ფრიად, და ჴელთა კაცთასა არა შევვარდე.
21:14 და მოსცა უფალმან სიკუდილი ისრაჱლსა ზედა და დაეცნეს ისრაჱლისგანნი სამეოცდაათი ათასნი კაცნი.
21:15 და მოავლინა უფალმან ანგელოზი იგი იერუსალჱმდ მოსრვად მათა და ვითარ-იგი მოსრვიდა, იხილა უფალმან და შეინანა ბოროტისა მისთჳს, და ჰრქუა ანგელოზსა მას მომსრველსა: კმა იყავნ შენდა, დააცადე ჴელი შენი და ანგელოზი უფლისაჲ დგა კალოსა ზედა ურნიასა იებუსელისასა.
21:16 და აღიხილნა დავით თუალნი თჳსნი და იხილა ანგელოზი უფლისაჲ მდგომარე შორის ცასა და შორის ქუეყანასა, და მახჳლი მისი ჴდილი ჴელსა მისსა, განმრთხმელი ისრაჱლსა ზედა. და დავარდა ქუეყანასა ზედა დავით და მოხუცებულნი ისრაჱლისანი შემოსილნი ძაძითა პირსა ზედა მათსა
21:17 და ჰრქუა დავით ღმერთსა: მე ვთქუ აღრაცხვა ერისა და მე ვარ, რომელმან ვცოდე და ბოროტის-ყოფით ბოროტი ვქმენ მწყემსმან. და ამათ ცხოვართა რაჲ ყვეს? უფალო ღმერთო, იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა, და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა და ნუ ერსა შენსა ზედა წარწყმედად, უფალო
21:18 და ანგელოზმან უფლისამან ჰრქუა გაადს, რათა უთხრას დავითს, რათა აღვიდეს და დადგას საკურთხეველი უფლისაჲ კალოსა მას ურნიას იებუსელისასა.
21:19 და აღვიდა დავით სიტყჳსა მისებრ გადისა, რომელსა იტყოდა სახელითა უფლისაჲთა.
21:20 და მოიქცა ურნია და იხილა მეფე და ოთხნი ძენი მისნი მის თანა დაბურვილი და ურნია ლეწვიდა კალოსა ზედა იფქლსა.
21:21 და მოვიდა დავით ურნიასა და ურნია გამოვიდა კალოსა მისგან, და თაყუანის-სცა პირსა ზედა თჳსსა ქუეყანასა.
21:22 და ჰრქუა დავით ურნიას: მომეც მე ადგილი ესე კალოსა სყიდვით ვეცხლითა, რასა ღირდეს, და ვაშენო მას ზედა საკურთხეველი უფლისაჲ რათა დასცხრეს ტანჯვა ესე ერისა ამისგან.
21:23 და ჰრქუა ორნა დავითს: მიიღე ეგე შენდად. და ყავნ უფალმან ჩემმან მეფემან კეთილი, ვითარცა სათნო-უჩნდეს წინაშე მისსა. აჰა, ესერა, მიმიცემიან ზროხანი მსხუერპლად და საჴნველი, და ურემნი შეშად და იფქლი შესაწირავად. ყოველივე ეგრეთ მიგცე და ყავ, ვითარცა გნებავს
21:24 და ჰრქუა მეფემან დავით ურნიას: არა, არამედ სყიდვით მოვიყიდო ეგე ვეცხლითა, რაცა ღირდეს, რამეთუ არა მოვიღო ეგრეთ, რაჲ არს შენი უფლისად შეწირვად მსხუერპლი უსასყიდლოდ.
21:25 და მისცა დავით ურნიას ადგილისა მისთჳს ოქრო სიკლისა სასწორი ექუსასი.
21:26 და უშენა მუნ დავით საკურთხეველი უფალსა, და შეიწირა მუნ ყოვლად დასაწველები იგი ცხორებისა, და ღაღად-ყო დავით უფლისა მიმართ, და შეისმინა მისი ზედა ზეცით ცეცხლითა საკურთხეველსა მას ზედა ყოვლად დასაწველთასა. და აღლია ყოვლად დასაწველი იგი.
21:27 და ჰრქუა უფალმან ანგელოზსა მას, და მიაქცია მახჳლი იგი ქარქაშსავე თჳსსა.
21:28 მას ჟამსა, ვითარცა იხილა დავით, რამეთუ შეისმინა მისი უფალმან, კალოსა მას ურნიასა იებუსელისასა ზედა, შეწირა მუნ.
21:29 და კარავი იგი უფლისაჲ, რომელი ქმნა მოსე უდაბნოსა ზედა, და საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა მას ჟამსა შინა ბამასა შინა რომელი არს გაბაონს.
21:30 და ვერ ჴელ-ეწიფა დავითს წარსლვად წინაშე მისსა და გამოძიებად ღმრთისაგან, რამეთუ ისწრაფოდა პირსა წინაშე მახჳლისა მის ანგელოზისა უფლისა.

© 2010, გია შერვაშიძე